15:06:15 ოთხშაბათი, 14 ნოემბერი 2018
architect.tbilisi.gov.ge
ტექნიკური პრობლემების ცხელი ხაზი 2378346 (დარეკეთ სამუშაო დღეს 09:00 დან 18:00 საათამდე)
სამსახურის შესახებ
თბილისის არქიტექტურის სამსახური

 

სსიპ თბილისის არქიტექტურის სამსახური, როგორც თბილისის მერიის საჯარო სამართლის იურიდიული პირი, შეიქმნა თბილისის მთავრობის 2008 წლის 22 დეკემბრის  №24.16.832 დადგენილების საფუძველზე, ურბანული დაგეგმარების საქალაქო სამსახურის ბაზაზე.

 

სამსახურის ძირითად ფუნქციებს წარმოადგენს:

 

·       თბილისის ადმინისტრაციული საზღვრებით დადგენილ ტერიტორიაზე   არქიტექტურულ-ქალაქთმშენებლობითი პროცესების მართვა;

· თბილისის ტერიტორიულ-სივრცითი მოწყობის პოლიტიკის რეალიზაციისათვის კანონმდებლობით გათვალისწინებული ქალაქმშენებლობითი დოკუმენტაციის დამუშავება, მათში ცვლილებების შეტანა და დადგენილი წესით დამტკიცება;

·     სამშენებლოდ მიწის ნაკვეთის გამოყენების პირობების დადგენა,არქიტექტურულ-სამშენებლო პროექტის შეთანხმება, მშენებლობის ნებართვის გაცემა და კანონმდებლობით დადგენილი წესით მათში, ცვლილებების შეტანა;

·    თბილისის მიწათსარგებლობის გეგმის განხორციელების კოორდინაცია, მშენებლობისა და კეთილმოწყობის რეგულირება;

·   მიწათსარგებლობის გეგმის შედგენაში, აგრეთვე, განსაკუთრებული არქიტექტურული და ქალაქმშენებლობითი მნიშვნელობის მქონე, ახლადასაშენებელ და სარეკონსტრუქციო ობიექტების დაპროექტების, ესკიზური, ვარიანტული და საკონკურსო დამუშავების განსაზღვრაში მონაწილეობის მიღება;

·         სამშენებლო საქმიანობის კოორდინაციისა და რეგულირების ერთიანი პოლიტიკის გატარება, ამ საქმიანობასთან დაკავშირებული საკითხების ორგანიზება;

·     თბილისის ცალკეული უბნების რეკრეაციული სივრცეების, გამწვანებული ტერიტორიების, გზების, მოედნების, გზაჯვარედინების, ავტოსადგომების და ა.შ. დაგეგმარების ორგანიზება;

·   უნებართვოდ ან/და პროექტის დარღვევით აშენებული ობიექტების ან მათი ნაწილების ლეგალიზების შესახებ გადაწყვეტილების მიღება და სხვა.

 

 

სამსახურს ხელმძღვანელობს სამსახურის უფროსი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობა.

სამსახურის უფროსს ჰყავს მოადგილეები.

სამსახური თავის უფლებამოსილებებს ახორციელებს შემდეგი სტრუქტურული ერთეულების მეშვეობით:

·          I და II კლასის შენობა-ნაგებობების სანებართვო განყოფილება;

·          III და IV კლასის შენობა-ნაგებობების სანებართვო განყოფილება;

·          ძველი თბილისის სანებართვო განყოფილება;

·          საპროექტო განყოფილება;

·         საინჟინრო განყოფილება;

·         იურიდიული განყოფილება;

·         საქმისწარმოების განყოფილება;

·         სტრატეგიული დაგეგმვის, მონიტორინგის და შეფასების განყოფილება;