- თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახური აცხადებს ღია კონკურსს შემდეგ ვაკანტურ თანამდებობებზე :
საინჟინრო განყოფილების მესამე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი - 1 საშტატო ერთეული
ვაკანსიის N 62601
საინჟინრო განყოფილების პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტი - 1 საშტატო ერთეული
ვაკანსიის N 62611
იურიდიული განყოფილების მესამე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი - 1 საშტატო ერთეული;
ძველი თბილისის სანებართვო განყოფილების პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტი - 1 საშტატო ერთეული;
ვაკანსიის N 62619
ძველი თბილისის სანებართვო განყოფილების მესამე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი - 1 საშტატო ერთეული;
ვაკანსიის N 62617
III და IV კლასის შენობა-ნაგებობების სანებართვო განყოფილების მესამე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი - 1 საშტატო ერთეული;
ვაკანსიის N 62616
III და IV კლასის შენობა-ნაგებობების სანებართვო განყოფილების პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტი - 2 საშტატო ერთეული;
ვაკანსიის N 62615
I და II კლასის შენობა-ნაგებობების სანებართვო განყოფილების პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტი - 2 საშტატო ერთეული;
ვაკანსიის N 62614
I და II კლასის შენობა-ნაგებობების სანებართვო განყოფილების მესამე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი - 1 საშტატო ერთეული;
ვაკანსიის N 62613
მონაცემთა ბაზების მართვაზე პასუხისმგებელი პირo 1 საშტატო ერთეული;
ვაკანსიის N 62596
სტრატეგული დაგეგმვის, მონიტორინგის და შეფასების განყოფილების პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტი - 1 საშტატო ერთეული
ვაკანსიის N 62597
სტრატეგული დაგეგმვის, მონიტორინგის და შეფასების განყოფილების მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი 1 საშტატო ერთეული
ვაკანსიის N 62598
განცხადების წარმოდგენის ბოლო ვადაა 2020 წლის 29 ნოემბერი.
კონკურსში მონაწილეობისათვის სავალდებულოა, კანდიდატი დარეგისტრირდეს, საჯარო სამსახურის ბიუროს ვებგვერდზე - hr.gov.ge და ელექტრონულად წარმოადგინოს შესაბამისი დოკუმენტაცია, საკონკურსო მოთხოვნების შესაბამისად.
კანდიდატები შეირჩევიან ქულათა სისტემის საფუძველზე, სპეციალურად შექმნილი კომისიის მიერ.
თბილისის არქიტექტურის სამსახური მოუწოდებს ყველა კვალიფიციურ, გამოცდილების მქონე სპეციალისტს მიიღოს მონაწილეობა ღია კონკურსში და ჩაერთოს დედაქალაქის განვითარების პროცესში.
2020-11-24 - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახური აცხადებს სტაჟიორთა კონკურსს.
კანდიდატები სტაჟირებას გაივლიან შემდეგ განყოფილებებში:
· I და II კლასის შენობა-ნაგებობების სანებართვო განყოფილება;
· III და IV კლასის შენობა-ნაგებობების სანებართვო განყოფილება;
· ძველი თბილისის სანებართვო განყოფილება;
· საინჟინრო განყოფილება
· იურიდიული განყოფილება;
ხანგრძლივობა: 3 თვე
სამუშაო საათები: სრულისამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი
სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, შარტავას ქ. №7კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ არქიტექტურის, სამშენებლო (ინჟინერ-მშენებელი, ქსელების ინჟინერი), გეოლოგიური და იურიდიული ფაკულტეტის კურსდამთავრებულებს ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტებს.
სტაჟირების პროგრამა მიზნად ისახავს თბილისის არქიტექტურის სამსახურში მაღალკვალიფიციური საკადრო რესურსის შექმნას. სტაჟირების პროგრამის წარმატებით დასრულების შემთხვევაში, კანდიდატები დასაქმდებიან არქიტექტურის სამსახურში.
კონკურსში მონაწილეობის მისაღებად, დაინტერესებულმა კანდიდატებმა გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე (CV) შემდეგი ელ. ფოსტის მისამართზე: architect@tbilisi.gov.ge გთხოვთ, ელ.ფოსტის სათაურის ველში (subject) მიუთითოთ - სტაჟირება.
განცხადებების მიღების ბოლო ვადაა 2019 წლის 31 ოქტომბერი.
გისურვებთ წარმატებას!2019-10-03 - თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახური აცხადებს ღია კონკურსს შემდეგ ვაკანტურ თანამდებობებზე :
იურიდიული განყოფილების პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტი - 1 საშტატო ერთეული;
ვაკანსიის N57289
მონაცემთა ბაზების მართვაზე პასუხისმგებელი პირი (მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი) - 1 საშტატო ერთეული;
ვაკანსიის N57146
განცხადების წარმოდგენის ბოლო ვადაა 2019 წლის 25 სექტემბერი.
კონკურსში მონაწილეობისათვის სავალდებულოა, კანდიდატი დარეგისტრირდეს, საჯარო სამსახურის ბიუროს ვებგვერდზე - hr.gov.ge და ელექტრონულად წარმოადგინოს შესაბამისი დოკუმენტაცია, საკონკურსო მოთხოვნების შესაბამისად.
კანდიდატები შეირჩევიან ქულათა სისტემის საფუძველზე, სპეციალურად შექმნილი კომისიის მიერ.
თბილისის არქიტექტურის სამსახური მოუწოდებს ყველა კვალიფიციურ, გამოცდილების მქონე სპეციალისტს მიიღოს მონაწილეობა ღია კონკურსში და ჩაერთოს დედაქალაქის განვითარების პროცესში.
2019-09-10 -
გაცნობებთ, რომ ორი მნიშვნელოვანი ცვლილება შევიდა სამშენებლო სფეროს მარეგულირებელ ნორმატიულ აქტებში, კერძოდ:
1. 2019 წლის 10 ივლისის საქართველოს მთავრობის №327 დადგენილებით განხორციელდა ცვლილება „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილების 63-ე მუხლის იმ ნაწილში, რომელიც განსაზღვრავს თუ რა სახის ცვლილების განხორციელებაა შესაძლებელი არქიტექტურული პროექტის კორექტირების გზით და რა შემთხვევაში უნდა დაიწყოს ნებართვის გაცემის პროცედურა თავიდან მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
ცვლილების თანახმად, სამშენებლო დოკუმენტის იმგვარი ცვლილება, რომელიც ითვალისწინებს შეთანხმებული ობიექტის განაშენიანების ფართობის ცვლილებას 20%-ზე მეტად ან ამ ობიექტის ფუნქციის ცვლილებას, დაუშვებელია. ასეთ შემთხვევაში, მშენებლობის ნებართვის აღების პროცედურა დაწყებული უნდა იქნეს თავიდან, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. ასევე, განისაზღვრა გამონაკლისი, კერძოდ, განაშენიანების ფართობის ცვლილების შეზღუდვა არ ვრცელდება იმ შემთხვევაში, როდესაც მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის უფლებრივი ზონირების ცვლილებით დამკვეთს ერთმევა შესაძლებლობა, ზონის ცვლილებამდე დადგენილი ან კანონმდებლობით დადგენილი წესით მინიჭებული პარამეტრები აითვისოს მშენებლობის ნებართვის აღების პროცედურის თავიდან დაწყების გზით.
2. 2019 წლის 5 ივლისის საქართველოს მთავრობის №318 დადგენილებით განხორციელდა ცვლილება „ტექნიკური რეგლამენტის „შენობა-ნაგებობის უსაფრთხოების წესების“ დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 28 იანვრის №41 დადგენილებაში, რომლის თანახმად, დადგენილების მოქმედება არ გავრცელდება იმ მრავალბინიან საცხოვრებელ სახლებზე, რომლებსაც უნებართვოდ ან სხვა მიზეზის შედეგად ნაწილობრივ დაშენების, მიშენების ან/და მანსარდის მოწყობის გამო დაკარგული აქვთ დასრულებული არქიტექტურული იერსახე და, იერსახის მოწესრიგების მიზნით, ერთიანი პროექტის საფუძველზე, უნდა გაიცეს დაშენების, მიშენების ან/და მანსარდის მოწყობაზე მშენებლობის ნებართვა.
2019-07-15 თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურში გრძელდება ღია კონკურსი სანებართვო განყოფილებების, საინჟინრო განყოფილებისა და სტრატეგული დაგეგმვის, მონიტორინგის და შეფასების განყოფილების სპეციალისტების ვაკანტურ პოზიციებზე.
I და II კლასის შენობა-ნაგებობების სანებართვო განყოფილების პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტი - 2 საშტატო ერთეული;
ვაკანსიის N55659
I და II კლასის შენობა-ნაგებობების სანებართვო განყოფილების მესამე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი - 1 საშტატო ერთეული;
ვაკანსიის N55669
ძველი თბილისის სანებართვო განყოფილების პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტი - 2 საშტატო ერთეული;
ვაკანსიის N55672ძველი თბილისის სანებართვო განყოფილების მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი - 1 საშტატო ერთეული;
ვაკანსიის N55671
სტრატეგული დაგეგმვის, მონიტორინგის და შეფასების განყოფილების მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი - 1 საშტატო ერთეული;
ვაკანსიის N55673
საინჟინრო განყოფილების პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტი - 2 საშტატო ერთეული;
ვაკანსიის N55677
განცხადების წარმოდგენის ბოლო ვადაა 2019 წლის 04 აგვისტო.
კონკურსში მონაწილეობისათვის სავალდებულოა, კანდიდატი დარეგისტრირდეს, საჯარო სამსახურის ბიუროს ვებგვერდზე - hr.gov.ge და ელექტრონულად წარმოადგინოს შესაბამისი დოკუმენტაცია, საკონკურსო მოთხოვნების შესაბამისად.
კანდიდატები შეირჩევიან ქულათა სისტემის საფუძველზე, სპეციალურად შექმნილი კომისიის მიერ.
თბილისის არქიტექტურის სამსახური მოუწოდებს ყველა კვალიფიციურ, გამოცდილების მქონე სპეციალისტს მიიღოს მონაწილეობა ღია კონკურსში და ჩაერთოს დედაქალაქის განვითარების პროცესში.
2019-07-04- თბილისის მერიამ დაუმთავრებელ მშენებლობებთან დაკავშირებით განაცხადების მიღება დაიწყო.
დეტალური ინფორმაცია იხილეთ შემდეგ ბმულზე2019-07-03 - სსიპ - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახური სახელმწიფო სახანძრო ზედამხედველობისათვის მიკუთვნებულ ობიექტებში სახანძრო უსაფრთხოების მოთხოვნების შესრულების უზრუნველსაყოფად, სხვა ადმინისტრაციული ორგანოს სახით, რთავს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურს. აღნიშნულის საფუძველზე, მშენებლობის ნებართვის გაცემის პროცესის პირველ და მეორე სტადიაზე მონაწილეობას იღებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური.
ინფორმაციის სახით გაცნობებთ, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურს აქვს სხვადასხვა სახის მომსახურებები, რომლებსაც შეგიძლიათ გაეცნოთ შემდეგ ლინკზე გადასვლით http://es.gov.ge/service. აღნიშნულ ლინკზე დეტალურად არის მოცემული ინფორმაცია სერვისებზე, მათ საფასურსა და ვადებზე, ასევე, მითითებულია საკონტაქტო ინფორმაციაც.2019-05-17 - გაცნობებთ, რომ 2019 წლის 26 აპრილიდან 2019 წლის 29 აპრილის ჩათვლით, სსიპ - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის ოფიციალური ვებ-გვერდი (www.tas.ge) მიუწვდომელი იქნება მომხმარებლებისთვის, ვინაიდან იგეგმება ტექნიკური სამუშაოების ჩატარება. გთხოვთ, განცხადებების წარდგენის დროს აღნიშნული მიიღოთ მხედველობაში.2019-04-25
- 2019 წლის 21 მარტის საქართველოს მთავრობის №142 დადგენილებით „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილებაში განხორციელდა ორი მნიშვნელოვანი ცვლილება:
1. „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილების 62-ე მუხლის თანახმად, „განხორციელებული მშენებლობის დადასტურების“ ნომენკლატურით სამსახურში ხდებოდა ისეთი დასრულებული ობიექტების განხორციელებული მშენებლობის დასაშვებობის დასადასტურებლად წარმოდგენა, რომელთაც უარი ქონდათ ნათქვამი ექსპლუატაციაში მიღებაზე. აღნიშნულ დადგენილებაში შეტანილი ცვლილების თანახმად, უქმდება უკვე განხორციელებული მშენებლობის ქალაქგეგმარებით მოთხოვნებთან შესაბამისობის და მისი დასაშვებობის დადასტურების შესაძლებლობა. დარღვევით განხორციელებული მშენებლობის შემთხვევაში, ამ დარღვევების კანონმდებლობით განსაზღვრულ ნორმებთან შესაბამისობაში მოყვანის მიზნით საკითხზე მსჯელობა შესაძლებელი იქნება მხოლოდ შეთანხმებული სამშენებლო დოკუმენტის ცვლილების კუთხით, რომლის დროსაც სამსახურში კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა დოკუმენტაციასთან ერთად წარმოდგენილი უნდა იქნას შეთანხმებული არქიტექტურული პროექტის დარღვევისათვის გამოცემული აქტი და დაკისრებული ჯარიმის გადახდის ქვითარი.
2. „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილებაში განხორციელებული ცვლილების თანახმად, მკაფიოდ განისაზღვრა თუ რა სახის ცვლილების განხორციელებაა შესაძლებელი არქიტექტურული პროექტის კორექტირებით და რა შემთხვევაში უნდა დაიწყოს თავიდან მშენებლობის ნებართვის აღების პროცედურა, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, კერძოდ: სამშენებლო დოკუმენტის იმგვარი ცვლილება, რომელიც ითვალისწინებს შეთანხმებულ ობიექტზე ახალი სართულ(ებ)ის დაშენებას, ობიექტის განაშენიანების ფართობის ცვლილებას 20 პროცენტზე მეტად, ან ამ ობიექტის ფუნქციის ცვლილებას, შეთანხმებული პროექტის კორექტირების გზით აკრძალულია. თუ დამკვეთს სურს უკვე შეთანხმებული ობიექტის არქიტექტურულ პროექტში იმგვარი ცვლილების შეტანა, რომელიც ითვალისწინებს ახალი სართულ(ებ)ის დაშენებას, ობიექტის განაშენიანების ფართობის ცვლილებას 20 პროცენტზე მეტად, ან ამ ობიექტის ფუნქციის ცვლილებას, საჭიროა მან ნებართვის გაცემის პროცედურა დაიწყოს პირველი სტადიიდან, მოითხოვოს მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობები მოთხოვნის დროისათვის მოქმედი ნორმების/რეგლამენტების შესაბამისად და დაასრულოს ნებართვის გაცემის პროცედურა ამ კანონმდებლობის შესაბამისად, თუ ამის საშუალებას იძლევა თავად სამშენებლო ობიექტი.
2019-04-01 - დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალურ გეგმაზე მომუშავე ჯგუფის- „სითი ინსტიტუტი საქართველოს“ მიერ წარმოდგენილი განახლებული მასალები.2019-03-22