04:16:30 კვირა, 25 აგვისტო 2019
  • გაცნობებთ, რომ ორი მნიშვნელოვანი ცვლილება შევიდა სამშენებლო სფეროს მარეგულირებელ ნორმატიულ აქტებში, კერძოდ:

    1.   2019 წლის 10 ივლისის საქართველოს მთავრობის 327 დადგენილებით განხორციელდა ცვლილება „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის 57 დადგენილების 63-ე მუხლის იმ ნაწილში, რომელიც განსაზღვრავს თუ რა სახის ცვლილების განხორციელებაა შესაძლებელი არქიტექტურული პროექტის კორექტირების გზით და რა შემთხვევაში უნდა დაიწყოს ნებართვის გაცემის პროცედურა თავიდან მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

    ცვლილების თანახმად, სამშენებლო დოკუმენტის იმგვარი ცვლილება, რომელიც ითვალისწინებს შეთანხმებული ობიექტის განაშენიანების ფართობის ცვლილებას 20%-ზე მეტად ან ამ ობიექტის ფუნქციის ცვლილებას, დაუშვებელია. ასეთ შემთხვევაში, მშენებლობის ნებართვის აღების პროცედურა დაწყებული უნდა იქნეს თავიდან, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. ასევე, განისაზღვრა გამონაკლისი, კერძოდ, განაშენიანების ფართობის ცვლილების შეზღუდვა არ ვრცელდება იმ შემთხვევაში, როდესაც მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის უფლებრივი ზონირების ცვლილებით დამკვეთს ერთმევა შესაძლებლობა, ზონის ცვლილებამდე დადგენილი ან კანონმდებლობით დადგენილი წესით მინიჭებული პარამეტრები აითვისოს მშენებლობის ნებართვის აღების პროცედურის თავიდან დაწყების გზით.

    2.  2019 წლის 5 ივლისის საქართველოს მთავრობის 318 დადგენილებით განხორციელდა ცვლილება „ტექნიკური რეგლამენტის „შენობა-ნაგებობის უსაფრთხოების წესების“ დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 28 იანვრის 41 დადგენილებაში, რომლის თანახმად, დადგენილების მოქმედება არ გავრცელდება იმ მრავალბინიან საცხოვრებელ სახლებზე, რომლებსაც უნებართვოდ ან სხვა მიზეზის შედეგად ნაწილობრივ დაშენების, მიშენების ან/და მანსარდის მოწყობის გამო დაკარგული აქვთ დასრულებული არქიტექტურული იერსახე და, იერსახის მოწესრიგების მიზნით, ერთიანი პროექტის საფუძველზე, უნდა გაიცეს დაშენების, მიშენების ან/და მანსარდის მოწყობაზე მშენებლობის ნებართვა.



    2019-07-15
  • თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურში გრძელდება ღია კონკურს სანებართვო განყოფილებების, საინჟინრო განყოფილებისა და სტრატეგული დაგეგმვის, მონიტორინგის და შეფასების განყოფილების  სპეციალისტების ვაკანტურ პოზიციებზე.

     

    I და II კლასის შენობა-ნაგებობების სანებართვო განყოფილების პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტი - 2 საშტატო ერთეული;

    ვაკანსიის N55659


    I და II კლასის შენობა-ნაგებობების სანებართვო განყოფილების მესამე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი - 1 საშტატო ერთეული;

    ვაკანსიის N55669

    ძველი თბილისის სანებართვო განყოფილების პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტი - 2 საშტატო ერთეული;

    ვაკანსიის N55672


    ძველი თბილისის სანებართვო განყოფილების მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი - 1 საშტატო ერთეული;

    ვაკანსიის N55671

    სტრატეგული დაგეგმვის, მონიტორინგის და შეფასების განყოფილების მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი - 1 საშტატო ერთეული;

    ვაკანსიის N55673

     

    საინჟინრო განყოფილების პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტი - 2  საშტატო ერთეული;

    ვაკანსიის N55677

    განცხადების წარმოდგენის ბოლო ვადაა 2019 წლის 04 აგვისტო.

     

    კონკურსში მონაწილეობისათვის სავალდებულოა, კანდიდატი დარეგისტრირდეს, საჯარო სამსახურის ბიუროს ვებგვერდზე - hr.gov.ge და ელექტრონულად წარმოადგინოს შესაბამისი დოკუმენტაცია, საკონკურსო მოთხოვნების შესაბამისად.

    კანდიდატები შეირჩევიან ქულათა სისტემის საფუძველზე, სპეციალურად შექმნილი კომისიის მიერ.

    თბილისის არქიტექტურის სამსახური მოუწოდებს ყველა კვალიფიციურ, გამოცდილების მქონე სპეციალისტს მიიღოს მონაწილეობა ღია კონკურსში და ჩაერთოს დედაქალაქის განვითარების პროცესში.

    2019-07-04
  • ​თბილისის მერიამ დაუმთავრებელ მშენებლობებთან დაკავშირებით განაცხადების მიღება დაიწყო.
    დეტალური ინფორმაცია იხილეთ შემდეგ ბმულზე
    2019-07-03
  • სსიპ - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახური სახელმწიფო სახანძრო ზედამხედველობისათვის მიკუთვნებულ ობიექტებში სახანძრო უსაფრთხოების მოთხოვნების შესრულების უზრუნველსაყოფად, სხვა ადმინისტრაციული ორგანოს სახით, რთავს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურს. აღნიშნულის საფუძველზე, მშენებლობის ნებართვის გაცემის პროცესის პირველ და მეორე სტადიაზე მონაწილეობას იღებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური.

    ინფორმაციის სახით გაცნობებთ, რომ
    საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურს აქვს სხვადასხვა სახის მომსახურებები, რომლებსაც შეგიძლიათ გაეცნოთ შემდეგ ლინკზე გადასვლით http://es.gov.ge/service. აღნიშნულ ლინკზე დეტალურად არის მოცემული ინფორმაცია სერვისებზე, მათ საფასურსა და ვადებზე, ასევე, მითითებულია საკონტაქტო ინფორმაციაც.
    2019-05-17
  •  გაცნობებთ, რომ 2019 წლის 26 აპრილიდან 2019 წლის 29 აპრილის ჩათვლით, სსიპ - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის ოფიციალური ვებ-გვერდი (www.tas.ge) მიუწვდომელი იქნება მომხმარებლებისთვის, ვინაიდან იგეგმება ტექნიკური სამუშაოების ჩატარება. გთხოვთ, განცხადებების წარდგენის დროს აღნიშნული მიიღოთ მხედველობაში.  
    2019-04-25
  • 2019 წლის 21 მარტის საქართველოს მთავრობის №142 დადგენილებით „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილებაში განხორციელდა ორი მნიშვნელოვანი ცვლილება: 

     

    1.       მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილების 62-ე მუხლის თანახმად, „განხორციელებული მშენებლობის დადასტურებისნომენკლატურით სამსახურში ხდებოდა ისეთი დასრულებული ობიექტების განხორციელებული მშენებლობის დასაშვებობის დასადასტურებლად წარმოდგენა, რომელთაც უარი ქონდათ ნათქვამი ექსპლუატაციაში მიღებაზე. აღნიშნულ დადგენილებაში შეტანილი ცვლილების თანახმად, უქმდება უკვე განხორციელებული მშენებლობის ქალაქგეგმარებით მოთხოვნებთან შესაბამისობის და მისი დასაშვებობის დადასტურების შესაძლებლობა. დარღვევით განხორციელებული მშენებლობის შემთხვევაში, ამ დარღვევების კანონმდებლობით განსაზღვრულ ნორმებთან შესაბამისობაში მოყვანის მიზნით საკითხზე მსჯელობა შესაძლებელი იქნება მხოლოდ შეთანხმებული სამშენებლო დოკუმენტის ცვლილების კუთხით, რომლის დროსაც სამსახურში კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა დოკუმენტაციასთან ერთად წარმოდგენილი უნდა იქნას შეთანხმებული არქიტექტურული პროექტის დარღვევისათვის გამოცემული აქტი და დაკისრებული ჯარიმის გადახდის ქვითრი.

     

    2.       „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილებაში განხორციელებული ცვლილების თანახმად, მკაფიოდ განისაზღვრა თუ რა სახის ცვლილების განხორციელებაა შესაძლებელი არქიტექტურული პროექტის კორექტირებით და რა შემთხვევაში უნდა დაიწყოს თავიდან მშენებლობის ნებართვის აღების პროცედურა, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, კერძოდ: სამშენებლო დოკუმენტის იმგვარი ცვლილება, რომელიც ითვალისწინებს შეთანხმებულ ობიექტზე ახალი სართულ(ებ)ის დაშენებას, ობიექტის განაშენიანების ფართობის ცვლილებას 20 პროცენტზე მეტად, ან ამ ობიექტის ფუნქციის ცვლილებას, შეთანხმებული პროექტის კორექტირების გზით აკრძალულია. თუ დამკვეთს სურს უკვე შეთანხმებული ობიექტის არქიტექტურულ პროექტში იმგვარი ცვლილების შეტანა, რომელიც ითვალისწინებს ახალი სართულ(ებ)ის დაშენებას, ობიექტის განაშენიანების ფართობის ცვლილებას 20 პროცენტზე მეტად, ან ამ ობიექტის ფუნქციის ცვლილებას, საჭიროა მან ნებართვის გაცემის პროცედურა დაიწყოს პირველი სტადიიდან, მოითხოვოს მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობები მოთხოვნის დროისათვის მოქმედი ნორმების/რეგლამენტების შესაბამისად და დაასრულოს ნებართვის გაცემის პროცედურა ამ კანონმდებლობის შესაბამისად, თუ ამის საშუალებას იძლევა თავად სამშენებლო ობიექტი.

    2019-04-01
  • დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალურ გეგმაზე მომუშავე ჯგუფის- „სითი ინსტიტუტი საქართველოს“ მიერ წარმოდგენილი განახლებული მასალები.
    2019-03-22
  • თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახური აცხადებს ღია კონკურსს 6 ვაკანტურ პოზიციაზე:


    I
    და II კლასის შენობა-ნაგებობების სანებართვო განყოფილების უფროსი სპეციალისტი. 1 (ერთი) ვაკანსია:  

    ვაკანსიის N54605  

    I და II კლასის შენობა-ნაგებობების სანებართვო განყოფილების უფროსი სპეციალისტი. 2 (ორი) ვაკანსია:

    ვაკანსიის N54604 

    ძველი თბილისის სანებართვო განყოფილება უფროსი სპეციალისტი. 1 (ერთი) ვაკანსია:  

    ვაკანსიის N54607  

    ძველი თბილისის სანებართვო განყოფილება უფროსი სპეციალისტი. 1 (ერთი) ვაკანსია:  

    ვაკანსიის N54608  

    ძველი თბილისის სანებართვო განყოფილება უფროსი სპეციალისტი. 1 (ერთი) ვაკანსია:  

    ვაკანსიის N54606 

     

    კონკურსში მონაწილეობისათვის სავალდებულოა, კანდიდატი დარეგისტრირდეს, საჯარო სამსახურის ბიუროს ვებგვერდზე - hr.gov.ge და ელექტრონულად წარმოადგინოს შესაბამისი დოკუმენტაცია, საკონკურსო მოთხოვნების შესაბამისად.

    განცხადების წარმოდგენის ბოლო ვადაა 2019 წლის 30 მარტი.

    კანდიდატები შეირჩევიან ქულათა სისტემის საფუძველზე, სპეციალურად შექმნილი კომისიის მიერ.

    თბილისის არქიტექტურის სამსახური მოუწოდებს ყველა კვალიფიციურ, გამოცდილების მქონე სპეციალისტს მიიღოს მონაწილეობა ღია კონკურსში და ჩაერთოს დედაქალაქის განვითარების პროცესში



    2019-03-21
  • საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში, კერძოდ, ნებართვის გაცემის I სტადიაზე (მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების დამტკიცება) და II სტადიაზე (არქიტექტურული პროექტის, კონსტრუქციული ან/და ტექნოლოგიური სქემის შეთანხმება) სავალდებულოა განმცხადებლის მიერ წარმოდგენილ იქნეს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურში, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ტრანსპორტის საქალაქო სამსახურში, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება − საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში გასაგზავნი დოკუმენტაცია, რისი წარმოდგენაც, ხშირ შემთხვევაში, არ ხდება არც განაცხადის რეგისტრაციისას და არც სამსახურის მიერ განაცხადის რამოდენიმეჯერ დახარვეზების შემდგომ. აქედან გამომდინარე, მშენებლობის ნებართვის გაცემის შესაბამის სტადიაზე, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურში, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ტრანსპორტის საქალაქო სამსახურში ან საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება − საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში წარსადგენი რომელიმე დოკუმენტის წარმოუდგენლობის შემთხვევაში, სამსახურის მიერ მიღებული პირველი შუალედური გადაწყვეტილებით განმცხადებელს მოეთხოვება ზემოაღნიშნული დოკუმენტაციის წარმოდგენა და იმ შემთხვევაში, თუ განმცხადებლის მიერ საერთოდ არ იქნება წარმოდგენილი რომელიმე დოკუმენტი (ერთი მათგანი მაინც), განცხადებაზე მიღებული მეორე გადაწყვეტილებით ეს განცხადება დარჩება განუხილველი.

    2019-03-18
  • თბილისის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმა დამტკიცებულია. გადაწყვეტილება დედაქალაქის საკრებულომ 37 ხმით 4-ის წინააღმდეგ მიიღო.

    დოკუმენტზე ერთწლიანი ინტენსიური მუშაობის შედეგად:

    გენგეგმის დოკუმენტი გახდა აღსრულებადი;

    ზონირების ბალანსის ფარგლებში დაზუსტდა სამშენებლო და არასამშენებლო ტერიტორიები;

    დაზუსტდა გეგმარებითი შეზღუდვები მეწყერსაშიში ზონებისთვის, ხევების, სასაფლაოების, კოლექტორების და შეტბორვის არეალებისთვის, ასევე, იდენტიფიცირდა გეოდინამიკური საფრთხეების არეალები;

    მკაფიოდ განისაზღვრა ლანდშაფტური ზონის არეალები და ზონირებას დაემატა სატყეო ზონა. ასევე, აღდგა ისტორიული ლანდშაფტის დაცვის ზონა;

    დაზუსტდა მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის განხორციელებისათვის პროექტების და კვლევების სამოქმედო გეგმა, ქალაქგეგმარების, ეკონომიკის, ლანდშაფტის და ტრანსპორტის მიმართულებით;

    გარდა ამისა, ადრე წარმოდგენილ განახლებულ გენგეგმაში საკამათო იყო ტრანსპორტის საკითხები, გამომდინარე იქიდან, რომ შემოთავაზებული წინადადებები ატარებდა ზედაპირულ ხასიათს და არ ეფუძნებოდა ძირეულ კვლევებს. ვინაიდან მცირე დროში შეუძლებელი იქნებოდა მაშტაბური კვლების ჩატარება, მუნიციპალიტეტმა მიმართა აზიის განვითარების ბანკს დახმარებისთვის, რომელთან მჭიდრო თანამშრომლობით გამოცხადდება კონკურსი და დაიწყება მდგრადი სატრანსპორტო მობილობის გეგმაზე მუშაობა, რომელიც თავისი შინაარსით კომპლექსური დოკუმენტი იქნება;

    გაიწერა შემდეგი ეტაპის ქალაქმშენებლობითი დოკუმენტების პროგრამა და შეიქმნა შესაბამისი რუკა, სადაც მონიშნულია ის ტერიტორიები, რომლებზეც უნდა დამუშავდეს გარემოს დაცვითი კვლევები და განაშენიანების რეგულირების გეგმები;

    გენგეგმის ფარგლებში მსხვილი საქალაქო პარკის მოსაწყობად შეირჩა 4 ტერიტორია, (ზღვის უბნის პარკი, დიღმის ჭალები, ვაზისუბნის პარკი და დირსი ჭალის პარკი) აქედან ორზე (დიღმის ჭალები და ზღვის უბნის პარკი) მუნიციპალიტეტმა უკვე დაიწყო მუშაობა;

    ქალაქის მასშტაბით დამტკიცებული განაშენიანების რეგულირების გეგმებიდან შვიდს განესაზღვრა სარევიზიოს, ხოლო ოთხს ქალაქის განაშენიანებისთვის შეუსაბამოს სტატუსი;

    ტექნიკური თუ სხვაგვარი უზუსტობების თვალსაზრისით, განხორციელდა 7 თემატური რუკის რევიზია და ძირითადი ზონირების რუკის კორექტირება. მოგეხსენებათ გენგეგმის ახალ დოკუმენტში რიგ არეალებში გამქრალი იყო ქალაქის შიდა გამწვანებული სივრცეები, ამ მიმართულებით დამუშავდა და შეიქმნა თბილისის გამწვანებული ტერიტორიების რუკა.

    ასევე, გადამუშავდა განაშენიანების რეგულირების წესები. რომლის მიხედვითაც ქალაქში იკრძალება განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტის კ2-ის მატება. კ2 კოეფიციენტებს ადგენს გენგეგმის უფლებრივი ზონირების რუკა, რომელიც საზღვრავს შენობა-ნაგებობების მაქსიმალურ ინტენსიობას (შენობა-ნაგებობების სართულების ჯამურ ფართობს). ამ აკრძალვით მესაკუთრეებს არ შეეძლებათ მიმართონ მუნიციპალიტეტს გენგეგმით დადგენილი მაქსიმალური კოეფიციენტის მომატების თაობაზე.
    2019-03-18
    • 2018 წლის 29 და 30 დეკემბერს, სსიპ - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის ოფიციალური ვებ-გვერდი (www.tas.ge) მიუწვდომელი იქნება მომხმარებლებისთვის, ვინაიდან იგეგმება ელექტრონულ სისტემაში კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერის და კვალიფიციური ელექტრონული შტამპის მოდულის ინტეგრაცია.

    • 2018 წლის 31 დეკემბრიდან ელექტრონული დოკუმენტბრუნვის სისტემაში განცხადების განსათავსებლად მომხმარებლის მიერ საჭირო იქნება ელექტრონული ხელმოწერის განხორციელება. აღნიშნულისთვის აუცილებელია მომხმარებელს, ID ბარათთან ერთად, ჰქონდეს ID ბარათის ელექტრონული წამკითხველი.

    • ელექტრონული ხელმოწერის განხორციელება, ასევე, საჭირო იქნება 2018 წლის 31 დეკემბრამდე დარეგისტრირებულ და 2018 წლის 31 დეკემბრის შემდგომ სამსახურში შემობრუნებულ განცხადებებზე.

    • პირადობის ელექტრონული მოწმობის უნივერსალური პროგრამის ჩამოტვირთვა და დაინსტალიერება შესაძლებელია შემდეგი ბმულის გამოყენებით https://id.ge/download/#unitool.

    • სსიპ - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის ოფიციალური ვებ-გვერდზე (www.tas.ge) შესასვლელად აუცილებელია Google Chrome ბრაუზერის გამოყენება.

    • განაცხადის ველების შევსების შემდგომ გადაგზავნის ღილაკზე დაჭერისას ხშირ შემთხვევაში შესაძლებელია დაფიქსირდეს შეცდომა და არ გადმოიგზავნოს განცხადება. ამის მიზეზი შესაძლებელია იყოს ბრაუზერის ისტორიაში (cache) ძველი ინფორმაციის დამახსოვრება. აღნიშნული პრობლემის აღმოსაფხვრელად აუცილებელია ბრაუზერის ისტორიის (cache) გაწმენდა. იხილეთ თანდართული ფაილი.

    • რეგისტრირებული ელექტრონული განცხადების შემთხვევაში, „შეტყობინებები“-ს ველის მეშვეობით ფაილის მიბმა და გადმოგზავნა შესაძლებელი აღარ იქნება. დასაშვები იქნება მხოლოდ ტექნიკური ხასიათის შეტყობინების განხორციელება, რაც არ მოიცავს მოთხოვნის დაყენებას და სხვა არატექნიკური ხასიათის შეტყობინებებს.
    2018-12-24
  • ​2018 წლის 22 ნოემბერს, სხვადასხვა მობილური ოპერატორის ნომრებზე მივიდა მოკლე ტექსტური შეტყობინება, სახელწოდებით - ARQITEQTURA. სარეკლამო ხასიათის შეტყობინებით, მოქალაქეები სამშენებლო, ადმინისტრაციულ და სამოქალაქო საქმეებთან, ასევე, იურიდიულ და საკონსულტაციო მომსახურებასთან დაკავშირებით შეთავაზებას იღებდნენ

    შეტყობინების სათაურმა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის მომხმარებელთა ნაწილში გაურკვევლობა გამოიწვია. შესაბამისად, განვმარტავთ, რომ აღნიშნული რეკლამის შინაარსთან და გამავრცელებელ კომპანიასთან თბილისის მერიის არქიტექტურის სამსახურს არანაირი კავშირი არ ჰქონია.

    მოვუწოდებთ კომპანიის წარმომადგენლებს, სარეკლამო შეტყობინების გავრცელების შემთხვევაში, ნუ გამოიყენებენ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის იდენტურ სახელწოდებას, რათა მომავალში მსგავსი გაუგებრობა თავიდან ავიცილოთ.

     


    2018-11-27
  • დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალურ გეგმაზე მომუშავე ჯგუფის- „სითი ინსტიტუტი საქართველოს“ მიერ წარმოდგენილი განახლებული მასალები.
    2018-11-19
  • ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახური აცხადებს სტაჟიორთა კონკურსს.

    კანდიდატები სტაჟირებას გაივლიან შემდეგ განყოფილებებში:

    ·         I და II კლასის შენობა-ნაგებობების სანებართვო განყოფილება;

    ·         III და IV კლასის შენობა-ნაგებობების სანებართვო განყოფილება;

    ·         ძველი თბილისის სანებართვო განყოფილება;

    ხანგრძლივობა: 3 თვე
    სამუშაო საათები: სრული

    სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი
    სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი
    , შარტავას . №7

    კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ არქიტექტურის ფაკულტეტის კურსდამთავრებულებს ან მაგისტრატურის სტუდენტებს.

    სტაჟირების პროგრამა მიზნად ისახავს თბილისის არქიტექტურის სამსახურში მაღალკვალიფიციური საკადრო რესურსის შექმნას. სტაჟირების პროგრამის წარმატებით დასრულების შემთხვევაში, კანდიდატები დასაქმდებიან არქიტექტურის სამსახურში.

    კონკურსში მონაწილეობის მისაღებად, დაინტერესებულმა კანდიდატებმა გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე (CV) შემდეგი ელ. ფოსტის მისამართზე: architect@tbilisi.gov.ge  გთხოვთ, ელ.ფოსტის სათაურის ველში (subject) მიუთითოთ - სტაჟირება.

    კითხვების არსებობის შემთხვევაში, შეგიძლიათ, დაგვირეკოთ: 574738108

    გისურვებთ წარმატებას!



    2018-11-05
  • ​თბილისის მერი კახა კალაძე სამშენებლო სფეროს წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრაზე ძირითადი ყურადღება ქალაქში არსებულ დაუსრულებელ მშენებლობებსა და ამ მიმართულებით არსებული პრობლემების მოგვარების გზებზე გამახვილდა.

    სამშენებლო სექტორის წარმომადგენლებთან შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა და მათ მერიის წარმომადგენლების მხრიდან ინფორმაცია ყველა მნიშვნელოვან საკითხზე მიიღეს.

    როგორც კახა კალაძემ აღნიშნა, დაინტერესებულ კომპანიებს მერიის მხრიდან მაქსიმალური თანადგომა ექნებათ, რათა შეჩერებული მშენებლობები დასრულდეს და ის პრობლემები, რომლებსაც მსგავსი ობიექტები ქმნიან, დროულად მოგვარდეს.

    „დაინტერესებულ კომპანიებს მაქსიმალურად დავუჭერთ მხარს, რათა დედაქალაქში შეჩერებული მშენებლობები დასრულდეს და ის პრობლემები, რომლებსაც ასეთი ობიექტები ქმნიან, მათ შორის, ქალაქის იერსახის დამახინჯებისა და ანტისანიტარიის თვალსაზრისით, დროულად მოგვარდეს“, - განაცხადა კახა კალაძემ.

    დედაქალაქის მერმა სამშენებლო კომპანიების წარმომადგენლებს ქალაქში ურბანული თვალსაზრისით არსებული პრობლემების მოგვარების პროცესში ჩართულობისთვის მადლობა გადაუხადა. მისი თქმით, იმ ამოცანების გადასაჭრელად, რაც ქალაქის წინაშე დგას, სამშენებლო სექტორის წარმომადგენლების როლი მნიშვნელოვანია.

    შეხვედრაზე საუბარი ასევე, შეეხო ე.წ. ხრუშჩოვკების ჩანაცვლების პროექტს. თბილისის მერმა აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, სამშენებლო სფეროს წარმომადგენლების მოსაზრებები მოისმინა.

    „სამშენებლო სფეროს წარმომადგენლებს ის შედეგები გავაცანით, რაც სამშენებლო სექტორში გვაქვს და რა მიმართულებითაც მივდივართ. ასევე, მივაწოდეთ ინფორმაცია, რომ აღნიშნულ პროცესში მათი ჩართულობა კარგი იქნება. გარდა ამისა, ვისაუბრეთ ავარიული შენობების, ე.წ. ხრუშჩოვკების ჩანაცვლების საკითხზე, რაც ასევე ძალიან აქტუალურია“, - განაცხადა თბილისის მერის მოადგილე ილია ელოშვილმა.

    თბილისის მერთან ერთად, შეხვედრას ვიცე-მერი ირაკლი ხმალაძე, მერის მოადგილე მაია ბითაძე, ასევე, ურბანული განვითარებისა და არქიტექტურის საქალაქო სამსახურების უფროსები ესწრებოდნენ.

    2018-09-26
  • დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალურ გეგმაზე მომუშავე ჯგუფის- „სითი ინსტიტუტი საქართველოს“ მიერ წარმოდგენილი განახლებული მასალები.

    იხილეთ მასალები
    2018-07-04
  • დღეს მნიშვნელოვანი დღეა თბილისის მერიისთვის და მნიშნელოვანი დღეა მთლიანად თბილისისთვის.

    ხანგრძლივი დისკუსიის, პროფესიული განხილვებისა და მრავალი ადამიანის დაუღალავი შრომის შედეგად, დღეს დასრულდა თბილისის მიწათსარგებლობის გენერალურ გეგმაზე მუშაობა.

    ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტმა და „სითი ინსტიტუტმა“ დაასრულეს ძირითადი სამუშაო პროცესი და დოკუმენტი მზად არის შემდგომი განხილვებისთვის საკრებულოში გადასაგზავნად, რისთვისაც, პირველ რიგში, მადლობა მინდა გადავუხადო ყველა იმ ადამიანს, რომელიც ბოლო კვირების და თვეების მანძილზე ენერგიას არ იშურებდა ამ მეტად მნიშვნელოვანი საქმის წარმატებით დასრულებისათვის და 24-საათიან რეჟიმში უწევდა მუშაობა.

    დოკუმენტის უმთავრესი ხაზი - მწვანე, შეკავშირებული, კომპაქტური და მედეგი ქალაქის კონცეფცია თავიდანვე დადებითად იყო შეფასებული დედაქალაქის მერიის მხრიდან და შესაბამისად, ცხადია, სრულად იქნა გაზიარებული.

    მოგეხსენებათ, თბილისის მუნიციპალიტეტის და პროფესიული წრეების წარმომადგენელთა დიდი ნაწილის პოზიცია კონცეფციასთან მიმართებაში ყოველთვის იყო დადებითი, მაგრამ ის ჯერ კიდევ არ იყო გამყარებული სრულყოფილი, აღსრულებადი დოკუმენტით.

    ჩვენ არაერთი შენიშვნა გვქონდა ამ დოკუმენტში მოყვანილი მოსაზრებების განხორციელების გზებზე, ეტაპებზე, საკუთრების საკითხებზე, რუკის დახვეწაზე, ზონირების საკითხის კანონმდებლობასთან შესაბამისობაში მოყვანაზე და არაერთ სხვა თემაზე, რომელიც წერილობითი სახით იყო წარდგენილი გენგეგმაზე მომუშავე ჯგუფის წინაშე და მედიაშიც არაერთხელ იყო განხილვის საგანი.

    თუმცა, ერთობლივი მუშაობით, საერთო ძალისხმევით - “სითი ინსტიტუტის”, თბილისის მერიის შესაბამისი სამსახურების და პროფესიული წრეების წარმომადგენლების ჩართულობით, ყველა ეს ხარვეზი მაქსიმალურად იქნა გათვალისწინებული და აღმოფხვრილი.

    დაიხვეწა და კანონმდებლობასთან შესაბამისობაში მოვიდა ზონირების საკითხები; დაიხვეწა რუკა, დატანილი იქნა გაცემული სამშენებლო ნებართვები და გრგ-ები, შეიქმნა თემატური რუკები, რომელშიც აისახა შიდა საუბნო გამწვანებები, ხაზობრივი ნაგებობები; დაზუსტდა ქონებრივი საკითხების გადაწყვეტის გზები, მესაკუთრეთა უფლებების მაქსიმალური გათვალისწინებით;

    უზრუნველყოფილი იქნა შეზღუდვის ქმედითი ინსტრუმენტების დანერგვა, ქაოტური განაშენიანებისა და გეოლოგიური (გეოდინამიკური) თვალსაზრისით საფრთხის შემცველი არეალების სამშენებლოდ განვითარებისთვის. იქ მოცემულია, რომ მაქსიმალური ყურადღებით უნდა მოხდეს კვლევების ჩატარება და შემდეგ უკვე გადაწყვეტილებების მიღება. ეს არეალებია ჟვანიას ქუჩის ნაწილი, ვერეს ხეობა, გლდანის ტბის მიმდებარე ტერიტორია და სხვა.

    აღსანიშნავია, რომ წარმოდგენილ გენგეგმაში, გათვალისწინებულია 4 ახალი საქალაქო პარკის პროექტირება-მოწყობა და 11 განაშენიანების ჩარჩო გეგმა (მაგალითად: ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორია, დიღომი, თბილისის ზღვა და ა.შ.).

    ასევე, შეიქმნა და დაზუსტდა პროექტების და კვლევების სამოქმედო გეგმა, ისეთი მნიშვნელოვანი მიმართულებებით, როგორიცაა ურბანული განვითარება, კულტურული მემკვიდრეობის დაცვა, სატრანსპორტო სისტემის მოწესრიგება, ამ მიმართულებითაც გვქონდა ჩვენ შენიშვნები და გათვალისწინებული იქნა. გარემოს დაცვა, ეკონომიკური განვითარება, ინფრასტრუქტურის მოწყობა და ყველა სხვა, ჩვენი ქალაქისთვის მნიშვნელოვანი მიმართულება.

    ამ დოკუმენტში არის პასუხი, ჩვენი ქალაქის პრაქტიკულად ყველა ძირითად გამოწვევაზე.

    რა თქმა უნდა, ძალიან მცდარია წარმოდგენა, რომ გენგეგმის მიღება ერთი ხელის მოსმით გადაწყვეტს ჩვენი ქალაქის ყველა პრობლემას. ამ ეტაპისთვის „სითი ინსტიტუტთან“ თანამშრომლობით მიღწეული შედეგი მერიისთვის მისაღებია. ამ გენერალურმა გეგმამ მაქსიმალურად მიიღო ისეთი სახე, რომ მიახლოებულია სპეციალისტების, მოსახლეობის ინტერესებთან და მორგებულია რეალობას. ჩვენ ათეული წლებია, თბილისის განაშენიანების პროცესი გვქონდა მიშვებული და დღეს დედაქალაქში მძიმე მემკვიდრეობა გვაქვს. წარმოდგენილი დოკუმენტი, რომელიც შემდგომი პროცედურებისთვის გადაეცემა საკრებულოს, არის ის კარკასი, ის საბაზისო მოცემულობა, რომელიც ჩვენც და თბილისის მომავალ მთავრობებს მისცემს რეალურ საშუალებას დედაქალაქის არსებული მდგომარეობიდან გამოყვანის პროცესი წარმატებით მიმართოს სრულყოფილი, თანამედროვე ქალაქის ფორმირებისკენ.

    2018-07-04
  • სასტუმრო  „ქორთიარდ მარიოტში“ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის სერვისების მიწოდების რეფორმის შუალედური შედეგების პრეზენტაცია გაიმართა. წარმომადგენლობით ღონისძიებას თბილისის არქიტექტურის სამსახურის უფროსი თემურ ბოლოთაშვილი, გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ხელმძღვანელის მოადგილე ნათია ნაცვლიშვილი, ინოვაციებისა და რეფორმების ცენტრის დირექტორი ნატო გაგნიძე, საჯარო უწყებების, არასამთავრობო ორგანიზაციების, ბიზნეს კომპანიებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

    როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, არქიტექტურის სამსახურის სერვისების მიწოდების რეფორმას  საფუძვლად დაედება ამ სფეროში არსებული პრობლემებისა და გამოწვევების შეფასება და შესაბამისი რეკომენდაციები, რომელიც  „ინოვაციებისა და რეფორმების ცენტრის“ ექსპერტებმა, გაეროს განვითარების პროგრამისა (UNDP) და დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს მთავრობის UK aid-ის მხარდაჭერით მოამზადეს.

    პროექტი “საჯარო სერვისის ხარისხიანი მიწოდების პრაქტიკის დანერგვა ადგილობრივი თვითმმართველობის კონტექსტში“, მიზნად ისახავს არქიტექტურის სამსახურის ფორმირებას ეფექტიან სერვისის მიმწოდებელ სტრუქტურად. პროექტი 2017 წლის დეკემბერში დაიწყო 2018 წლის ბოლოს დასრულდება.

    თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის უფროსის, თეიმურაზ ბოლოთაშვილის თქმით, დედაქალაქის მერიის არქიტექტურის სამსახური მუნიციპალური მომსახურების ერთ-ერთი მსხვილი მიმწოდებელია საქართველოში, რომელსაც ყოველდღიურად, საშუალოდ 200-მდე მოქალაქე მიმართავს. 

    „მიმდინარე რეფორმის ფარგლებში განვახორციელეთ სამსახურის სტრუქტურული ოპტიმიზაცია, ვნერგავთ თანამშრომელთა შეფასებისა და მონიტორინგის სისტემას. ამ პროცესში გამოვლინდა ყველა ის საჭიროება, რომელიც ორიენტირებული იქნება მომხმარებელთა მომსახურების გამარტივებასა და ხარისხის ამაღლებაზე. რეფორმის ამ ეტაპზე მეტად მნიშვნელოვანია პარტნიორების მხარდაჭერა და მათი რეკომენდაციები,“- აღნიშნა არქიტექტურის სამსახურის უფროსმა.

    ინოვაციებისა და რეფორმების ცენტრის დირექტორმა ნატო გაგნიძემ დეტალურად აღწერა ის ცვლილებები, რომლებიც ცენტრის მიერ შემუშავებული რეკომენდაციებითაა გათვალისწინებული. 

    „ჩვენი რეკომენდაციები ეყრდნობა თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის ყველაზე მოთხოვნადი სერვისების ანალიზს, მათ შორის არქიტექტურული პროექტის შეთანხმებას და მშენებლობის ნებართვის გაცემას. ჩვენს მიერ შეთავაზებული რეფორმა მიზნად ისახავს სერვისების მიწოდების მოდელის განვითარებას იმ ტექნიკისა და მიდგომების გამოყენებით, რომელიც აღიარებულია, როგორც კარგი პრაქტიკა საჯარო სერვისების განვითარების სფეროში. დაგეგმილი ცვლილებები ეფუძნება მომხმარებელზე ფოკუსირებულ მიდგომას, რაც არის გადამწყვეტი სერვისის ხარისხიანი მიწოდების უზრუნველსაყოფად. მონიტორინგისა და შეფასების ინსტრუმენტების დანერგვა, ადამიანური რესურსების მართვის გაუმჯობესება, ხარისხის უზრუნველყოფის ხელშემწყობი მექანიზმების დანერგვა, ფაქტებზე დაფუძნებული გადაწყვეტილების მიღების პროცესის ხელშეწყობა, სტანდარტიზებული საოპერაციო პროცედურების შემუშავება და საინფორმაციო ტექნოლოგიების უკეთ გამოყენება, ეს არის ის ამოცანები რომელიც უნდა შესრულდეს - განაცხადა ნატო გაგნიძემ.

    2018-06-21
  • თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახური აცხადებს ღია კონკურსს 9 ვაკანტურ პოზიციაზე:

      III და IV კლასის შენობა-ნაგებობების სანებართვო განყოფილების უფროსი სპეციალისტი. 2 (ორი) ვაკანსია:
      

    ვაკანსიის N 50297- https://www.hr.gov.ge/JobProvider/UserOrgVaks/Details/50297?active=1

    ვაკანსიის N 50164- https://www.hr.gov.ge/JobProvider/UserOrgVaks/Details/50164?active=1



      I და II კლასის შენობა-ნაგებობების სანებართვო განყოფილების უფროსი სპეციალისტი. 1 (ერთი) ვაკანსია:  

    ვაკანსიის N 50163- https://www.hr.gov.ge/JobProvider/UserOrgVaks/Details/50163?active=1


      საინჟინრო განყოფილების უფროსი სპეციალისტი. 5 (ხუთი) ვაკანსია: 



    ვაკანსიის N 50161- https://www.hr.gov.ge/JobProvider/UserOrgVaks/Details/50161?active=1

    ვაკანსიის N 49880- https://www.hr.gov.ge/JobProvider/UserOrgVaks/Details/49880?active=1

    ვაკანსიის N 49878- https://www.hr.gov.ge/JobProvider/UserOrgVaks/Details/49878?active=1

    ვაკანსიის N 49881- https://www.hr.gov.ge/JobProvider/UserOrgVaks/Details/49881?active=1

    ვაკანსიის N 49876- https://www.hr.gov.ge/JobProvider/UserOrgVaks/Details/49876?active=1


      საპროექტო განყოფილების უფროსი სპეციალისტი. 1 (ერთი) ვაკანსია:  

    ვაკანსიის N 49882- https://www.hr.gov.ge/JobProvider/UserOrgVaks/Details/49882?active=1


     კონკურსში მონაწილეობისათვის სავალდებულოა, კანდიდატი დარეგისტრირდეს, საჯარო სამსახურის ბიუროს ვებგვერდზე - hr.gov.ge და ელექტრონულად წარმოადგინოს შესაბამისი დოკუმენტაცია, საკონკურსო მოთხოვნების შესაბამისად.

     განცხადების წარმოდგენის ბოლო ვადაა 2018 წლის 15 ივნისი.

     კანდიდატები შეირჩევიან ქულათა სისტემის საფუძველზე, სპეციალურად შექმნილი კომისიის მიერ.

     თბილისის არქიტექტურის სამსახური მოუწოდებს ყველა კვალიფიციურ, გამოცდილების მქონე სპეციალისტს, მიიღოს მონაწილეობა ღია კონკურსში და ჩაერთოს დედაქალაქის განვითარების პროცესში. 

     დეტალური ინფორმაცია იხილეთ: hr.gov.ge.

    2018-06-11
  • პრაქტიკაში ხშირია შემთხვევები როდესაც მესამე პირები მომართავენ სამსახურს და სამსახურის ოფიციალური ვებგვერდის (www.tas.ge) მეშვეობით (ელექტრონული განცხადებები - საჯარო ინფორმაციის გამოთხოვა - შეტყობინება არქიტექტურულ ობიექტზე) ითხოვენ კონკრეტულ მიწის ნაკვეთზე მესაკუთრის/მოსარგებლის მიერ მიწის ნაკვეთის სამშენებლო განვითარების მიზნით წარმოდგენილ განაცხადთან დაკავშირებით ზეპირი მოსმენის სხდომის ჩატარებას, მათი მოსაზრებების მოსმენას და შესაბამისად, ადმინისტრაციულ წარმოებაში დაინტერესებულ პირად ჩართვას.

    უმრავლეს შემთხვევებში, მსგავსი მოთხოვნა არის დაუსაბუთებელი, ზეპირი მოსმენის სხდომის ჩატარების შედეგადაც კი არ დგინდება, თუ რა გავლენას ახდენს შესათანხმებელი სამშენებლო სამუშაოები ამ პირების კანონით დაცულ ინტერესებზე. შესაბამისად, ზეპირი მოსმენის სხდომების ჩატარება იწვევს მხოლოდ ადმინისტრაციული წარმოების გაჭიანურებას, რაც გავლენას ახდენს ნებართვის მაძიებლის კანონიერ ინტერესებზე.

    იმისათვის, რომ მომავალში დაცული იქნას როგორც ნებართვის მაძიებლის, ასევე, იმ პირების ინტერესები, რომელთა კანონით დაცულ ინტერესებზე პირდაპირ და უშუალო გავლენას ახდენს სამშენებლო სამუშაოები, საჭიროა მესამე პირების მიერ წარმოდგენილ შეტყობინებაში ნათლად და გარკვევით დაფიქსირდეს რატომ ეწინააღმდეგება მესამე პირი კონკრეტულ სამშენებლო სამუშაოებს (რა ნორმებს ეწინააღმდეგება შესათანხმებელი სამშენებლო სამუშაოები) და რა ზიანი ადგება განსახორციელებელი სამშენებლო სამუშაოებით. საჭიროების შემთხვევაში, მესამე პირის მიერ, ასევე, წარმოდგენილ უნდა იქნას მის მიერ დაფიქსირებული გარემოებების დამადასტურებელი შესაბამისი დოკუმენტაცია.

    სამსახური მიწის ნაკვეთის სამშენებლო განვითარების თაობაზე წარმოდგენილი კონკრეტული განცხადების განხილვისას, ასევე, განიხილავს ამ ობიექტთან დაკავშირებით მესამე პირის მიერ წარმოდგენილ შეტყობინებასაც, ზეპირი მოსმენის სხდომის ჩატარების გარეშე. რის შედეგადაც, სამსახური იღებს კანონმდებლობის შესაბამის გადაწყვეტილებას ყველა დაინტერესებული პირის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტებისა და გარემოებების ურთიერთშეჯერების საფუძველზე.

    2018-05-14
  • დედაქალაქის მერიაში მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომა გაიმართა, რომლის დაწყებამდე თბილისის მერმა კახა კალაძემ რამდენიმე მნიშვნელოვანი განცხადება გააკეთა.

    კახა კალაძის თქმით, 10 მაისიდან არქიტექტურის სამსახურში მომსახურების ახალი სტანდარტი დაინერგება, რომელიც სამსახურში არსებული სისტემური ხარვეზების აღმოფხვრისკენ იქნება მიმართული.

    როგორც დედაქალაქის მერი აღნიშნავს, უკვე შექმნილია კონკრეტული ინსტრუმენტები არსებული სისტემური პრობლემების დასაძლევად.

    „დღეს მინდა ვისაუბრო არქიტექტურის სამსახურში არსებულ გამოწვევებზე, რომლის ადრესატები, ძირითადად, ბიზნეს სექტორი და არქიტექტურის სფეროში მომუშავე ადამიანები არიან. ჩვენ მიერ გამოვლენილია ყველა ის პრობლემური საკითხი, რომელიც მათ აწუხებთ, ყველა ის მიზეზი, რომელიც ამ პრობლემების გამომწვევია და შექმნილია კონკრეტული ინსტრუმენტები და მექანიზმები მათ დასაძლევად“, - განაცხადა თბილისის მერმა.

    კახა კალაძემ იმ კონკრეტულ ხარვეზებზე ისაუბრა, რომელიც არქიტექტურის სამსახურის მუშაობას აფერხებდა.

    „ეს იყო მომსახურების ვადების სისტემატური დარღვევა, არაერთგვაროვანი გადაწყვეტილებები, ერთი და იგივე საკითხის რამდენჯერმე დახარვეზება, თუმცა უნდა ვთქვათ, რომ პრობლემების დიდი ნაწილი მოგვარებულია, ნაწილი მოგვარების პროცესშია. ახალი სტანდარტის დანერგვით დავიწყებთ იმ ხარვეზებისა და სისტემური პრობლემების აღმოფხვრას, რომლებიც არსებობს როგორც საშემსრულებლო, ისე მენეჯმენტის რგოლში. ჩვენ თვალს არასოდეს დავხუჭავთ იმ პრობლემებზე, რომელიც საქალაქო სამსახურებში არსებობს და ჩვენი ყველა გადადგმული ნაბიჯი მიმართული იქნება იმისკენ, რომ ყველა ეს სერვისი გაუმჯობესდეს და ყველა ის გამოწვევა, რომელიც არსებობს, მოგვარდეს“, - განაცხადა კახა კალაძემ.

    კახა კალაძის თქმით, აღნიშნული ღონისძიება დედაქალაქის მთავრობის იმ სტრუქტურული რეფორმის ნაწილია, რომლის მიზანი მუნიციპალური სერვისების ხარისხისა და ხელმისაწვდომობის გაუმჯობესებაა.

    2018-05-02
  • თბილისის მიწათსარგებლობის გენერალურ გეგმაზე მომუშავე კომპანია „სითი ინსტიტუტს“ დოკუმენტის სრულყოფისა და ნაკისრი ვალდებულებების შესასრულებლად, ვადა მიმდინარე წლის პირველ ივნისამდე განესაზღვრა. ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ „სითი ინსტიტუტის“ წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

    მისი თქმით, დედაქალაქის ახალი ხელმძღვანელობა ხელისუფლებაში მოსვლის პირველივე დღიდან, გენერალური გეგმის ჯგუფთან დოკუმენტის სრულყოფის მიზნით, ინტენსიურად მუშაობს.

    „შეფასებისა და ანალიზის პროცესში, საერთაშორისო ექსპერტები, სხვადასხვა დარგის სპეციალისტები ჩავრთეთ. შედეგად, წარმოდგენილი იყო შენიშვნები და მითითებები, რომელთა განხილვა რამდენიმე დღის წინ საჯაროდ მოხდა. შესაბამისად, დავრწმუნდით, რომ არსებული სახით წარმოდგენილი მასალების მიღება ვერ მოხდება. „სითი ინსტიტუტის“ მიერ წარმოდგენილი კონცეფცია, რომელიც თავმოყრილია პირველ ხუთ ეტაპში - მწვანე ქალაქი, კომპაქტური და შეკავშირებული, მისაღებია. ჩვენთვის მთავარია, რომ გენგეგმაში ჩადებული კონცეპტუალური ნაწილი რაც შეიძლება ადვილად, გონივრულ დროში შესრულებადი და ქალაქის, თითოეული მოქალაქის მოთხოვნებთან მაქსიმალურად მიახლოებული იყოს, რაც მეექვსე ეტაპში უნდა ყოფილიყო წარმოდგენილი“, - განაცხადა კახა კალაძემ.

    მისივე თქმით, თბილისის მერია გენგეგმასთან დაკავშირებით დისკუსიას, პოლემიკასა და განხილვას ასრულებს. შენიშვნები, მათზე პასუხები და სამუშაოების ჩაბარებისთვის აუცილებელი პირობები კი, დამუშავებული და შეჯერებულია.

    „იქიდან გამომდინარე, რომ გენერალური გეგმის არსებობა თბილისისთვის და პირადად ჩემთვის, როგორც დედაქალაქის მერისთვის, უმნიშვნელოვანესია, მივიღეთ გადაწყვეტილება, „სითი ინსტიტუტს“ თავისი ვალდებულებების შესრულება დავასრულებინოთ. გვაქვს მოლოდინი და ყველანაირად შევუწყობთ ხელს, რომ „სითი ინსტიტუტმა“ ქმედითი, გრძელვადიან პერსპექტივებზე გათვლილი და ხარისხიანი მასალა წარმოადგინოს“, - აღნიშნა თბილისის მერმა.

    აღნიშნულმა კომპანიამ თბილისის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის (მგგ) განახლებაზე მუშაობა 2015 წელს დაიწყო. სრულყოფილი გენერალური გეგმა კი, 2017 წლის 15 აპრილამდე უნდა წარედგინა. მომსახურების ღირებულება 2 800 000 ლარით განისაზღვრა.

    გენგეგმაზე მომუშავე ჯგუფთან ხელშეკრულებით გათვალისწინებული მომსახურება ექვს ეტაპს მოიცავდა: წინასაპროექტო მოსამზადებელი სამუშაოები; ქალაქმშენებლობითი ანალიზი/არსებული მდგომარეობის მომზადება; დაზუსტებული გეგმარებითი დავალება; კონცეფცია; მგგ-ს სტადია „პროექტი“; მგგ-ს საბოლოო პროექტი.

    2018-04-03
  • თბილისის მერის მოადგილე ილია ელოშვილმა არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებსა და ექსპერტებს დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალურ გეგმასთან დაკავშირებით, მერიის შენიშვნები გააცნო.

    შეხვედრაზე ელია ელოშვილმა იმ პრობლემებსა და ხარვეზებზე დეტალურად ისაუბრა, რომელმაც დედაქალაქის განვითარების სტრატეგიული დოკუმენტის მიღება შეაფერხა. მერის მოადგილემ თბილისის სწორი განვითარების მიმართულებით, გენგეგმის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი, რაც კომპანია „სითი ინსტიტუტის“ მიერ წარმოდგენილი დოკუმენტის პირობებში, გარკვეულ კითხვის ნიშნებს ბადებს.

    ილია ელოშვილის განცხადებით, გენგეგმის ახალ ვერსიაში ერთ-ერთი მთავარი პრობლემა ზონირებას, მწვანე საფარის განაწილებასა და კონკრეტულ კონცეფციებთან დაკავშირებით, სუსტად არგუმენტირებულ კვლევებს უკავშირდება. მერის მოადგილის თქმით, ახალ გენერალურ გეგმაში მწვანე ზონები, განსაკუთრებით, შიდაკვარტალური სივრცეები საერთოდ არ არის დატანილი. გარდა ამისა, არეულია ლანდშაფტურ-სარეკრეაციო, საზოგადოებრივი და სატრანსპორტო ზონები, შეცვლილია მათი სტატუსები, რაც დოკუმენტსა და მის ეფექტიანობას საბოლოოდ, ბუნდოვანს ხდის.

    ამასთან, ილია ელოშვილს მიაჩნია, რომ მწვანე ქალაქის, ასევე, საგზაო ინფრასტრუქტურისა და პარკირების განვითარების მიმართულებით შემოთავაზებული კვლევები კომპლექსური და სრულყოფილი არ არის. ასევე, არ არის წარმოდგენილი სატრანსპორტო მოდელირება და გზების მშენებლობის კონცეფციები საერთაშორისო სტანდარტებს არ შეესაბამება.

    „შევხვდით დარგის ექსპერტებს, რათა ჩვენივე ხედვები კიდევ ერთხელ გადაგვემოწმებინა. ეს ძალიან სწორი პოზიციაა. საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე, ერთობლივი შეხვედრა კიდევ ერთხელ გაიმართება, სადაც ყველა მხარე იქნება მოწვეული, თუმცა ეს სხვა ფორმატი იქნება. დოკუმენტთან დაკავშირებით, იქ, სადაც დადებით ასპექტებს ვხედავთ, ჩვენი პოზიციები უკვე გამოვხატეთ, თუმცა ასევე, გამოვყავით ის მიმართულებები, სადაც კითხვის ნიშნები კვლავ რჩება. ექსპერტებს კიდევ ერთხელ, საჯაროდ მოვიწვევთ და დოკუმენტს მათთან ერთად გავივლით“, - განაცხადა ილია ელოშვილმა.

    მისივე თქმით, დედაქალაქის მერიის შეკითხვები ძირითადად, გენგეგმის განახლებასა და მის გაუმჯობესებას უკავშირდება. კერძოდ, სწორად იყო თუ არა „სითი ინსტიტუტის“ მიერ შემოთავაზებული იმ აქტივობების ერთობლიობა, რომელიც თბილისის მერიამ უნდა განახორციელოს, რათა არსებული დოკუმენტის გაუმჯობესება მოხდეს.

    შეხვედრაზე ასევე აღინიშნა, რომ დედაქალაქის მერია თბილისის მიწათსარგებლობის გენერალურ გეგმასთან დაკავშირებით, საბოლოო გადაწყვეტილებას დოკუმენტის საჯარო განხილვის შემდეგ მიიღებს, რომელიც „სითი ინსტიტუტის“ მონაწილეობით, თბილისის მერიაში 26 მარტს გაიმართება.

    2018-03-23
  • დედაქალაქის მერი კახა კალაძე მოქალაქეებს თბილისის მერიის მიერ გამოცხადებულ კონკურსში მონაწილეობისკენ მოუწოდებს. როგორც მან მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე აღნიშნა არქიტექტურის სამსახურში 30-მდე პოზიციაა დასაკავებელი.

    „არქიტექტურისა და ურბანული განვითარების მიმართულებით კონკურსი დაახლოებით 30-მდე ვაკანსიაზე არის გამოცხადებული. მინდა მოგიწოდოთ ყველას, ვისაც შესაბამისი განათლება და კვალიფიკაცია აქვს, მოგვმართეთ, მიიღეთ მონაწილება კონკურსში და თქვენი წვლილი შეიტანეთ ქალაქის განვითარებასა და აღმშენებლობაში“, - განაცხადა კახა კალაძემ.

    თბილისის არქიტექტურის სამსახურმა კონკურსი 2018 წლის 15 მარტს გამოაცხადა.

    განცხადების წარმოდგენის ბოლო ვადაა 2018 წლის 31 მარტი.

    კონკურსის შესახებ დეტალური ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე: http://tas.ge/?p=content&type=3&news=83402;

    2018-03-22
  • თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახური 5 ვაკანტურ პოზიციაზე ღია კონკურსს აცხადებს.

    საინჟინრო განყოფილებისა და საპროექტო განყოფილების უფროსი სპეციალისტის კონკურსში მონაწილეობისათვის სავალდებულოა, კანდიდატი დარეგისტრირდეს, საჯარო სამსახურის ბიუროს ვებგვერდზე - hr.gov.ge და ელექტრონულად წარმოადგინოს შესაბამისი დოკუმენტაცია, საკონკურსო მოთხოვნებისშესაბამისად.

    განცხადების წარმოდგენის ბოლო ვადაა 2018 წლის 4 ივნისი.

    კანდიდატები შეირჩევიან ქულათა სისტემის საფუძველზე, სპეციალურად შექმნილი კომისიის მიერ.

    თბილისის არქიტექტურის სამსახური მოუწოდებს ყველა კვალიფიციურ, გამოცდილების მქონე სპეციალისტს, მიიღოს მონაწილეობა ღია კონკურსში და ჩაერთოს დედაქალაქის განვითარების პროცესში.

    დეტალური ინფორმაცია იხილეთ: hr.gov.ge. ვაკანსიის ნომრები: N 49876; N 49878; N 49880; N 49881. * ვაკანსიის ნომერი: N 49882.

    2018-03-15
  • დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალურ გეგმაზე მომუშავე ჯგუფის- „სითი ინსტიტუტი საქართველოს“ მიერ წარმოდგენილი განახლებული მასალები.

    2018-02-28
  • „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილებაში 2018 წლის 15 თებერვალს შესული ცვლილების თანახმად, მშენებლობის ნებართვის გაცემის პროცესში, პირველ და მეორე სტადიაზე მონაწილეობას ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ტრანსპორტისა და გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურებიც მიიღებენ. 

    2018 წლის 22 თებერვლიდან, ქალაქ თბილისის ტერიტორიაზე მშენებლობის ნებართვის გაცემის პირველ სტადიაზე (მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების დამტკიცება) მშენებლობის ნებართვის გამცემ ორგანოში სავალდებულოა შემდეგი დოკუმენტაციის/ინფორმაციის წარდგენა:

    ·         ინფორმაცია დაგეგმილი გამწვანების შესახებ, სავარაუდო გამწვანების პროექტის აღწერით (გარდა II კლასს მიკუთვნებული ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლების მშენებლობის ნებართვის გაცემისა).

    ·         ექსპერტის დასკვნა მიწის ნაკვეთზე არსებული მწვანე ნარგავების აღწერისა და მათი ხარისხობრივი შეფასების შესახებ.

    ·         4000 კვ.მ. და მეტი ფართობის შენობა-ნაგებობების მშენებლობის ნებართვის გაცემისას,  საგზაო მოძრაობის ორგანიზების სქემა საკვლევი (საჭიროების შემთხვევაში − საპროექტო ტერიტორიაზე) ტერიტორიის სატრანსპორტო/საგზაო ინფრასტრუქტურის დატანით (მათ შორის, ნაკადების რაოდენობის მიმართულებების მითითებით).

    ხოლო, მშენებლობის ნებართვის გაცემის მეორე სტადიაზე (არქიტექტურული პროექტის შეთანხმება) არქიტექტურული პროექტი სავალდებულოა დამატებით მოიცავდეს შემდეგ დოკუმენტაციას:

    ·         მიწის ნაკვეთის გამწვანების პროექტ(გარდა II კლასს მიკუთვნებული ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლების მშენებლობის ნებართვის გაცემისას), რომელიც, სხვა მონაცემებთან ერთად აუცილებლად უნდა მოიცავდეს შემდეგ ინფორმაციას:

    ü  კ-3 კოეფიციენტის ფართობ,

    ü  გასაშენებელი მწვანე ნარგავების  სახეობას (მათ შორის, დახასიათება − ხნოვანება, სიმაღლე),

    ü  გამწვანების პროექტის დასრულების თარიღ,

    ü   გაშენებული მწვანე ნარგავების მოვლა-პატრონობაზე პასუხისმგებელ პირ,

    ü  გაშენებული მწვანე ნარგავების  მოვლის ხანგრძლივობა.

     

    ·         4000 კვ.მ. და მეტი ფართობის შენობა-ნაგებობების მშენებლობის ნებართვის გაცემისას:

    o   საგზაო მოძრაობის ორგანიზების სქემა საკვლევი (საჭიროების შემთხვევაში − საპროექტო ტერიტორიაზე) ტერიტორიის სატრანსპორტო/საგზაო ინფრასტრუქტურის დატანით (მათ შორის, ნაკადების რაოდენობის მიმართულებების მითითებით).

    o   საპროექტო გადაწყვეტის ზეგავლენის შეფასება არსებულ საკვლევ სატრანსპორტო/საგზაო ინფრასტრუქტურაზე (გარდა 4000 კვ.მ-ზე ნაკლები ფართობის შენობა-ნაგებობების მშენებლობის ნებართვის გაცემისას).

     

    მშენებლობის ნებართვის გამცემი ორგანო, წარდგენილ დოკუმენტაციას, კომპეტენციის შესაბამისად, განსახილველად გადააგზავნის ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ტრანსპორტის საქალაქო სამსახურში ან  ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურში.

    ამასთან, ქალაქ თბილისის ტერიტორიაზე მშენებლობის განხორციელებისას ნებართვის მფლობელმა  დადგენილი წესით ნებართვის გაცემის შემდეგ ათი დღის ვადაში, არსებული საინფორმაციო დაფის გვერდით უნდა განათავსოს სხვა საინფორმაციო დაფა, რომელიც შეიცავს ინფორმაციას მიწის ნაკვეთის გამწვანების პროექტის შესახებ.  აღნიშნული საინფორმაციო დაფა განთავსებული უნდა იყოს სამშენებლო სამუშაოთა წარმოების მთელი პერიოდის განმავლობაში და მოიხსნას შენობა-ნაგებობის ექსპლუატაციაში მიღების შემდეგ.

    აღსანიშნავია, რომ განხორციელებული ცვლილებების შედეგად არ იზრდება მშენებლობის ნებართვის გაცემის ადმინისტრაციული წარმოების ვადები.


    2018-02-27
  • ​დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალურ გეგმაზე მომუშავე ჯგუფის- „სითი ინსტიტუტი საქართველოს“ მიერ წარმოდგენილი განახლებული მასალები.

    იხილეთ მასალები
    2018-02-02
  • დედაქალაქის მერი კახა კალაძე ოპოზიციას თბილისის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის საბოლოო ვარიანტის შეფასების პროცესში თანამშრომლობას სთავაზობს.

    აღნიშნული განცხადება კახა კალაძემ თბილისის მერიაში გააკეთა, სადაც დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალურ გეგმასთან დაკავშირებით, საერთაშორისო და ადგილობრივი ექსპერტების ჩართულობით, საკოორდინაციო შეხვედრა გაიმართა.

    დედაქალაქის მერმა ექსპერტებს გენერალური გეგმის საბოლოო ვარიანტის შეფასების პროცესში ჩართულობისთვის მადლობა გადაუხადა და დედაქალაქის მოსახლეობისთვის აღნიშნული დოკუმენტის მნიშვნელობაზე კიდევ ერთხელ ისაუბრა.

    „საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციების ექსპერტებთან პირველი სამუშაო შეხვედრა შედგა, რომლებმაც სურვილი გამოთქვეს და მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის შეფასების პროცესში ჩაერთვებიან. პროცესში ასევე, ადგილობრივი ექსპერტები იქნებიან ჩართული. მინდა შევთავაზო ოპოზიციის წარმომადგენლებს - თუ მათ ექნებათ სურვილი, რომ შეფასების პროცესის თანამონაწილე გახდნენ, იმუშაონ ჩვენთან ერთად. წინასაარჩევნოდაც ვაცხადებდით, რომ ჩვენ მზად ვიქნებით თანამშრომლობისთვის და რადგან ეს დოკუმენტი ქალაქის სწორი განვითარებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, თუ მათ ჩართულობის სურვილი აქვთ, ჩვენი კარი ყოველთვის ღიაა“, - განაცხადა კახა კალაძემ.

    საერთაშორისო საფინანსო და ადგილობრივი ორგანიზაციების წარმომადგენლებთან გამართულ შეხვედრას თბილისის მერის მოადგილე ილია ელოშვილიც ესწრებოდა.

    „გენგეგმა ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი დოკუმენტია, რომელზეც გრძელვადიან და საშუალოვადიან პერსპექტივაში თბილისის განვითარება უნდა დაფუძნდეს. შესაბამისად, ამ დოკუმენტის თავიდან ბოლომდე გააზრება, ვიდრე მერიის მიერ მისი მიღება მოხდება, ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენ მოვიწვიეთ საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციები, მათი წარმომადგენლები, ასევე, ადგილობრივი ექსპერტები იმისთვის, რომ აღნიშნულ პროცესში მონაწილეობა მიიღონ“, - განაცხადა ილია ელოშვილმა.

    თბილისის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის საბოლოო ვარიანტის შეფასების პროცესში საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციები და ადგილობრივი ექსპერტები მონაწილეობენ.

    მსოფლიო ბანკმა, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა, აზიის განვითარების ბანკმა და საერთაშორისო კომპანია „ბიურო ჰაპოლდმა“, რომელიც 100 მედეგი ქალაქის განვითარების პროცესში მერიის სტრატეგიული პარტნიორია, გამოთქვეს მზადყოფნა - გენერალური გეგმის საბოლოო ვარიანტის შეფასების პროცესში მათ მიერ შერჩეული ექსპერტები ჩართონ.

    2018-01-26
  • თბილისის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის საბოლოო ვარიანტის შეფასების პროცესში საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციები და ადგილობრივი ექსპერტები ჩაერთვებიან, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

    როგორც მან აღნიშნა, თბილისის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმა ის დოკუმენტია, რომელმაც დედაქალაქის სწორი და გრძელვადიანი განვითარება უნდა განსაზღვროს.

    კახა კალაძის განცხადებით, დოკუმენტის სრულყოფისთვის კომპანია „სითი ინსტიტუტმა“ 45-დღიანი ვადა მოითხოვა, რასაც თბილისის მერია დათანხმდა.

    „ვაცნობიერებთ, საზოგადოების მაღალ ინტერესს აღნიშნული დოკუმენტის მიმართ და გაცნობებთ, რომ თბილისის მერიამ საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციებსა და ადგილობრივ ექსპერტებს მიმართა, რათა „სითი ინსტიტუტის“ მიერ შემოთავაზებული დოკუმენტის შეფასების პროცესში მათი მაქსიმალური ჩართულობა მოხდეს. აქტიური კონსულტაციების შედეგად, თბილისის მერიასა და საერთაშორისო ორგანიზაციებს შორის შეთანხმება მოხდა“, - განაცხადა თბილისის მერმა.

    მისი თქმით, მსოფლიო ბანკმა, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა, აზიის განვითარების ბანკმა და საერთაშორისო კომპანია „ბიურო ჰაპოლდმა“, რომელიც 100 მედეგი ქალაქის განვითარების პროცესში მერიის სტრატეგიული პარტნიორია, გამოთქვეს მზადყოფნა - გენერალური გეგმის საბოლოო ვარიანტის შეფასების პროცესში მათ მიერ შერჩეული ექსპერტები ჩართონ.

    „ჩვენ ასევე, დავუკავშირდით ადგილობრივ ექსპერტებს და მათი ჩართულობაც იქნება უზრუნველყოფილი. რა თქმა უნდა, მერიის შესაბამისი სამსახურებიც მზად არიან თანამშრომლობისა და დოკუმენტის შეფასებაში მონაწილეობისთვის. თბილისის განვითარებისთვის უმნიშვნელოვანესი დოკუმენტის მიღების პროცესი ღია და გამჭვირვალე უნდა იყოს. ასევე, მნიშვნელოვანია, სწორად შეფასდეს, თუ რამდენად იქნება გათვალისწინებული „სითი ინსტიტუტის“ მიერ თბილისის მერიის მხრიდან გამოთქმული შენიშვნები - ტრანსპორტის, ურბანული განვითარების, არქიტექტურის, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების დაცვის, ეკოლოგიისა და ეკონომიკური სარგებლიანობის დოკუმენტში ასახვის კუთხით“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

    მისივე თქმით, თბილისის მერია ყველა ზემოთჩამოთვლილი ორგანიზაციისა და შესაბამისი ექსპერტების ინფორმირებულობას უზრუნველყოფს. ასევე, მიაწვდის შესაბამის დოკუმენტაციას, რათა გენგეგმის საბოლოო ვარიანტის შეფასებასთან დაკავშირებით, მუშაობის დაწყება დროულად მოხდეს.

    დედაქალაქის მერის განცხადებით, აღნიშნული შემადგენლობით სამუშაო ჯგუფის პირველი შეხვედრა მიმდინარე კვირაში გაიმართება.

    2018-01-22
  • მსოლიო ბანკის ხელშოწყობით მიმდინარე პროექტი „თბილისის ინკლუზიური ურბანული რეგენერაცია” ითვალისწინებს თბილისის ყოფილი საწარმოო ტერიტორიებისა და მათზე არსებული შენობა-ნაგებობების დეტალურ ანალიზსა და მათი ახალი ფუნქციით გამოყენების სტრატეგის შემუშავებას, რაც მყარ საფუძველს შექმნის აღნიშნული ტერიტორიების დეტალური დაგეგმარების პროექტების მომზადებლად.

    პროექტის პირველ ეტაპზე მსოფლიო ბანკის მიერ მოწვეული საერთაშორისო ექაპერტის, ჯონ ბაროუზის მიერ განხორციელდა ყოფილი საწარმოო ტერიტორიებისა და მათზე არსებული შენობა-ნაგებობების პირველადი შეფასება (იხ. ანგარიში). აგრეთვე, გაიმართა შეხვედრა-სემინარი პროფესიულ წრეებთან და სახვადასხვა დაინტერესებულ მხარესთან. ღონისძიების ფარგლებში გაიმართა თემატური დისკუსიები დაქ გაზიარებულ იქნა საუკეთესო საერთაშორისო გამოცდილება.

    2018-01-15
  • თბილისის მერიაში სტრუქტურული რეფორმირების პროცესი იწყება. ახალი სტრუქტურული მოდელის თანახმად ცვლილება 8 მიმართულებით განხორციელდება და მოიცავს ურბანულ, გარემოს დაცვის, ტრანსპორტის, ზედამხედველობის, შესყიდვების, მუნიციპალური სერვისების, კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდობის, ასევე, საზოგადოებასთან ურთიერთობის მიმართულებებს.

    სტრუქტურული რეფორმა დღეს თბილისის მერმა კახა კალაძემ ვიცე-მერთან, ირაკლი ხმალაძესთან ერთად წარადგინა და რეფორმის მიზნები შეაჯამა.

    „უმთავრესი არსი, რაც ამ ცვლილებებით არის გათვალისწინებული, არის ის, რომ საქალაქო სამსახურები არამარტო აღმასრულებლები, არამედ პოლიტიკის შემქმნელები და გამტარებლები იქნებიან. არსებითად გაძლიერდება კოორდინაცია სამსახურებს შორის და მერია კომპლექსურ და ყოველმხრივ გააზრებულ გადაწყვეტილებებს მიიღებს. ჩვენი ქალაქის სწორად განვითარებისთვის ამ რეფორმის გატარება ძალიან მნიშვნელოვანია. რა არის ამ ცვლილებების მიზანი: ეს არის მერიის სტრუქტურების შინაარსობრივი და სტრუქტურული რეფორმირება; მუნიციპალიტეტის პოლიტიკის ეფექტურად აღსრულება; ბიუროკრატიული პროცესების გამარტივება და მოქალაქეთა მომსახურების ხარისხის გაუმჯობესება. მე კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ ჩვენ უნდა ვიყოთ ორიენტირებულები ადამიანებზე, ადამიანების კეთილდღეობაზე, სერვისებზე და ეს ყველაფერი უნდა იყოს გაადვილებული, შემცირებული უნდა იყოს ბიუროკრატია“, - განაცხადა თბილისის მერმა.

    მისივე თქმით, უკვე დაწყებულია საარჩევნო პროგრამის განხორციელება და ამ პროცესში დიდი მნიშვნელობა ენიჭება ეფექტიან და გამჭირვალე მართვას.

    სტრუქტურული რეფორმის თანახმად, არქიტექტურის სამსახურს გამოეყოფა ურბანული განვითარების მიმართულება და ჩამოყალიბდება ახალ სამსახურად, რომელიც მუნიციპალური პოლიტიკის შემუშავებაზე, დაგეგმარებაზე და ქალაქმშენებლობითი პროცესების მართვაზე იქნება პასუხისმგებელი.

    თბილისის მერის განცხადებით, ურბანული მიმართულების მართვა და დაგეგმვა ტრანსპორტისა და გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურებთან მჭიდრო კოორდინაციით განხორციელდება.
    2018-01-15
  • დედაქალაქის მერია თბილისის მიწათსარგებლობის გენერალურ გეგმაზე მომუშავე კომპანია „სითი ინსტიტუტ საქართველოს“ დოკუმენტის სრულყოფისთვის გონივრულ ვადას აძლევს და მასთან კონსტრუქციული თანამშრომლობის მზადყოფნას გამოთქვამს, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

    როგორც მან აღნიშნა, თბილისის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის შემუშავება დედაქალაქის სტრატეგიულად სწორი განვითარებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.

    კახა კალაძის განცხადებით, მიწათსარგებლობის გენერალური გეგმა ურთულესი კომპლექსური დოკუმენტია, რომელიც არსებული მდგომარეობის სხვადასხვა ასპექტის შესწავლის, კვლევის გაანალიზებული მონაცემების გათვალისწინებითა და თანამედროვე გამოცდილებისა და მიდგომის გამოყენებით მიღებული სტრატეგიული გადაწყვეტილებისგან შედგება.

    მისივე თქმით, გენგეგმის შესამუშავებლად, თბილისის არქიტექტურის სამსახურსა და „სითი ინსტიტუტს“ შორის ორი წლის წინ გაფორმებული ხელშეკრულების ფარგლებში, მნიშვნელოვანი სამუშაოებია გაწეული, რომლის ნაწილი მისაღები და ქალაქის განვითარებისთვის რეალურად გამოსადეგია, თუმცა დოკუმენტი ჯერ კიდევ დაუსრულებელია და რიგი მიმართულებებით, საფუძვლიანი სამუშაოებია გასაწევი.

    „ხელშეკრულების თანახმად, სწორედ დღეს გვეწურება ვადა, რომ მივიღოთ გადაწყვეტილება - მიიღებს თუ არა თბილისის მერია „სითი ინსტიტუტის“ მიერ შემუშავებულ გენერალურ გეგმას. ვაცნობიერებთ რა, გენგეგმის მაღალ მნიშვნელობას ჩვენი ქალაქისთვის, ვერ მივცემთ საკუთარ თავს უფლებას - შეცდომა დავუშვათ, კომპრომისზე წავიდეთ და არასრულყოფილი დოკუმენტი მივიღოთ. ვითვალისწინებთ ფაქტობრივ მოცემულობას და იმ სამუშაოებს, რომელიც „სითი ინსტიტუტმა“ ამ პროცესში უკვე გასწია. ამიტომ, კიდევ ერთხელ ვაძლევთ მათ შესაძლებლობას, საკუთარი რესურსების გათვალისწინებით, დღის ბოლომდე წარმოადგინონ გონივრული წინადადება, თუ რა ვადებში და როგორ შეძლებენ დოკუმენტის სრულყოფას“, - აღნიშნა თბილისის მერმა.

    მისივე თქმით, დედაქალაქის მერია დოკუმენტის სრულყოფის მიზნით, „სითი ინსტიტუტისგან“ შესაბამის წინადადებას დღის ბოლომდე ელოდება. 

    2018-01-12
  • დედაქალაქის მერიის არქიტექტურის სამსახურის მიერ თბილისის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის განახლებაზე მომუშავე ჯგუფის მიმართ სანქცია ხელშეკრულების პირობების გათვალისწინებით იქნა გამოყენებული, - ამის შესახებ თბილისის არქიტექტურის სამსახურის უფროსმა თეიმურაზ ბოლოთაშვილმა განაცხადა.

    მისი თქმით, არქიტექტურის სამსახურის, როგორც შემსყიდველის, ერთადერთი ინტერესი ხარისხიანი დოკუმენტის მიღებაა.

    „მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის განახლებაზე მომუშავე ჯგუფის 140 000 ლარით დაჯარიმება ჩვენი სურვილი არ ყოფილა. ეს ჩვენს შორის გაფორმებული ხელშეკრულების პირობებიდან გამომდინარე ჩვენი ვალდებულება იყო, ვინაიდან მეექვსე - საბოლოო ეტაპზე, დოკუმენტაციის „დახარვეზება“ მესამედ მოხდა. დღეს შესწორებულ დოკუმენტაციას ველოდებით და იმედი გვაქვს, რომ ჩვენი შენიშვნები იქნება გამოსწორებული. ვიდრე შემსყიდველისგან ხარისხიანი დოკუმენტი არ ჩაგვბარდება, მანამდე მიღება-ჩაბარების აქტი არ გაფორმდება“, - განაცხადა თეიმურაზ ბოლოთაშვილმა.

    თბილისის მერიამ „სითი ინსტიტუტ საქართველო“ დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალურ გეგმაზე სამჯერ შენიშვნების გაუთვალისწინებლობისთვის 140 ათასი ლარით დეკემბრის ბოლოს დააჯარიმა და დოკუმენტის სრულყოფისთვის ათდღიანი ვადა მისცა

    2018-01-03
  • თბილისის მერის მოადგილე ილია ელოშვილი მერიის არქიტექტორის სამსახურის უფროს თემურ ბოლოთაშვილთან ერთად, თბილისის მიწათსარგებლობის გენერალურ გეგმაზე მომუშავე ჯგუფის - „სითი ინსტიტუტი საქართველოს“ წარმომადგენლებს შეხვდა. 

    შეხვედრაზე იმ შენიშვნებზე ისაუბრეს, რომელიც დედაქალაქის ხელმძღვანელობას თბილისის განვითარების მთავარი დოკუმენტის მიმართ გააჩნია. 

    თბილისის მერის მოადგილემ ხარვეზების გამოსწორებისა და დოკუმენტის დახვეწის მიზნით, ინტენსიური თანამშრომლობის მზადყოფნა გამოთქვა და დოკუმენტზე მომუშავე ჯგუფს გაწეული საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა, თუმცა მისი თქმით, თბილისის განვითარების სრულფასოვანი დოკუმენტის მისაღებად, არსებული ხარვეზების გამოსწორება აუცილებელია.

    „დღევანდელ შეხვედრაზე საუბარი თბილისის განვითარების გენერალურ გეგმას შეეხო, რომელიც ამ დოკუმენტზე მომუშავე ჯგუფმა „სითი ინსტიტუტი საქართველომ“ უნდა წარმოადგინოს. მერიამ დოკუმენტთან დაკავშირებით გარკვეული ხარვეზები დაადგინა და ველოდებით, რომ ისინი ამ ყველაფერს გამოასწორებენ. ავუხსენით, თუ სად გვქონდა ძირითადი ხარვეზები, რაში ვხედავდით პრობლემას. იმედია, ჩვენს შენიშვნებს გაითვალისწინებენ და დადგენილ ვადაში ახალ, გაუმჯობესებულ დოკუმენტს წარმოადგენენ“, - განაცხადა ილია ელოშვილმა.

    დედაქალაქის მერიამ თბილისის გენერალური გეგმის დოკუმენტზე მომუშავე ჯგუფს დოკუმენტში გარკვეული ხარვეზები დაუდგინა და მათ გამოსასწორებლად ათდღიანი ვადა მისცა. თბილისის მერიის შენიშვნები დოკუმენტში ძირითადად, ზონირების, ტრანსპორტის განვითარებისა და მშენებლობის საკითხებს ეხება.

    2017-12-25
  • ​დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალურ გეგმაზე მომუშავე ჯგუფმა- „სითი ინსტიტუტი საქართველომ“ თბილისის მერიის არქიტექტურის სამსახურის მიერ განმეორებითი წერილობითი მითითების შემდგომ განახლებული მასალები წარუდგინა. 

    იხილეთ მასალები
    2017-12-09
  • 2017 წლის 6 დეკემბრის თბილისის მთავრობის სხდომაზე, დედაქალაქის მერის - კახი კალაძის მიერ, თბილისის არქიტექტურის სამსახურისადმი მიცემული დავალების შესაბამისად, განსაკუთრებული კონტროლი დაწესდა შენობის გარე კედლებისა და გადახურვის სტანდარტზე. თბილისის არქიტექტურის სამსახურში შემუშავებული ახალი მოთხოვნების მიხედვით, III – IV კლასს დაქვემდებარებულ შენობა-ნაგებობების არქიტექტურული პროექტის შეთანხმების სტადიაზე წარმოსადგენ საპროექტო დოკუმენტაციის ნუსხას დაემატა გარე კედლებისა და სახურავის დეტალური პროექტები, რაც ფასადის ხანგამძლეობისა და ვიზუალური სტანდარტის გაუმჯობესებას ისახავს მიზნად.

    აქამდე არქიტექტურის სამსახურის მიერ ზემოხსენებული დოკუმენტაციის წარმოდგენა პროექტის შეთანხმების სტადიაზე არ მოითხოვებოდა და იგი ნებართვის მფლობელს მხოლოდ სამშენებლო მოედანზე უნდა ჰქონოდა.

    აღსანიშნავია, რომ პროექტის გარე კედლებისა და სახურავის ნაწილი უნდა აკმაყოფილებდეს საქართველოს მთავრობის 2016 წლის 28 იანვრის N41 დადგენილების მე-14 და მე-15 თავებს, რომელიც აწესებს გარე კედლების საფრის, ღიობების, გარე ფანჯრისა და კარების, არქიტექტურული გაფორმების, აივნებისა და მსგავსი ნაშვერების მინიმალურ მოთხოვნებს. აგრეთვე არეგულირებს სახურავზედა ნაგებობების დაგეგმარების მასალების, მშენებლობისა და ხარისხის სტანდარტებს.

    2017-12-07
  • თბილისის მერიაში მთავრობის მორიგი სხდომა გაიმართა. დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების განხილვამდე, რამდენიმე განცხადება გააკეთა. პირველი საკითხი, რომელსაც თბილისის მერი მთავრობის სხდომაზე შეეხო, ე.წ. ზონალური საბჭოს გაუქმების ინიციატივაა, რომლითაც დედაქალაქის მერია შესაბამის ორგანოებს მიმართავს. 

    „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანო თბილისის მერიას დაქვემდებარებული ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების საკითხთა საბჭოს, ე.წ. ზონალური საბჭოს გაუქმებას მიზანშეწონილად მიიჩნევს და ამ ინიციატივით შესაბამის ორგანოებს მივმართავთ. საბჭოს რეკომენდაციების საფუძველზე, წლების განმავლობაში, კონკრეტული განაშენიანების რეგულირების გეგმების დამტკიცებისა და კოეფიციენტების მატებასთან დაკავშირებით, გადაწყვეტილებები მიიღებოდა“, - განაცხადა კახა კალაძემ. 

    მისივე თქმით, დედაქალაქის მერიას სტრუქტურული რეფორმა აქვს დაწყებული. შესაბამისად, პროცესის დასრულებამდე, ე.წ. ზონალური საბჭოს ფუნქციას მერიის შესაბამისი სამსახურები შეასრულებენ. 

    თბილისის მერის განცხადებით, ბიუროკრატიის შემცირების, გადაწყვეტილებების დროულად მიღებისა და მუშაობის მეტი ეფექტურობის მიზნით, თბილისის მთავრობის მიერ შექმნილი 19 კომისიაც უქმდება. 

    „ამ მიზნით, ცვლილებები შევა შესაბამის სამართლებრივ აქტებში, ხოლო კონკრეტულ საკითხებზე გადაწყვეტილებებს მერიის შესაბამისი სამსახურები და დაქვემდებარებული უწყებები გაცილებით ნაკლებ დროში და უფრო ეფექტურად მიიღებენ“, - განაცხადა კახა კალაძემ. 

    კიდევ ერთი საკითხი, რომელსაც მომდევნო წლების განმავლობაში, დედაქალაქის მთავრობა განსაკუთრებულ ყურადღებას მიაქცევს, შენობა-ნაგებობების უსაფრთხოებაა, რომელთან დაკავშირებითაც, ცენტრალურ ხელისუფლებასთან ერთად, 41-ე დადგენილებაში მნიშვნელოვანი ცვლილება შევიდა. კახა კალაძის თქმით, ახალი წესები მეტწილად სახანძრო უსაფრთხოებას ეხება.

    2017-11-29
  • გაცნობებთ, რომ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 20 ნოემბრის №498 დადგენილებით, შევიდა ცვლილება „ტექნიკური რეგლამენტის „შენობა-ნაგებობის უსაფრთხოების წესების“ დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 28 იანვრის №41 დადგენილებაში.

    საგულიხსმოა, რომ განხორციელებული ცვლილების თანახმად: დადგენილების მოქმედება არ ვრცელდება იმ ობიექტებზე, რომელთა მიმართაც 2017 წლის 16 ნოემბრამდე შეთანხმებულია არქიტექტურული პროექტი ან წარდგენილია განაცხადი არქიტექტურული პროექტის შეთანხმების თაობაზე ან/და გაცემულია მშენებლობის ნებართვა, მაგრამ შენობა-ნაგებობა არ არის ექსპლუატაციაში მიღებული, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც წინამდებარე წესები უფრო ხელსაყრელ პირობებს ითვალისწინებს და მის გამოყენებაზე მოთხოვნას აყენებს განმცხადებელი. აღნიშნულ ობიექტებზე გავრცელდება ზემოაღნიშნული დადგენილების ამოქმედებამდე მოქმედი კანონმდებლობა. შესაბამისად, „ტექნიკური რეგლამენტი „შენობა-ნაგებობის უსაფრთხოების წესების“ დამტკიცების თაობაზე“ ვრცელდება ყველა იმ ობიექტზე რომელთა მიმართაც დამტკიცებულია მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობები, განაშენიანების რეგულირების გეგმა (გრგ) და ზემოაღნიშნულ ცვლილებაში მითითებულ თარიღამდე (16.11.2017წ) არ განხორციელებულა შემდგომი ქმედება.

    2017-11-20
  • დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმაზე მომუშავე ჯგუფმა- „სითი ინსტიტუტი საქართველომ“ თბილისის მერიის არქიტექტურის სამსახურს, განახლებული მასალები წარუდგინა. 

    იხილეთ მასალები
    2017-11-20
  • დედაქალაქის მთავრობამ სსიპ თბილისის არქიტექტურის სამსახურის უფროსად თეიმურაზ ბოლოთაშვილი დანიშნა.

    თეიმურაზ ბოლოთაშვილი დაიბადა 1982 წლის 11 აგვისტოს, თბილისში. 2004 წელს დაამთავრა თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართალმცოდნეობის ფაკულტეტი.

    თბილისის არქიტექტურის სამსახურის ახალ ხელმძღვანელს აქვს საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობისა და პროექტების მართვის მრავალწლიანი პრაქტიკა, ასევე ხელმძღვანელ პოზიციებზე მუშაობის გამოცდილება. 2015-2016 წლებში იკავებდა სსიპ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის უფროსის მოადგილის თანამდებობას.

    თეიმურაზ ბოლოთაშვილი 15 წლის განმავლობაში მუშაობდა საერთაშორისო კონსულტანტად, როგორც საქართველოში, ასევე უცხოეთში. სამშენებლო ტექნიკური რეგულაციების შემუშავებისა და მშენებლობის ნებართვის გაცემის პროცესის გაუმჯობესების საკითხებზე ექსპერტად მიწვეული იყო: ალბანეთში, ინდონეზიაში, ავღანეთსა და მონღოლეთში. იურიდიული კონსულტანტის რანგში ჩართული იყო რუსთავის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმისა და ფოთის ინდუსტრიული ზონის სამშენებლო რეგულაციების მომზადების პროცესში. იგი ასევე აქტიურად მონაწილეობდა ქვეყანაში სამშენებლო სფეროს მარეგულირებელი ნორმატიული აქტების პროექტების შექმნაში.

    2017-11-20
  •       საქართველოს საგადასახადო კოდექსში 2015 წელს 20 მარტს განხორციელებული ცვლილებების და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის დავალების საფუძველზე, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის მიერ მომზადდა „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის (20.03.2015წ. #3407-IIს) 79–ე და მე–80 ნაწილებით გათვალისწინებული შეღავათების გამოსაყენებლად ობიექტების ნუსხა.
    2017-11-13
  • თბილისში სტუმრად მყოფმა გერმანელმა არქიტექტორმა და ქალაქმგეგმარებელმა მარკუს პენელმა თბილისის არქიტექტურის სამსახურის თანამშრომლებისთვის სემინარი ჩაატარა.

     ცნობილი არქიტექტურული სახელოსნოს “O&O Baukunst”-ს ხელმძღვანელი ქართველ კოლეგებს საკუთარი გამოცდილების შესახებ ესაუბრა. შეხვედრაზე განხილული იქნა ბერლინის მიწათსარგებლობის გეგმის ძირითადი დეტალები და ისტორიულ უბნებში თანამედროვე ნაგებობებათა პროექტირების პრაქტიკა. მარკუს პენელმა უპასუხა დამსწრეთა შეკითხვებს ევროპის სხვადასხვა ქალაქების განაშენიანების ტენდენციებთან, სატრანსპორტო ქსელთან და სხვა მნიშვნელოვან თემებთან დაკავშირებით.

     მარკუს პენელის თბილისში ვიზიტი თბილისის მერიის განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის მხარდაჭერითა და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის არქიტექტურის ფაკულტეტის ორგანიზებით ხორციელდება.

    2017-09-29
  • თბილისის არქიტექტურის სამსახური სტაჟიორთა კონკურსს აცხადებს. არქიტექტურული ფაკულტეტის კურსდამთავრებულებმა, რომელთაც თბილისის არქიტექტურის სამსახურში თეორიული ცოდნისა და პრაქტიკული გამოცდილების მიღება სურთ, განცხადება საჯარო სამსახურის ბიუროს მიერ ადმინისტრირებული ვებ-გვერდის (www.hr.gov.ge) მეშვეობით 15 ოქტომბრამდე უნდა გამოგზავნონ.

    კანდიდატები სპეციალურად შექმნილი კომისიის მიერ შეირჩევიან.

    არქიტექტურის სამსახურის სისტემაში სტაჟიორთა ახალი ნაკადის მომზადება საკადრო რესურსების კვლევაზე დაფუძნებული პროგრამით იწარმოებს. პროგრამა მოიცავს ტრენინგების კურსებს და პროფესიულ პრაქტიკას არქიტექტურის სამსახურის სხვადასხვა განყოფილებაში. 

    სტაჟირების პროგრამა მიზნად ისახავს თბილისის არქიტექტურის სამსახურში მაღალკვალიფიციური საკადრო რესურსის შექმნას. წარმატებულ სტაჟიორებს სამსახურში დასაქმების შანსი ეძლევათ. აღსანიშნავია, რომ ანალოგიური კონკურსი თბილისის არქიტექტურის სამსახურში 2016 წლის სექტემბერშიც გამოაცხადა და შედეგად 30 სტაჟიორი შეირჩა. პროგრამის წარჩინებით გავლის შედეგად 14 ახალგაზრდა უკვე დასაქმდა არქიტექტურის სამსახურის სხვადასხვა განყოფილებაში.

    სტაჟირების შესახებ დამატებითი ინფორმაცია იხილეთ: 
    https://www.hr.gov.ge/JobProvider/UserOrgVaks/Details/45188

    2017-09-28
  • თბილისის მერის მოადგილე ნატო ქიტიაშვილი დედაქალაქში არსებული ყოფილი საწარმოო ტერიტორიების ე.წ „ბრაუნფილდების“ განვითარების საკითხებზე მსოფლიო ბანკის ურბანული მიმართულების ხელმძღვანელს დევიდ სისლენს შეხვდა.

    შეხვედრაზე პოზიტიურად შეფასდა მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით მიმდინარე პროექტის პირველი ფაზის შედეგები, რომელიც თბილისის მასშტაბით არსებული „ბრაუნფილდების“ აღრიცხვისა და ინვენტარიზაციის კომპონენტს მოიცავდა. აქვე დაიგეგმა თანამშრომლობის მომდევნო ფაზის ფარგლებში განსახორციელებელი ღონისძიებები, რომელიც ამ ტერიტორიების დეტალურ კვლევას ითვალისწინებს.

    შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ თბილისის არქიტექტურის სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი ზურაბ წიკლაური, ურბანული მართვისა და განვითარების ჯგუფის უფროსი დავით ასანიძე და მსოფლიო ბანკის ურბანული განვითარების სპეციალისტი თენგიზ გოგოტიშვილი.

    თბილისის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის ერთ-ერთ მნიშვნელოვან მიმართულებას წარმოადგენს ყოფილი საწარმო ტერიტორიების განვითარება, რომელიც საბჭოთა ეპოქაში ინდუსტრიული დანიშნულებით გამოიყენებოდა, დღეს კი მათი უმეტესობა უფუნქციოდაა დარჩენილი. თბილისის მერიის არქიტექტურის სამსახური ამ ტერიტორიების სამომავლო განვითარების პერსპექტივასთან დაკავშირებით აქტიურად თანამშრომლობს ადგილობრივ და საერთაშორისო ორგანიზაციებთან და ექსპერტებთან.

    2017-09-15
  • სასტუმრო „The Biltmore hotel Tbilisi’-ში, თბილისის მერიის ორგანიზებით, ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების მე-10 საერთაშორისო ფორუმი (LED) გაიხსნა. ფორუმი დედაქალაქის მერმა, დავით ნარმანიამ გახსნა. მისი თქმით, ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების საერთშორისო ფორუმს თბილისი 2007 წლიდან მასპინძლობს.

    დავით ნარმანიას თქმით, ქალაქის ეკონომიკური შესაძლებლობების განვითარებისა და პროგრესული გადაწყვეტილებების კვალდაკვალ, ფორუმი თბილისის წინსვლის ერთ-ერთი მამოძრავებელი ძალაა.

    „2017 წლის ფორუმი, სახელწოდებით - „პროგრესული ქალაქები“ ორიენტირებულია იდეებისა და წარმატებული პრაქტიკების გაზიარებაზე. ადგილობრივ მმართველობაში მოქალაქეთა ჩართულობის გაძლიერებასა და ანგარიშვალდებულების გაზრდაზე. სწორედ ამიტომ, საერთაშორისო ფორუმი საუკეთესო შესაძლებლობაა გაღრმავდეს თანამშრომლობა თვითმმართველობებს შორის და წარმოჩინდეს მარკეტინგული შესაძლებლობები“ , - განაცხადა დავით ნარმანიამ.

    ფორუმის მონაწილეებს შესაძლებლობა აქვთ ერთმანეთს გაუზიარონ იდეები და გამოცდილება. ფორუმი კარგი შესაძლებლობაა კერძო და საჯარო სექტორის, ადგილობრივ და საერთაშორისო ექსპერტებსა და სამოქალაქო საზოგადოების წევრებს შორის მომავალი თანამშრომლობის დასამყარებლად.

    წლევანდელი „ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების საერთაშორისო ფორუმი“, სესიების მრავალმხრივი თემატიკიდან და მრავალრიცხოვანი მომხსენებლიდან გამომდინარე მასშტაბური ღონისძიებაა. ფორუმში მონაწილეობას იღებენ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნების წარმომადგენლები, მათ შორის ამერიკიდან, ავსტრიიდან, ინგლისიდან, გერმანიიდან, ესპანეთიდან, იტალიიდან, საფრანგეთიდან, შვედეთიდან, მოლდოვიდან, უკრაინიდან, ჰოლანდიიდან, დანიიდან, იორდანიიდან, პოლონეთიდან, სლოვაკეთიდან, ბელგიიდან, ისრაელიდან, თურქეთიდან, აზერბაიჯანიდან, სომხეთიდან და ყაზახეთიდან.

    ფორუმში ასევე მონაწილეობს ასამდე საერთაშორისო მომხსენებელი, მათ შორის ევროკომისიის სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების მოლაპარაკებების დირექტორატის გენერალური დირექტორი - კრისტიან დანიელსონი, აზიის განვითარების ბანკის ცოდნის მენეჯმენტის და მდგრადი განვითარების ვიცე-პრეზიდენტი - ბამბანგ სუსანტონო, EBRD-ის მთავარი ეკონომისტი - კეთილ ტვედტი, EBRD-ის კონსულტანტი - რობერტ ბეილი, ბარსელონის ტურიზმის საბჭოს აღმასრულებელი დირექტორი - იორდ ვილიამ კარნესი და სხვები.

    ღონისძიების საკონფერენციო ნაწილი ორი დღის განმავლობაში გაგრძელდება. გაიმართება 16 თემატური სესია: ეფექტური მმართველობა, ქალაქები ეკონომიკური ზრდისათვის, ურბანული მედეგობა, მდგრადი მომავალი, გონიერი გარემო, ენერგოეფექტურობა, მომავლის ქალაქები, მიზნები და ხედვა, საერთაშორისო ურთიერთობები, აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების თანამშრომლობა, ინვესტიციები ქალაქში, სამეწარმეო შესაძლებლობები გლობალურ ბაზარზე, ტურიზმის განვითარება, ინოვაციური პოზიციონირება და ბრენდინგის სტრატეგიები, ინტეგრირებული მიდგომები ტერიტორიული განვითარებისათვის, ღია მმართველობის თანამშრომლობა. ფორუმს მოდერაციას გაუწევს 16 მოდერატორი, 100-მდე პრეზენტატორი, მათ შორის 50 მოწვეული საერთაშორისო მომხსენებელი.

    ფორუმის შედეგად ქალაქ თბილისი მიიღებს რეკომენდაციებს, კონსულტაციებსა და კონკრეტულ პროექტებს ქალაქის განვითარებისათვის როგორც ეკონომიკური, ასევე ურბანული და გარემოს განვითარების მიმართულებით; ხელი შეეწყობა საერთაშორისო ურთიერთობების განვითარებას და ახალი კონტაქტების დამყარებას; მოხდება ქალაქის საინვესტიციო პოტენციალის წარმოჩენა; თბილისში ელექტრონული მმართველობის მიმართულებით მიმდინარე აქტივობების ფართო მასებისთვის გაცნობა; სხვადასხვა ქალაქებისგან წარმატებული გამოცდილებების გაზიარება ენერგოეფექტურობისა და მწვანე ქალაქების მიმართულებით; ჩამოყალიბდება ქალაქის განვითარების სამომავლო ხედვები.
    ფორუმის შემაჯამებელ ნაწილში თბილისის „მწვანე ქალაქის სამოქმედო გეგმას“ წარადგენენ. ასევე თბილისს მიენიჭება „მერები ეკონომიკური ზრდისათვის“ კლუბის წევრობის სერტიფიკატი.

    2017-09-14
  • დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმაზე მომუშავე ჯგუფმა „სითი ინსტიტუტი საქართველომ“ თბილისის მერიის არქიტექტურის სამსახურს, დასკვნითი ეტაპის მასალები წარუდგინა. 

    იხილეთ მასალები
    2017-08-18
  • თბილისის სამხატვრო აკადემიაში, მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის საჯარო განხილვა გაიმართა.

    შეხვედრას თბილისის მერი დავით ნარმანია დაესწრო. დოკუმენტის დეტალები კი დამსწრე საზოგადოებას, გენერალურ გეგმაზე მომუშავე ჯგუფის „სითი ინსტიტუტი საქართველოს“ წარმომადგენლებმა გააცნეს.

    პრეზენტაციის შემდეგ დისკუსია მოეწყო, სადაც თბილისის სამხატვრო აკადემიაში შეკრებილმა საზოგადოებამ თბილისის მერიისა და გენერალურ გეგმაზე მომუშავე ჯგუფის წარმომადგენლებს საკუთარი მოსაზრებები და წინადადებები გააცნეს, მათ კითხვების დასმის საშუალებაც მიეცათ.

    თბილისის მერის დავით ნარმანიას განცხადებით, სრულყოფილი დოკუმენტის მიღების მიზნით, საჯარო განხილვები გაგრძელდება.

    2017-07-28
  • ​<p>თბილისის მერის მოადგილე ნატო ქიტიაშვილი აზიის განვითარების ბანკის (ADB) წარმომადგენლებს შეხვდა და მათთან თანამშრომლობის სამომავლო პერსპექტივები განიხილა. სტუმრები თბილისის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის განახლების საკითხით დაინტერესდნენ და ამ მნიშვნელოვანი დოკუმენტის შეფასების, ინპლემენტაციისა და მონიტორინგის პროცესში ტექნიკური და საკონსულტაციო მხარდაჭერის სურვილი გამოთქვეს. შეხვედრაზე საუბარი შეეხო ერთიანი გეო-საინფორმაციო ბაზის სრულყოფისა და ურბანული დაგეგმვის კომპონენტის გაძლიერებისთვის საექსპერტო მომსახურეობის გაწევის პერსპექტივებს. ნატო ქიტიაშვილის განცხადებით, ქალაქის წინაშე არსებული გამოწვევების გათვალისწინებით, ურბანული დაგეგმვის კუთხით საერთაშორისო გამოცდილების გაცნობა თბილისის არქიტექტურის სამსახურისთვის აქტუალურია. მერის მოადგილემ აზიის განვითარების ბანკის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.</p>
    2017-07-25
  • საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში თბილისის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის საჯარო განხილვა გაიმართა.

    ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლებთან ერთად განხილვას თბილისის მერი დავით ნარმანია დაესწრო.

    დოკუმენტი შეხვედრის მონაწილეებს მიწათსარგებლობის გენერალურ გეგმაზე მომუშავე ჯგუფის „სითი ინსტიტუტი საქართველოს“ წარმომადგენლებმა გააცნეს.

    „სითი ინსტიტუტი საქართველოს“ წარმომადგენლებმა შეხვედრაზე მოწვეულ კოლეგებს წარუდგინეს გაწეული 6 ეტაპის სამუშაოს შედეგები, რომელიც მოიცავს დედაქალაქის ტერიტორიის განვითარების კონცეფციას, უფლებრივი ზონირების რუკას, მდინარე მტკვრის გასწვრივ რეკრეაციული არეალების მოწყობის სქემებს და სატრანსპორტო ქსელის განვითარების პერსპექტივებს.

    განხილვა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა. ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლებმა გენგეგმის ჯგუფს თავიანთი წინადადებები გააცნეს. ძირითადი კითხვები მათი მხრიდან გენერალური გეგმის შემდგომ აღსრულებასთან დაკავშირებით დაისვა. ასევე ინტერესი იყო ტრანსპორტის და საცობების მართვა-რეგულირების თემასთან დაკავშირებით. როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, ტრანსპორტის საკითხებზე დამატებითი განხილვა გერმანელ სპეციალისტებთან და ექსპერტებთან ერთად გაიმართება.

    შეხვედრას ესწრებოდა ელიავას ბაზრობის თანამშრომელთა ნაწილი. ერთ-ერთმა წარმომადგენელმა, ხათუნა კაკაურიძემ შეხვედრაზე პროტესტი გამოთქვა ელიავას ბაზრობის გადატანის წინადადებასთან დაკავშირებით.

    თბილისის მერმა განმარტა, რომ ამ ეტაპზე ელიავას ბაზრობის გადატანის საკითხის დასმა ნაადრევია, რადგან ეს გენერალურ გეგმაზე მომუშავე ჯგუფის შემოთავაზებაა, რომელიც შემდგომი განხილვის საგანი იქნება. დავით ნარმანიას განცხადებით, უშუალოდ ელიავას ბაზრობის საკითხზე მსჯელობა საკრებულოში გაიმართება.

    „გენერალური გეგმის ჯგუფი მზად არის შეხვდეს ელიავას ბაზრობის წარმომადგენლებს, მოისმინოს მათი მოსაზრებები. მათი გარკვეული ნაწილის მოსაზრებები ჩვენთვის ცნობილია, ვინაიდან ტერიტორიის განვითარებასთან დაკავშირებით მათი მხრიდან გეგმა არის მომზადებული. მე მათ დავპირდი, რომ საკრებულოში ცალკე შეხვედრა გაიმართება. მნიშვნელოვანია და მთავარია, არ ავყვეთ ემოციებს. ჩვენ არასდროს მივიღებთ ისეთ გადაწყვეტილებას, რომელიც ხალხზე უარყოფითად აისახება”, - განაცხადა დავით ნარმანიამ. 

    რაც შეეხება თავად გენერალურ გეგმას, თბილისის მერის განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის განხილვა შესაბამისი პროფესიული წრეების წარმომადგენლებთან შედგეს. დავით ნარმანიას თქმით, გათვალისწინებული იქნება ყველა საქმიანი წინადადება და შენიშვნა.

    ,,ჩვენ დღეს ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესურასთან და შესაბამისი მიმართულებების ხელმძღვანელებთან ერთად ვიმსჯელეთ გენერალური გეგმის ისეთ მნიშვნელოვან კომპონენტებზე, როგორიც არის ტრანსპორტი, მშენებლობის რეგულაციასთან დაკავშირებული საკითხები. მნიშვნელოვანია მათი მოსაზრებები, ვინაიდან აქ წარმოდგენილნი არიან როგორც არქიტექტურის, ისე შესაბამისი მიმართულების სპეციალისტები. შესაბამისად, მათი მოსაზრებები, კვლევები და გამოცდილება მნიშვნელოვანია გენგეგმის განხილვის პროცესში. დიდი სიამოვნებით მივიღებთ ყველა საქმიან შენიშვნას და წინადადებას”, - განაცხადა დავით ნარმანიამ.

    თბილისის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის განხილვა მიმდინარე კვირას თბილისის საკრებულოში და არქიტექტორთა კავშირში შედგა. განხილვები დაგეგმილია ასევე თბილისის ივ. ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და მეცნიერებათა აკადემიაში.

    2017-07-25
  • თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს შემდეგ, დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის განხილვა საქართველოს არქიტექტორთა კავშირში გაიმართა.

    არქიტექტორებთან და ურბანისტებთან ერთად, განხილვას თბილისის მერი დავით ნარმანია დაესწრო.

    მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის განახლებაზე მომუშავე ჯგუფის „სითი ინსტიტუტი საქართველოს“ წარმომადგენლებმა შეხვედრაზე მოწვეულ კოლეგებს წარუდგინეს გაწეული 6 ეტაპის სამუშაოს შედეგები, რომელიც მოიცავს დედაქალაქის ტერიტორიის განვითარების კონცეფციას, უფლებრივი ზონირების რუკას, მდინარე მტკვრის გასწვრივ რეკრეაციული არეალების მოწყობის სქემებს და სატრანსპორტო ქსელის განვითარების პერსპექტივებს.

    შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა. არქიტექტორთა კავშირის წევრებმა გენერალურ გეგმაზე მომუშავე ჯგუფს გააცნეს თავიანთი მოსაზრებები და წინადადებები დოკუმენტთან დაკავშირებით.

    დავით ნარმანიას განცხადებით, მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის თბილისის საკრებულოში დასამტკიცებლად წარდგენამდე დოკუმენტის საჯარო განხილვები პროფესიულ, აკადემიურ წრეებში და არასამთავრობო სექტორთან გაგრძელდება და გათვალისწინებული იქნება გამოთქმული შენიშვნები და წინადადებები.

    ,,დღეს ჩვენ გვაქვს ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა არქიტექტორთა საზოგადოებაში, სადაც მათი აქტიური ჩართულობით ვიხილავთ გენერალური გეგმის პროექტს. დღევანდელი განხილვა ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან აქ უნდა შევჯერდეთ იმ პრინციპულ საკითხებზე, რაც დაკავშირებულია ჩვენი ქალაქის სწორ ურბანულ განვითარებასთან. ამიტომ, იმ სიახლეზე, რაც წარმოდგენილია გენერალურ გეგმაზე მომუშავე ჯგუფის მხრიდან, გაგრძელდება საჯარო განხილვები სხვადასხვა საგანმანათლებლო დაწესებულებებში, პროფესურის და სპეციალისტების აქტიური ჩართულობით, რათა მოვისმინოთ ყველა წინადადება, რაც დოკუმენტს უფრო სრულყოფილს გახდის და შემდეგ შევიტანთ დედაქალაქის საკრებულოში დასამტკიცებლად”, - განაცხადა დავით ნარმანიამ. 

    თბილისის მერიის არქიტექტურის სამსახურმა მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის განახლებაზე კონკურსი 2015 წლის 19 მაისს გამოაცხადა, რომელშიც ა(ა)იპი „სითი ინსტიტუტი საქართველომ“ გაიმარჯვა.

    2017-07-20
  • დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმაზე მომუშავე ჯგუფმა „სითი ინსტიტუტი საქართველომ“ თბილისის მერიის არქიტექტურის სამსახურს, დასკვნითი ეტაპის მასალები წარუდგინა. 

    იხილეთ მასალები
    2017-07-08
  • 23-25 ივნისს, სასტუმრო „კრაუნ პლაზაში“ ჩატარდა სამუშაო შეხვედრა, რომელზეც თბილისის არქიტექტურის სამსახურის სერვისების გაუმჯობესების გზებზე და მომსახურების ეფექტური მოდელის შემუშავების საკითხებზე იმსჯელეს.
    შეხვედრას ესწრებოდნენ თბილისის მერის მოადგილე ნატო ქიტიაშვილი, თბილისის არქიტექტურის სამსახურის თანამშრომლები, საერთაშორისო დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლები და სფეროს ექსპერტები.
    შეხვედრის მონაწილეებმა გაანალიზეს მოქალაქეთათვის მომსახურეობის მიწოდების კუთხით თბილისის არქიტექტურის სამსახურის წინაშე არსებული გამოწვევები და შეიმუშავეს რეკომენდაციები. 
     ხუთთვიანი პროექტი, რომელიც მოქალაქეთათვის მომსახურების მიწოდების ეფექტური მოდელის შემუშავებას ისახავს მიზნად, გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) „საჯარო ადმინისტრირების მმართველობის პროგრამის” (PAR) ფარგლებში, არქიტექტურის სამსახურთან კოორდინაციის გზით შემუშავდა. პროექტის მიხედვით დაგეგმილია სამსახურის შესაძლებლობების, შიდა ორგანიზაციული პროცესებისა და მომხმარებელთა საჭიროებების კვლევების ჩატარება, ასევე რეკომენდაციების პაკეტის შემუშავება, რომელიც სამსახურის განვითარების სტრატეგიულ გეგმაში აისახება.

    2017-06-26
  • ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის შტატით გათვალისწინებული ვაკანტური თანამდებობების დასაკავებელი კონკურსის პროგრამის, ეტაპების, პირობების, შეფასების ფორმებისა და ჩატარების გრაფიკის შეთანხმების თაობაზე.

    2017-06-16
  • ​​თბილისის არქიტექტურის სამსახურის მოწვევით თბილისში სტუმრად მყოფმა ესპანელმა ექსპერტმა ურბანულ საკითხებში ვისენტე გუაიარტმა სამსახურის თანამშრომლებისთვის სემინარი ჩაატარა. ღონისძიებას ასევე დაესწრნენ თბილისის მერის მოადგილე - ნატო ქიტიაშვილი და არქიტექტურის სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი ზურაბ წიკლაური. 

    ვისენტე გუაიარტმა, რომელიც 2011 – 2015 წლებში ბარსელონას მთავარი არქიტექტორი იყო, ქართველ კოლეგებს საკუთარი გამოცდილება გაუზიარა. ღონისძიებაზე განხილული იქნა მიწათსარგებლობისა და მშენებლობის ნებართვის გაცემის გაცემის პრაქტიკა. უპასუხა დამსწრეთა შეკითხვებს ბარსელონას განაშენიანების ტენდენციებზე, სატრანსპორტო ქსელზე და სხვა მნიშვნელოვან თემებთან დაკავშირებით.

    ვისენტე გუაიარტს, ვიზიტის ფარგლებში, დაგეგმილი აქვს ლექციების კურსის ჩატარება და „ვორკშოპის“ გამართვა თემებზე: „მომავლის ქალაქების პროტოტიპირება“ და „მდინარე - კავშირი თუ ბარიერი“.
    2017-06-12
  • ​   ,,მშენებლობის ნებართვის გაცემის  წესისა და სანებართვო პირობების შესახებ’’ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის N57 დადგენილებაში, 2017 წლის N 266 დადგენილებით შევიდა ცვლილება, რომლის მიხედვითაც დაკავებულობის შეცვლა და ცეცხლმედეგი გამმიჯნავების ცვლილება  არის მშენებლობის სახე, რეკონტსრუქცია და ეხება: III, IV და V კლასის შენობა-ნაგებობებს, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც III, IV და V კლასის შენობა-ნაგებობებაზე ხორციელდება I კლასს დაქვემდებარებული სარეკონსტრუქციო სამუშაოები(მაგ. საჩრდილობლის მოწყობა და ა.შ), რომლებიც საჭიროებენ სამსახურის მხრიდან, მხოლოდ  წერილობით  დადასტურებას.

         ტექნიკური რეგლამენტისშენობანაგებობის უსაფრთხოების წესებისდამტკიცების თაობაზე  2016 წლის 28 იანვრის N41 დადგენილების შესაბამისად, დაკავებულობა არის შენობა-ნაგებობის ან მისი ოთახის ან სივრცის ფუნქციური დანიშნულებიდან გამომდინარე მოსალოდნელი საფრთხის განმსაზღვრელი ცნება.
    2017-06-05
  • თბილისის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის განახლების სამუშაოების ფარგლებში, თბილისის მერის დავით ნარმანიას ვიზიტი გერმანიაში გრძელდება.

    დავით ნარმანია, მოადგილე ნატო ქიტიაშვილთან ერთად შტუტგარტში ახალი გამჭოლი რკინიგზის სადგურის პროექტს ადგილზე გაეცნო. პროექტის მიზანს ქალაქში თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი, ახალი რკინიგზის ცენტრალური სადგურის გაკეთება წარმოადგენს.

    თბილისის მერის დავით ნარმანიას განცხადებით, აღნიშნული მაგალითი თბილისის გენერალური გეგმის მომზადების ეტაპზე ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან შემოვლითი რკინიგზის თემა ერთ-ერთი აქტუალური საკითხია.

    "როგორც გენერალური გეგმის ჯგუფი მუშაობს და ამასთანავე პრემიერთან არსებულ საბჭოზე იქნა ნამსჯელი, ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევა, რომელიც შემოვლითი რკინიგზის ახალ კონცეფციასთან იქნება დაკავშირებული აუცილებლად უნდა მომზადდეს. ეს პროექტი და ამ პროექტის საფუძვლები გვარწმუნებს კიდევ ერთხელ იმაში, რომ ქალაქში რკინიგზის ბევრი ჩიხის არსებობა პრაქტიკულად მიზანშეუწონელია და შესაბამისად უნდა გათავისუფლდეს ქალაქი. ისევე როგორც აკეთებენ შტუტგარტში, თბილისშიც ეს ტერიტორია უნდა იყოს გათავისუფლებული. ის თუ როგორ უნდა გაიაროს რკინიგზამ ქალაქის ტერიტორიაზე გვირაბის მეშვეობით თუ შემოვლით , რა თქმა უნდა ეს ტექნიკურ -ეკონომიკური კვლევით უნდა დადგინდეს და დარწმუნებული ვარ, რომ სწორი გადაწყვეტილება იქნა მიღებული, როდესაც დაევალა საქართველოს რკინიგზას და შესაბამისად გაეწია რეკომენდაცია თბილისის მერიას, ერთობლივად მომზადდეს ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევა რკინიგზის გადატანასთან დაკავშირებით.",-განაცხადა დავით ნარმანიამ.

    სამუშაო ვიზიტზე თბილისის მერთან ერთად, მერის მოადგილე ნატო ქიტიაშვილი, მერიის ტრანსპორტისა და არქიტექტურის საქალაქო სამსახურის უფროსები, საკრებულოს წევრები და მიწათსარგებლობის გენერალურ გეგმაზე მომუშავე „სითი ინსტიტუტი საქართველოს“ წარმომადგენლები იმყოფებიან.

    2017-06-01
  • თბილისის მერი დავით ნარმანია თბილისის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის განახლების სამუშაოების ფარგლებში, ვიზიტით გერმანიასა და საფრანგეთში იმყოფება.

    სამუშაო ვიზიტისას თბილისის მიწათსარგებლობის გენერალურ გეგმაზე მომუშავე გერმანელი და ფრანგი სპეციალისტები, თბილისის მერიისა და საკრებულოს წევრებს უმნიშვნელოვანეს ქალაქგეგმარებითი გადაწყვეტილებების ნიმუშებს ადგილზე აცნობენ. კერძოდ, თბილისის მერი სამუშაო ვიზიტის პირველ დღეს თავად გაეცნო სტრასბურგში ტრანსპორტთან დაკავშირებულ საკითხებს, ასევე, ყურადღება გამახვილდა მდინარისა და ქალაქის ურთიერთმიმართებასთან დაკავშირებულ თემებზე.

    ვიზიტისას საუბარი შეეხო მდინარის ნაპირზე არსებული საჯარო სივრცეების ათვისებასა და ყოფილი საწარმოო ტერიტორიების ე.წ „ბრაუნფილდების“ სხვადასხვა დანიშნულებით გამოყენებას.

    თბილისის მერის დავით ნარმანიას განცხადებით, აღნიშნული ვიზიტი ურბანული განვითარების სამომავლო პერსპექტივების დასახვის მიზნით ძალიან მნიშვნელოვანია.

    „გენერალური გეგმის მომზადება ფინალურ ეტაპზეა. ჩვენი ევროპელი კოლეგები, რომლებიც გერმანიისა და საფრანგეთის მნიშვნელოვან გამოცდილებას გვთავაზობენ, ადგილზე გვაცნობენ იმას თუ როგორ იმუშავა ევროპის სხვადასხვა ქალაქებში იმ ყველაფერმა, რაც მომავალში თბილისში უნდა დაიგეგმოს. ამდენად ერთის მხივ მნიშვნელლოვანია ტრანსპორტთან დაკავშირებული საკითხები, მეორეს მხრივ კი მდინარისა და ქალაქის ურთიერთობასთან დაკავშირებული თემები, რომელსაც დღეს ჩვენ გავეცანით. ის ყველაფერი, რაც შემოთავაზებულია გენერალური გეგმის ჯგუფის მიერ და რაც უკვე რეკომენდაციების სახით დევს თბილისის ახალ გენერალურ გეგმაში, ჩვენმა დღევანდელმა ვიზიტმა კიდევ ერთხელ დაგვარწმუნა, რომ მნიშვნელოვანია და ამ ყველაფერზე ღირს მუშაობა“,- განაცხადა დავით ნარმანიამ.

    „დღევანდელი შეხვედრის მიზანი იყო გვეჩვენებინა თუ როგორ ვითვალისწინებთ სატრანსპორტო თემებზე მუშაობისას ურბანულ საკითხებს. ჩვენ ვეცადეთ ქალაქში, რომელშიც დასახლება მჭიდროვდებოდა შეგვენარჩუნებინა ცხოვრების ხარისხი, რომელიც საზოგადოებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. რეკომენდაციების ნაწილი რომელიც ჩვენ დოკუმენტში ავსახეთ ბევრ ისეთ გამოცდილებას ეფუძნება, რომელიც სტრასბურგში გამოვიყენეთ“,- განაცხადა გენერალური გეგმის განახლების სამუშაოებზე მომუშავე ჯგუფის თანახელმძღვანელმა, ალფრედ პეტერმა.

    სამუშაო ვიზიტზე თბილისის მერთან ერთად, მერის მოადგილე ნატო ქიტიაშვილი, მერიის ტრანპორტისა და არქიტექტურის საქალაქო სამსახურის უფროსები, საკრებულოს წევრები და მიწათსარგებლობის გენერალურ გეგმაზე მომუშავე „სითი ინსტიტუტი საქართველოს“ წარმომადგენლები იმყოფებიან.

    2017-05-31
  • თბილისის მერმა დავით ნარმანიამ მონაწილეობა მიიღო, სამუშაო შეხვედრაში, სადაც ყოფილი საწარმო ტერიტორიების, ე.წ. „ბრაუნფილდების“ ურბანული განვითარების საკითხები განიხილება.

    ღონისძიება მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით მიმდინარე „თბილისის ინკლუზიური ურბანული რეგენერაციის“ პროექტის ფარგლებში ჩატარდა.

    შეხვედრის მონაწილეები მსჯელობენ თბილისში არსებულ საწარმო ტერიტორიებზე განთავსებული შენობა-ნაგებობების კომერციული ფუნქციით გამოყენების პერსპექტივებზე, ასევე ამ სივრცეებში დასასვენებელი პარკების მოწყობისა და რეკრეაციული მიზნებით განვითარების შესაძლებლობებზე.

    თბილისის მერის დავით ნარმანიას განცხადებით, ერთ-ერთი მიმართულება, რომელზეც გენერალური გეგმის ჯგუფი მუშაობდა არის სწორედ ე.წ „ბრაუნფილდები“- ყოფილი საწარმო ტერიტორიები, რომელიც თავის დროზე ინდუსტრიული დანიშნულებით გამოიყენებოდა, შემდეგ კი, პაუზის შემდეგ, შესაძლოა განვითარდეს ქალაქისთვის მნიშვნელოვანი სხვადასხვა მიმართულებით.

    „მხოლოდ თბილისის წინაშე მდგარი გამოწვევა არ არის „ბრაუნფილდების“ სწორი გამოყენება, ეს საკითხები ძალიან ბევრი ქალაქისთვის არის აქტუალური, ძალიან ბევრი ქალაქისთვის არის მნიშვნელოვანი და ბევრმა ქალაქმა გამოიარა ის გზა, რასაც ჩვენ ახლა გავდივართ და რასაც მომავალში გავივლით. ამიტომაც სხვადასხვა ქალაქების, სხვადასხვა ქვეყნების წარმატებული გამოცდილების მაგალითები, რომელიც მსოფლიო ბანკის სხვადასხვა პროგრამების ფარგლებში არაერთია, ჩვენ დაგვეხმარება მათი მხარდაჭერით, რომ სწორი და რაციონალური გადაწყვეტილებები მივიღოთ“,- განაცხადა დავით ნარმანიამ.

    ღონისძიებას თბილისის მერთან ერთად, მისი მოადგილეები ირაკლი ლექვინაძე და ნატო ქიტიაშვილი ესწრებოდნენ. სამუშაო შეხვედრაში მონაწილეობა თბილისის მერიის სამსახურების წარმომადგენლებმაც მიიღეს.

    2017-05-23
  • ​ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის შტატით გათვალისწინებული ვაკანტური თანამდებობების დასაკავებელი კონკურსის პროგრამის, ეტაპების, პირობების, შეფასების ფორმებისა და ჩატარების გრაფიკის შეთანხმების თაობაზე.
    2017-05-17
  • თბილისის მერი დავით ნარმანია გუდაურში, სასტუმრო „მარკო პოლოში“ დედაქალაქის ახალი მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის განახლების თემაზე მიმდინარე სამუშაო შეხვედრას ესწრება. ღონისძიებაში ასევე მონაწილეობენ თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილი, ვიცე-მერი ლაშა აბაშიძე, მერის მოადგილე ნატო ქიტიაშვილი, თბილისის არქიტექტურის სამსახურის, იურიდიული, ტრანსპორტის, ეკოლოგიისა და გამწვანების, ეკონომიკური განვითარების, კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურების წარმომადგენლები, საკრებულოს წევრები, გენერალური გეგმის განახლებაზე მომუშავე ორგანიზაცია ა(ა)იპ „სიტი ინსტიტუტი საქართველოს“ წევრები და ექსპერტები.

    დავით ნარმანიას განცხადებით, განახლებული მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის მიმართ საზოგადოებაში დიდი მოლოდინია და ეს დოკუმენტი ქალაქის შემდგომი განვითარებისთვის ქმედითი ინსტრუმენტი უნდა გახდეს. 

    შეხვედრის მონაწილეებმა დეტალურად განიხილეს „სიტი ინსტიტუტი საქართველოს“ მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაცია, დედაქალაქის სხვადასხვა არეალების, მათ შორის რეკრეაციული სივრცეების რუკები, სარკინიგზო ქსელის პერსპექტივა, მცირე მდინარეების გახსნისა და მტკვრის გასწვრივ გამწვანებული არეალების მოწყობის სქემა. მომხსენებლებმა ისაუბრეს კომპაქტური ქალაქის პრინციპებზე და პოლიცენტრული განვითარების აუცილებლობაზე. გაიმართა დისკუსიები თბილისის სატრანსპორტო ქსელის განვითარების ხედვაზე, ცალკეული უბნების განაშენიანების პერსპექტივაზე და ქალაქისთვის მნიშვნელოვან სხვა საკითხებზე.

    თბილისის არქიტექტურის სამსახურმა მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის განახლებაზე კონკურსი 2015 წლის 19 მაისს გამოაცხადა, რომელშიც ა(ა)იპი „სითი ინსტიტუტი საქართველომ“ გაიმარჯვა. დოკუმენტის წარმოდგენის საბოლოო ვადაა 2017 წლის 15 მაისი, რის შემდეგაც მისი საჯარო განხილვები მოეწყობა.
    2017-05-01
  • თბილისის არქიტექტურის სამსახური მოქალაქეებთან კომუნიკაციის გაუმჯობესების მიზნით, კონსულტაციებს ახალი ფორმატითაც იწყებს. მოქალაქეებთან შეხვედრებს სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი და მისი მოადგილეები ყოველი კვირის სამშაბათს, ხოლო განყოფილების უფროსები პარასკევს გამართავენ.

    სამსახურის ხელმძღვანელ პირებთან მიღების გრაფიკი შემოსული განცხადების საფუძველზე და საკურატორო სფეროების მიხედვით შედგება.

    მოქალაქეებს არქიტექტურის სამსახურში კვალიფიციური კონსულტაციის მიღება სხვა სერვისების მეშვეობითაც შეუძლიათ: თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მოქალაქეთა მისაღებში მუშაობს კონსულტანტთა გამოცდილი ჯგუფი; სამსახურის კონსულტანტები წარმოდგენილნი არიან თბილისის 5 რაიონულ გამგეობაში; ფუნქციონირებს ცხელი ხაზი (2 72 22 22) და ტექნიკური ცხელი ხაზი (2378346); მოქალაქეებს მათთვის საინტერესო შეკითხვებზე პასუხის მიღების შესაძლებლობა ონლაინ კონსულტაციის (tas.ge) საშუალებითაც აქვთ.
    2017-03-22
  • დედაქალაქის მერმა დავით ნარმანიამ თბილისის არქიტექტურის სამსახურში კონკურსის წესით შერჩეულ სტაჟიორებს თბილისის ეკონომიკური განვითარების საკითხებზე ლექცია ჩაუტარა.

    დავით ნარმანიამ მიმოიხილა თბილისის ეკონომიკური შესაძლებლობები და მისი ურბანული განვითარების პერსპექტივები. ყურადღება გაამახვილა სამშენებლო სექტორის მდგომარეობაზე და მის მნიშვნელობაზე ქალაქის განვითარების კუთხით. 

    თბილისის მერმა უპასუხა სტაჟიორების შეკითხვებს, რომლებიც შეეხებოდა დედაქალაქის  ეკოლოგიის, დემოგრაფიის, ტრანსპორტის, ქუჩების კეთილმოწყობისა და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის ადაპტირებული გარემოს უზრუნველყოფის საკითხებს.

    თბილისის არქიტექტურის სამსახურში საკადრო რესურსის შექმნაზე ორიენტირებული სტაჟირების პროგრამა 2016 წლის ნოემბერში დაიწყო. პროგრამა მოიცავს ტრენინგების კურსებს და პროფესიულ პრაქტიკას სამსახურის სხვადასხვა განყოფილებებში. სტაჟიორებს ასევე ჩაუტარდათ შემეცნებითი ტურები სხვადასხვა ორგანიზაციებში, ქალაქის სტრატეგიულ ობიექტებსა და ღირსშესანიშნავ ადგილებში.

    2017-02-08
  • „2017 წელს თბილისს ექნება მიწათსარგებლობის გენერალური გეგმა“, - ამის შესახებ თბილისის მერმა დავით ნარმანიამ 2016 წლის ანგარიშის პრეზენტაციაზე განაცხადა.

    თბილისის მერის თქმით, დოკუმენტზე საერთაშორისო კონსორციუმი და დარგის 200-მდე სპეციალისტი მუშოაბს.

    „გეგმა ისეთ ძირეულ პრინციპებს ითვალისწინებს, როგორიცაა: თბილისი, - ჯანმრთელი, მწვანე, ტოლერანტული, საცხოვრებლად მოსახერხებელი, კომპაქტური, რესურს- დამზოგავი, ბუნებრივი და ისტორიულ-კულტურული უნიკალურობის შენარჩუნებაზე ორიენტირებული, “ჭკვიანი ქალაქი” ( Smart City ). აქვე გეტყვით, რომ გენგეგმაზე მუშაობის დასრულებამდე, ჩემი ინიციატივით, „თბილისის ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესებში“ განხორციელდა ცვლილებები, რის შედეგადაც ქალაქის ცენტრალურ ნაწილში საცხოვრებელ სახლებზე განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტის (კ2) გაზრდაზე შეზღუდვა დაწესდა“, - განაცხადა დავით ნარმანიამ.

    გარდა ამისა, თბილისის მერის თქმით, უკვე დასრულდა და დედაქალაქის მერიას ჩაბარდა თბილისის ზღვის განვითარების გენერალური გეგმა.

    „დეტალური ანალიზის საფუძველზე კვლევამ შემოგვთავაზა თბილისის ზღვის შემოგარენის ძირითადად სარეკრეაციო დანიშნულებით განვითარება და ტერიტორიის 12 ფუნქციურ ზონად დაყოფა. კვლევაში მოცემულია ასევე 40 ბიზნეს ინიციატივა, პირველადი ფინანსური გათვლებით, რომლის განვითარებაც მიზანშეწონილია ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე“, - განაცხადა დავით ნარმანიამ.

    თბილისის მერის თქმით, შემდგომ ეტაპზე დაგეგმილია შემოთავაზებული ბიზნეს ინიციატივების გავრცობა, საინვესტიციო შეთავაზებად ჩამოყალიბება და პოტენციური ინვესტორებისათვის წარდგენა ინვესტიციების მოზიდვისა და ზღვის შემოგარენი ტერიტორიების განვითარების მიზნით.

    2017-02-03
  • ​​თბილისის არქიტექტურის სასახურის მომხმარებლებს მშენებლობის ნებართვის მოსაკრებლის, კულტურულ ძეგლებზე მოსაკრებლის, დაჩქარებული მომსახურებისა და ასევე ექსკლუზიური მომსახურების საფასურის გადახდა უკვე თიბისი ბანკსა და „თიბისი ფეის“ გამოყენებით შეეძლებათ.

     

    აქამდე ამ ტიპის მომსახურებასთან დაკავშირებული თანხების გადარიცხვის განხორციელება მხოლოდ „ლიბერთი ბანკისა“ და „საქართველოს ბანკის“ მეშვეობით იყო შესაძლებელი.
    2016-12-20
  • თბილისის არქიტექტურის სამსახურის სანებართვო განყოფილებების თანამშრომლებს "შენობა-ნაგებობის უსაფრთხოების წესების" თემაზე სამდღიანი ტრენინგი უტარდებათ.

    ახალი ტექნიკური რეგლამენტი, რომელიც 2017 წლის 1 იანვრიდან ამოქმედდება, ადგენს შენობების დაგეგმარების, სახანძრო უსაფრთხოების და სხვა მოთხოვნებს შენობების დაპროექტების, მშენებლობისა და გამოყენების პროცესში.

    სასწავლო პროგრამა მოიცავს ახალი რეგულაციის თეორიულ და პრაქტიკულ ასპექტებს. ამ ეტაპზე, პრაქტიკული სესიის მონაწილეები განიხილავენ ახალი ტექნიკური რეგლამენტის გამოყენებით შემუშავებულ სანიმუშო პროექტებს. მიღებული ცოდნა მათ არქიტექტურული პროექტების შემოწმებისას გამოადგებათ.  

    აღსანიშნავია, რომ თბილისის არქიტექტურის სამსახურის თანამშრომლებმა ტრენინგის თეორიული ნაწილი 2016 წლის სექტემბერში გაიარეს.

    "შენობა-ნაგებობის უსაფრთხოების წესები" საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინიციატივით და აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს პროგრამის "მმართველობა განვითარებისათვის" მხარდაჭერით შემუშავდა.

    2016-12-20
  • თბილისის მერი დავით ნარმანია სასტუმრო „ბორჯომი პალასში“ დედაქალაქის ახალი მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის განახლების თემაზე სამუშაო შეხვედრას ესწრება.

    განხილვაში მონაწილეობას იღებენ საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილი, თბილისის მერის მოადგილე ნატო ქიტიაშვილი, თბილისის არქიტექტურის, ეკოლოგისა და გამწვანების, ეკონომიკური განვითარების სამსახურის ხელმძღვანელები, საკრებულოს წევრები, ასევე „სიტი ინსტიტუტი საქართველოს“ წარმომადგენლები, არქიტექტორები, ურბანისტები, ხელოვნებათმცოდნეები და ექპერტები.

    დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის განახლებაზე მომუშავე ჯგუფის „სითი ინსტიტუტი საქართველოს“ წარმომადგენლებმა დეტალურად ისაუბრეს გაწეული სამუშაოს შედეგებზე და უკვე შემუშავებული კონცეფციის სხვადასხვა ასპექტებზე. დისკუსიები გაიმართა თბილისის ურბანული განვითარების აქცენტებზე, ეკოლოგიურ მდგომარეობაზე, კულტურული მემკვიდრეობის გარემოს მიმართ დამოკიდებულებაზე და დოკუმენტში აღწერილ სხვა მიმართულებებთან დაკავშირებულ საკითხებზე.

    თბილისის მერიის არქიტექტურის სამსახურმა მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის განახლებაზე კონკურსი 2015 წლის 19 მაისს გამოაცხადა, რომელშიც ააიპი „სითი ინსტიტუტი საქართველომ“ გაიმარჯვა. ხელშეკრულების პირობების მიხედვით დოკუმენტის წარმოდგენის საბოლოო ვადაა 2017 წლის 15 აპრილი.

    2016-11-27
  • თბილისის  არქიტექტურის სამსახურში,  კონკურსის წესით შერჩეულ სტაჟიორთა სასწავლო პროგრამა დაიწყო. სასწავლო პროგრამის პრეზენტაციას თბილისის მერი დავით ნარმანია მერის მოადგილე ნატო ქიტიაშვილთან ერთად  დაესწრო.

    პროგრამა მიზნად ისახავს, თბილისის არქიტექტურის სამსახურში მაღალკვალიფიციური საკადრო რესურსის შექმნას. წარმატებულ სტაჟიორებს სამსახურში დასაქმების შესაძლებლობა ექნებათ.

    არქიტექტურის სამსახურის სისტემაში სტაჟიორთა ახალი ნაკადის მომზადება საკადრო რესურსების კვლევაზე დაფუძნებული პროგრამით წარიმართება. სამთვიანი პროგრამა მოიცავს ტრენინგების კურსებს და პროფესიულ პრაქტიკას სამსახურის სხვადასხვა განყოფილებებში. ტრენინგებს ჩაატარებენ უშუალოდ განყოფილებების უფროსები, რომელებმაც, ამ მიმართულებით, სპეციალური კურსი გაიარეს. პროგრამით სპეციალური ლექციები დაეთმობა საქართველოს არქიტექტორთა კავშირის წევრ პროფესორებს.

    არქიტექტურის სამსახურის მომიჯნავე სტრუქტურებთან კომუნიკაციის გაცნობის მიზნით, სტაჟიორები ეწვევიან მერიის სხვადასხვა სამსახურებს, თბილისის საკრებულოსა და რაიონულ გამგეობებს. პროგრამის ფარგლებში, დაგეგმილია ქალაქის სტრატეგიული ობიექტებისა და არქიტექტურული ღირსშესანიშნაობების დათვალიერება.

    „  ახალგაზრდები, რომლებსაც გარკვეული თეორიული თუ პრაქტიკული ცოდნა გააჩნიათ, ამ პროგრამის ფარგლებში, არქიტექტურის სამსახურში გაივლიან სტაჟირებას, ადგილზე გაეცნობიან სამსახურის სპეციფიკას. ისინი მომავალში ძალიან აქტიურად ჩაერთვებიან თბილისის მერიის საქმიანობაში. ასეთი პრაქტიკა, ეტაპობრივად, სხვა სამსახურებშიც დაინერგება. გვსურს, რომ  მერიის საქმიანობაში სულ უფრო მეტი გამოცდილი ახალგაზრდა  ჩაერთოს“, - განაცხადა დავით ნარმანიამ.

    არქიტექტურული და იურიდიული ფაკულტეტის კურსდამთავრებულთათვის სტაჟიორთა კონკურსი  2016 წლის 15 სექტემბერს  გამოცხადა. საკონკურსო კომისიამ 140  კანდიდატის განაცხადი განიხილა,  გასაუბრების შედეგად 27 შეარჩიეს.

    სტაჟირების პროგრამა მუნიციპალური სერვისების განვითარების სააგენტოსა და საქართველოს არქიტექტორთა კავშირის მხარდაჭერით განხორციელდება. 

    2016-11-21
  • თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის არქიტექტურის სამსახურში ურბანული მართვისა და განვითარების ჯგუფის მიერ შემუშავდა განაშენიანების რეგულირების გეგმის (გრგ) სტანდარტის I რედაქცია, რომელიც დეტალურად განსაზღვრავს ამ მნიშვნელოვანი ქალაქმშენებლობითი დოკუმენტის დამუშავების პირობებს.

    სტანდარტი ემსახურება მხოლოდ გრგ დოკუმენტის ხარისხობრივი და რაოდენობრივი მაჩვენებლების გაუმჯობესებას და მიზნად ისახავს მის მოქმედ კანონმდებლობასთან თანხვედრაში მოყვანას. სტანდარტი ეყრდნობა, როგორც ქვეყანაში დამკვიდრებულ, ასევე საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკას.

    სტანდარტის პარალელურად მომზადდა შესაბამისი სამუშაო პროგრამა, რომლის მეშვეობითაც სამსახური შეამოწმებს შემოსული გრგ დოკუმენტის სტანდარტით განსაზღვრულ მოთხოვნებთან შესაბამისობას. პროგრამა ავტომატურ რეჟიმში დაადგენს ხარვეზებს, რაც მნიშვნელოვნად შეამცირებს გრგ დოკუმენტის შეთანხმების დროს.

    თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის არქიტექტურის სამსახური ყველა დაინტერესებულ პირს სთავაზობს სტანდარტთან დაკავშირებული წინადადებების წარმოდგენას შემდეგ ელ. ფოსტის მისამართზე: info@tas.ge

    გრგ სტანდარტი იხილეთ თანდართულ ფაილში.

    2016-11-04
  • დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის განახლებაზე მომუშავე ჯგუფმა „სითი ინსტიტუტი საქართველო“-მ საკრებულოს 9 თვის ანგარიში წარუდგინა. ანგარიშის წარდგენას თბილისის მერი დავით ნარმანია და მერის მოადგილე ნატო ქიტიაშვილი დაესწრნენ. როგორც დედაქალაქის მერმა განაცხადა, გენერალური გეგმა ითვალისწინებს ზონირებასთან დაკავშირებულ საკითხებს, ჯერ კიდევ აუთვისებელი და გამოუყენებელი ტერიტორიების სწორად განაწილების საკითხებს და არსებული ტერიტორიების შემდგომ განვითარებასთან დაკავშირებულ საკითხებს. დავით ნარმანიას თქმით, გენერალური გეგმა იქნება ქალაქის შემდგომი სწორი განვითარებისთვის მნიშვნელოვანი დოკუმენტი. 

    „დღეს ჩვენ განვიხილეთ გენერალური გეგმის სამუშაო ჯგუფის მიერ წარმოდგენილი, 9 თვის განმავლობაში გაწეული, საქმიანობის ანგარიში. დედაქალაქის საკრებულოს წევრები გაეცნენ სამუშაო ჯგუფის მიერ უკვე მომზადებულ დოკუმენტაციას. წარმოდგენილმა ანგარიშმა დაგვანახა, რომ ამ ეტაპისთვის, სოლიდური სამუშაოა შესრულებული. ეს სამუშაო უნდა გაგრძელდეს და შემდგომი სამი თვის განმავლობაში, უნდა დაიწყოს კონკრეტული რეგულაციების მომზადება. ამჟამად ჯგუფი მუშაობს შემოვლითი რკინიგზის გადატანასთან დაკავშირებული საკითხების ტექნიკურ-ეკონომიკურ ნაწილზე, რომელიც საქართველოს მთავრობის განკარგულების შესაბამისად, უნდა წარედგინოს საქართველოს მთავრობას“ - განაცხადა დავით ნარმანიამ. 

    თბილისის მერის თქმით, გენერალური გეგმის განახლებაზე მომუშავე ჯგუფის მიერ შესრულებულ სამუშაოებზე, საკრებულოს წევრებს ყოველკვარტალურად მიეწოდებათ ინფორმაცია. მისივე თქმით, გეგმაზე მუშაობა აპრილში დასრულდება და მზად იქნება საკრებულოს მხრიდან დასამტკიცებლად.
    2016-10-26
  • დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის განახლებაზე მომუშავე ჯგუფმა „სითი ინსტიტუტი საქართველომ“ თბილისის მერს სამი კვარტლის მუშაობის ანგარიში წარუდგინა.

    „სითი ინსტიტუტი საქართველოს“ თანახელმძღვანელის მერაბ ბოლქვაძის განმარტებით, ამ ეტაპისთვის შედგენილია სხვადასხვა შინაარსის რუკები, რომელიც დაადგენს დედაქალაქის განაშენიანების, სივრცითი შეზღუდვისა და სამშენებლო განვითარების აკრძალვის საზღვრებს, ასევე გამწვანებული ტერიტორიების, სკვერებისა და ლანდშაფტური დაცვის ზონებს. 

    „ეს რუკები დედაქალაქის განვითარების კონცეფციის ჩამოსაყალიბებლად საბაზისო დოკუმენტაციას წარმოადგენს, ვინაიდან განსაზღვრავენ, როგორც ზოგადი, ისე კონკრეტული არეალების განვითარების პერსპექტივას“, - განაცხადა მერაბ ბოლქვაძემ.

    დავით ნარმანიას განცხადებით, გენერალურ გეგმაზე ამ ეტაპისთვის დასრულებული სამუშაოების ანგარიშის პრეზენტაცია თბილისის საკრებულოში გაიმართება. 

    „გენერალური გეგმის ჯგუფის მიერ უკვე სამი კვარტლის ანგარიშია წარმოდგენილი. შესაბამისად, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ვიმყოფებით გენერალური გეგმის მომზადების შუა ეტაპზე. ვგეგმავთ, რომ სამივე კვარტლის ანგარიში და ამ ეტაპისთვის ჩვენს ხელთ არსებული მასალის საჯარო განხილვა მოვაწყოთ თბილისის საკრებულოში. ვვარაუდობთ, რომ ოქტომბრის ბოლომდე ჩავნიშნავთ თარიღს და გავმართავთ პრეზენტაციას, რათა ფართო საზოგადოებამ მიიღოს ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რა ეტაპზე ვიმყოფებით დოკუმენტის მომზადებისას“, - განაცხადა დავით ნარმანიამ.

    თბილისის მუნიციპალიტეტის მერიაში გამართულ შეხვედრას ესწრებოდნენ თბილისის მერი დავით ნარმანია, მერის მოადგილე ნატო ქიტიაშვილი, თბილისის არქიტექტურის სამსახურის წარმომადგენლები, არქიტექტორები, ურბანისტები და ექსპერტები.

    თბილისის მერიის არქიტექტურის სამსახურმა მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის განახლებაზე კონკურსი 2015 წლის 19 მაისს გამოაცხადა, რომელშიც ააიპი „სითი ინსტიტუტი საქართველომ“ გაიმარჯვა. ხელშეკრულების პირობების მიხედვით დოკუმენტის წარმოდგენის საბოლოო ვადაა 2017 წლის 15 აპრილი.

    2016-10-05
  • ​         3 ოქტომბერს, არქიტექტურის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, გალერეა "უნივერს" სადიპლომო ნამუშევრების კონკურსი და გამარჯვებული სტუდენტების დაჯილდოების ცერემონია გაიმართა. ჟიურის  მიერ გამოვლენილი სამი საუკეთესო პროექტის ავტორს თბილისის არქიტექტურის სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელმა ზურაბ წიკლაურმა საჩუქრად პერსონალური კომპიუტერი და სახაზავი ხელსაწყოები გადასცა.

       საქართველოს არქიტექტორთა კავშირის ორგანიზებით მოწყობილ ტრადიციულ კონკურსზე სადიპლომო ნამუშევრები საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისა და სამხატვრო აკადემიის რქიტექტურული ფაკულტეტის სტუდენტებმა წარადგინეს. გამარჯვებული პროექტები საქართველოს არქიტექტორთა კავშირის, აკადემიური წრეებისა და თბილისის არქიტექტურის სამსახურის წარმომადგენელთაგან დაკომპლექტებულმა ჟიურიმ  გამოავლინა. 

    2016-10-04
  • თბილისის არქიტექტურის სამსახური 2016 წლის 15 სექტემბერს  სტაჟიორთა კონკურსს აცხადებს.

    არქიტექტურული და იურიდიული ფაკულტეტის კურსდამთავრებულებმა, რომელთაც თბილისის არქიტექტურის სამსახურში თეორიული ცოდნისა და პრაქტიკული გამოცდილების მიღება სურთ, აპლიკაცია საჯარო სამსახურის ბიუროს მიერ ადმინისტრირებული ვებ-გვერდის (www.hr.gov.ge) მეშვეობით 30 სექტემბრამდე უნდა გამოგზავნონ.

    კანდიდატები შეირჩევიან სპეციალურად შექმნილი კომისიის მიერ.

    არქიტექტურის სამსახურის სისტემაში სტაჟიორთა ახალი ნაკადის მომზადება საკადრო რესურსების კვლევაზე დაფუძნებული პროგრამით იწარმოებს. სამთვიანი პროგრამა მოიცავს ტრენინგების კურსებს და პროფესიულ პრაქტიკას არქიტექტურის სამსახურის სხვადასხვა განყოფილებაში. არქიტექტურის სამსახურის მომიჯნავე სტრუქტურებთან ურთიერთობის სპეციფიკის გაცნობის მიზნით, სტაჟიორები ესტუმრებიან მერიის სხვადასხვა სამსახურებს, თბილისის საკრებულოსა და რაიონულ გამგეობებს. პროგრამის ფარგლებში დაგეგმილია ქალაქის სტრატეგიული ობიექტებისა და არქიტექტურული ღირსშესანიშნაობების დათვალიერება.

    სტაჟირების პროგრამა მიზნად ისახავს თბილისის არქიტექტურის სამსახურში მაღალკვალიფიციური საკადრო რესურსის შექმნას. წარმატებულ სტაჟიორებს სამსახურში დასაქმების შანსი მიეცემათ.

    დამატებითი ინფორმაცია იხილეთ: 

    https://www.hr.gov.ge/JobProvider/UserOrgVaks/Details/39616

    https://www.hr.gov.ge/JobProvider/UserOrgVaks/Details/39617

    2016-09-15
  • ​ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის შტატით გათვალისწინებული ვაკანტური თანამდებობების დასაკავებელი კონკურსის პროგრამის, ეტაპების, პირობების, შეფასების ფორმებისა და ჩატარების გრაფიკის შეთანხმების თაობაზე.
    2016-08-30
  • ​ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის შტატით გათვალისწინებული ვაკანტური თანამდებობების დასაკავებელი კონკურსის პროგრამის, ეტაპების, პირობების, შეფასების ფორმებისა და ჩატარების გრაფიკის შეთანხმების თაობაზე.
    2016-06-29
  • ​   ატენის ქუჩა 17-19-ში მდებარე ობიექტთან დაკავშირებით, გაცნობებთ, რომ მშენებლობის პირველადი პროექტის შეთანხმება, თბილისის არქიტექტურის სამსახურთან, მოხდა 2007 წელს.

       2011 წელს აღნიშნული მიწის ნაკვეთის პარამეტრების გაზრდის საკითხი „ქ. თბილისის ტერიტორიის გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების საბჭომ“ გადაწყვიტა დადებითად, რომლის საფუძველზეც ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის იმჟამინდელი მერის ბრძანებით, განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტის (კ-2) 4.0-დან 8.0-მდე გადამეტების მიზნით გაიცა სპეციალური (ზონალური) შეთანხმება.

       ამჟამად ძალაშია 2011 წელს თბილისის მუნიციპალიტეტის მერის ბრძანებით დადგენილი პარამეტრები.

       აღნიშნული საკითხის განხილვა ამჟამად მიმდინარეობს სააპელაციო სასამართლოში და თბილისის არქიტექტურის სამსახური იმოქმედებს სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილების შესაბამისად.

    2016-06-23
  • ​ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ  2012 წლის 14 აგვისტოს აუქციონის წესით გასხვისდა სახელმწიფო საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, მდებარე: ქ. თბილისში, ვარკეთილი-3 , III მ/რ , 310 კორპუსის მიმდებარედ (ნაკვეთი საკადასტრო კოდი  N 01.19.39.027.013). ნაკვეთის გასხვისება მოხდა საცხოვრებელი ზონა-6-ის ფუნქციური ზონირებით გათვალისწინებული ობიექტების განვითარების შესაძლებლობით, რომელიც ასევე ითვალისწინებს მიწის ნაკვეთზე მრავალფუნქციური/მრავალბინიანი შენობის განთავსებას.

    მფლობელმა მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების დადგენისა და მასზე ქალაქმშენებლობითი პარამეტრების გაზრდის საკითხი არაერთხელ დააყენა არქიტექტურის სამსახურის წინაშე, რომლითაც ითხოვდა განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტის კ2=6,0-მდე გაზრდას.  აღნიშნულ მოთხოვნებზე ქალაქ თბილისის ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების საკითხთა საბჭომ (2014 წლის 11 ივნისს,  2015 წლის 28 იანვარს,  2015 წლის 5 თებერვალს და 2015 წლის 5 ოქტომბერს) უარყოფითი დასკვნები გასცა.

    საბჭოს მიერ განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტის კ2-ის მხოლოდ 4,5-მდე გადამეტებას მიეცა დადებითი შეფასება, 2015 წლის 3 ნოემბერს.

    აღნიშნული პარამეტრების ფარგლებში, მიწის ნაკვეთის მფლობელის მიერ წარმოდგენილი იყო მშენებლობის ნებართვისთვის ყველა საჭირო დოკუმენტაცია, რის საფუძველზეც 2016 წლის 1 ივნისს გაიცა მშენებლობის ნებართვა.

    2016-06-22
  • თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატი ალექსანდრე ელისაშვილი კვლავ განაგრძობს ცილისმწამებლურ და შეურაცხმყოფელ კამპანიას თბილისის არქიტექტურის სამსახურის თანამშრომლებისა და სამსახურის უფროსის მიმართ. ამჯერად მისი უსაფუძვლო ბრალდებები უკავშირდება საბურთალოს ქ. N63-ისა და ს. ცინცაძის . N63-ის მიმდებარედ გაცემულ მშენებლობის ნებართვას.

    როგორც ჩანს, ბატონ ელისაშვილს, მისთვის ჩვეულ სტილში, უაპელაციო განცხადებებით სურს შეცდომაში შეიყვანოს საზოგადოება და თავიდან აიცილოს პასუხისმგებლობა, რომლიც არქიტექტურის სამსახურის თანამშრომელთა შეურაცხყოფისა და საქმიანი რეპუტაციის შელახვის გამო შესაძლოა დაეკისროს. როგორც მოგეხსენებათ, მისი ცილისმწამებლური განცხადების საპასუხოდ მზადდება სარჩელი, რომელიც სასამართლოს უახლოეს ხანში წარედგინება.

    აღსანიშნავია, რომ ალექსანდრე ელისაშვილმა ხსენებული მშენებლობის ნებართვის კანონიერების დასადგენად განცხადებშეიტანა თბილისის მერიის შიდა აუდიტისა და მონიტორინგის სამსახურში. ამჯერად უკვე ეს ორგანო დაადგენს აღნიშნული ნებართვის გაცემის კანონიერებას და ბატონი ელისაშვილის განცხადებების სიყალბეს.

    თბილისის არქიტექტურის სამსახური, საბურთალოს ქუჩა 63-ის მიმდებარედ გაცემულ მშენებლობის ნებართვასთან დაკავშირებით დეტალურ ინფორმაციას საზოგადოებას უახლოეს ხანში მიაწვდის. 

    2016-06-21
  • თბილისის მერიის არქიტექტურის სამსახურმა, თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების განახლებული წესების შესახებ დაინტერესებული საზოგადოების  ინფორმირების მიზნით, ტრენინგ-სემინარების ციკლწამოიწყო.

    როგორც ღონისძიების გახსნაზე თბილისის არქიტექტურის სამსახურის უფროსმა დიმიტრი მოსულიშვილმა აღნიშნა, მსგავსი ფორმატის შეხვედრები ქალაქის განვითარებისთვის საჭირბოროტო საკითხებზე საინტერესო დისკუსიის საშუალებას იძლევა. მან ტრენინგ-სემინარში მონაწილე არქიტექტორებს, ურბანისტებს, დეველოპერული კომპანიების წარმომადგენლებს შესთავაზა აქტიურად დააფიქსირონ საკუთარი პროფესიული მოსაზრებები, როგორც ცალკეულ საკანონმდებლო ნორმებზე, ასევე მათი აღსრულების პრაქტიკულ ასპექტებზე.

    განახლებული დადგენილების საკითხებზე ტრენინგების მსურველთა რეგისტრაცია არქიტექტურის სამსახურის ვებგვერდზე (www.tas.ge) 3 ივნისს დაიწყო და მას საზოგადოების მხრიდან აქტიური გამოხმაურება მოჰყვა. ღონისძიებაში მონაწილეობის სურვილი 600-ზე მეტმა პირმა დააფიქსირა. საკანონმდებლო ცვლილებებს, წინასწარ შედგენილი გრაფიკის მიხედვით, ჯგუფებად დაკომპლექტებულ მონაწილეებს არქიტექტურის სამსახურის წარმომადგენლები აცნობენ.

    თბილისის ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესების ახალი რედაქცია, რომელიც ქალაქის ქაოტური განაშენიანების პრევენციისთვის მნიშვნელოვან რეგულაციებს აწესებს,  თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულომ 2016 წლის 24 მაისს დაამტკიცა.

    2016-06-17
  • ​ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის შტატით გათვალისწინებული ვაკანტური თანამდებობების დასაკავებელი კონკურსის პროგრამის, ეტაპების, პირობების, შეფასების ფორმებისა და ჩატარების გრაფიკის შეთანხმების თაობაზე.
    2016-06-13
  • თბილისის მერიის არქიტექტურის სამსახური, თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების განახლებული წესების, დაინტერესებული საზოგადოებისთვის გაცნობის მიზნით, აქტიურ საინფორმაციო კამპანიას აწარმოებს.

    დადგენილების ახალ რედაქციაში შეტანილი მნიშვნელოვანი სიახლეების აღწერილობით დაიბეჭდა საინფორმაციო ბუკლეტები, რომელიც მერიაში მოსულ მოქალაქეებს ურიგდებათ. მუშაობის აქტიურ რეჟიმზე არიან გადასული არქიტექტურის სამსახურის მოქალაქეთა საკონსულტაციო ჯგუფისა და ცხელი ხაზის თანამშრომლები.

    თბილისის ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესების ახალი რედაქცია, რომელიც ქალაქის ქაოტური განაშენიანების პრევენციისთვის მნიშვნელოვან რეგულაციებს აწესებს,  თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულომ  2016 წლის 24 მაისს დაამტკიცა.

    2016-06-13
  • ა(ა)იპ „თბილისის განვითარების ფონდი“ გეგმავს ორბელიანის მოედნის მიმდებარედ, ასევე ათონელის, ფხოვისა და სობჩაკის ქუჩებზე მდებარე შენობების რეაბილიტაციას.

    პირველ ეტაპზე დაიგეგმა საპროექტო სამუშაოების შესყიდვა, რისთვისაც 2016 წლის 31 მაისს სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ელექტრონულ სისტემაში ა(ა)იპ „თბილისის განვითარების ფონდის“ მიერ გამოცხადდა არქიტექტურული კონკურსები CNT160000081; CNT160000082; CNT160000083; CNT160000084; CNT160000085 საპროექტო სამუშაოების საუკეთესო შემსრულებლის გამოსავლენად.

    2016-06-10
  • ​„ალეკო ელისაშვილმა ყოველგვარი დასაბუთების გარეშე ცილი დამწამა და ჩემი ღირსების შელახვისათვის მას შევხვდები სასამართლოში“, - ამის შესახებ თბილისის მერიის არქიტექტურის სამსახურის უფროსმა დიმიტრი მოსულიშვილმა დღეს თბილისის მერიაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. 

    მისივე თქმით, გუშინ 8 ივნისს ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გადაცემა „სხვა შუადღის“ ეთერში სტუმრად მყოფმა საკრებულოს წევრმა ალეკო ელისაშვილმა ყოველგვარი დასაბუთების გარეშე მისი და არქიტექტურის სამსახურის თანამშრომლების მისამართით გამოიყენა შეურაცხმყოფელი გამონათქვამები. 

    „როგორც ჩანს, ბატონ ელისაშვილს თავისებური წარმოდგენა აქვს ღირსებაზე, ამიტომ იაფასიანი პოპულარობის მოპოვების მიზნით თავს უფლებას აძლევს თქვას, რაც ენაზე მოადგება და იძახოს ტყუილები ყოველგვარი დასაბუთების გარეშე. მე ნამდვილად არ ვაპირებ, მოვითმინო მისი მხრიდან ჩემი ღირსების შელახვა და ამიტომ ბატონ ელისაშვილს შევხვდები სასამართლოში. მე ვარ საჯარო მოხელე და ამიტომ განსაკუთრებული პასუხისმგებლობა მაკისრია საზოგადოების წინაშე, ამიტომ მიმაჩნია, რომ საჯარო მოხელეებმა უპასუხოდ არ უნდა დატოვონ მსგავსი ბრალდება“, - განაცხადა დიმიტრი მოსულიშვილმა
    2016-06-09
  • ტექნიკური პრობლემების გამო ხარვეზებით მუშაობს თბილისის არქიტექტურის სამსახურის ვებგვერდი www.tas.ge, რის გამოც შეფერხებულია განცხადებების მიღების პროცესი.
    ჩვენი ტექნიკური პერსონალი მუშაობს აღნიშნული პრობლემის მოგვარებაზე.

    2016-06-09
  • თბილისის არქიტექტურის სამსახურის ორგანიზებით, დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის განახლებაზე მომუშავე ჯგუფმა „სითი ინსტიტუტი საქართველომ“ ამ ეტაპისთვის დასრულებული სამუშაოების ანგარიში წარმოადგინა.

    თბილისის საკრებულოში გამართულ შეხვედრას ესწრებოდნენ თბილისის მერი დავით ნარმანია, მერის მოადგილე გიორგი ლილუაშვილი, საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილი, საკრებულოს დეპუტატები, არქიტექტორები, ურბანისტები და დეველოპერები.

    თბილისის არქიტექტურის სამსახურის უფროსის დიმიტრი მოსულიშვილის განცხადებით, საკრებულოში წარმოდგენილი შუალედური ანგარიში იძლევა ზუსტ წარმოდგენას თუ რა მდგომარეობაა ქალაქში ეკოლოგიური, ტრანსპორტის, ფუნქციური ზონების და სხვა მიმართულებებით, შესაბამისად, აღნიშნული სამუშაოს დასრულება მნიშვნელოვანი ეტაპია ქალაქის განვითარების ახალ გამოწვევებსა და პრიორიტეტებზე ორიენტირებული გენერალური გეგმის შემუშავების პროცესში.

    როგორც „სითი ინსტიტუტი საქართველოს“ წარმომადგენლებმა აღნიშნეს, წინასაპროექტო კვლევის შედეგად გამოიკვეთა ქალაქის მიმდინარე საჭიროებები, დასრულდა გეგმარებითი დავალების პროექტისა და მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის კონცეფციის დაზუსტების პროცესი.

    თბილისის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის განახლებაზე თბილისის მერიის არქიტექტურის სამსახურის მიერ გამოცხადებულ კონკურსში გამარჯვებული კონსორციუმი მუშაობს. საკონკურსო პირობების მიხედვით, განახლებული დოკუმენტის წარმოდგენის საბოლოო ვადაა 2017 წლის 17 აპრილი.

    2016-06-04
  • დამტკიცდა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს №14-39 დადგენილება. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესების შესახებ, რომელმაც ჩაანაცვლა ქალაქ თბილისის საკრებულოს 2009 წლის 27 მარტის№4-13 გადაწყვეტილება.

    არქიტექტურის სამსახური იწყებს ტრენინგების ციკლს, რომელიც დაინტერესებულ პირებს საშუალებას მისცემს სამსახურის წარმომადგენლებისგან  მიიღონ დეტალური და ამომწურავი ინფორმაცია ახალი რედაქციის შესახებ.

    რეგისტრაცია http://goo.gl/forms/fzJkUmA2UjOD1Y7D2

     

    2016-06-03
  • თბილისის ქაოტური განაშენიანების მანკიერ პრაქტიკის აღკვეთის მიზნით შემუშავებულ საკანონმდებლო ცვლილებებს დედაქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულომ მხარი დაუჭირა. თბილისის ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესებში, თბილისის მერიის ინიცირებული ცვლილებების მიხედვით, ქალაქის ცენტრალურ ნაწილში მრავალბინიან  საცხოვრებელ სახლებზე 2 კოეფიციენტის გადამეტება აღარ მოხდება, ასევე იზღუდება განაშენიანება გამწვანებულ ტერიტორიებზე, რაც მეტი საჯარო სივრცეების შენარჩუნებას შეუწყობს ხელს.

    თბილისის არქიტექტურის სამსახურის უფროსის დიმიტრი მოსულიშვილის განცხადებით, აღნიშნული ცვლილებების მიღება გარდამავალი პერიოდის ღონისძიებაა, იმ საბოლოო პოლიტიკის შემუშავებამდე, რომელსაც მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის განახლებაზე მომუშავე გუნდი შეასრულებს. მისი განმარტებით, 2 კოეფიციენტის შეზღუდვა არ გავრცელდება თბილისის პერიფერიაზე, რათა გარეუბნებს ურბანული განვითარების მეტი საშუალება მიეცეს.

    ახალი რედაქციის მიხედვით, ასევე დარეგულირდა ქალაქის იერსახის მოწესრიგების წესები, ხოლო კონკრეტული უბნების განვითარებისთვის, აუცილებელი პირობა გახდა განაშენიანების რეგულირების გეგმის (გრგ) შემუშავება, რაც თბილისში ქაოტური მშენებლობების განხორციელების წინააღმდეგ კიდევ ერთ მნიშვნელოვან პრევენციულ მექანიზმს წარმოადგენს.

    2016-05-24
  • ​ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის შტატით გათვალისწინებული ვაკანტური თანამდებობების დასაკავებელი კონკურსის პროგრამის, ეტაპების, პირობების, შეფასების ფორმებისა და ჩატარების გრაფიკის შეთანხმების თაობაზე.
    2016-05-18
  • ჩვენ, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომლის თანახმადაც, ქალაქის ცენტრალურ ნაწილში წესდება დროებითი შეზღუდვა საცხოვრებელ სახლებზე 2 კოეფიციენტის გაზრდასთან დაკავშირებით, რაც საშუალებას მოგვცემს, შევცვალოთ  წლების განმავლობაში დამკვიდრებული მანკიერი პრაქტიკა - თბილისის ცენტრალური და ისტორიული ნაწილის ქაოტური განაშენიანება, ისედაც მჭიდრო დასახლებებში“, - ამის შესახებ თბილისის მერმა დავით ნარმანიამ დედაქალაქის მერიაში დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მისივე თქმით, ქალაქის ქაოტური განაშენიანებისა და დაურეგულირებელი მშენებლობების წინააღმდეგ მერია კონკრეტულ ნაბიჯებს დგამს.

    ცვლილებები თბილისის ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესებში შევა და დოკუმენტი, თბილისის მერის განცხადებით, საკრებულოს დასამტკიცებლად დღესვე გადაეგზავნება.

    საცხოვრებელ სახლებზე 2 კოეფიციენტის გაზრდა დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის შემუშავებამდე შეიზღუდება, გენ. გეგმის საბოლოო ვარიანტში კი, დავით ნარმანიას განცხადებით, დადგინდება ქალაქის განაშენიანების ცივილური წესები, რაც დედაქალაქის მთავრობას თბილისში ქაოტური მშენებლობების დარეგულირების შესაძლებლობას მისცემს.

    რაც შეეხება სხვა უბნებს, დროებითი შეზღუდვა მათ არ შეეხება, რათა გარეუბნებს  განვითარების საშუალება მიეცეს.

    როგორც დღეს გამართულ ბრიფინგზე თბილისის მერმა განაცხადა, დედაქალაქის მთავრობის მნიშვნელოვანი პრიორიტეტი თბილისის გამწვანებაა და ამ მიმართულებითაც ძალიან კონკრეტული ნაბიჯები გადაიდგმება, კერძოდ, იმ გამწვანებულ ტერიტორიებზე (სკვერები, ბაღები), რომლებიც  საცხოვრებელ ზონებში ხვდება, განაშენიანება შეიზღუდება.

    ქალაქში აქტიური უნდა გახდესმწვანე სახურავებისთემა, შესაბამისად, მშენებლობის პროცესში მწვანე სახურავებისა და ტერასების გავითარება დედაქალაქის მთავრობისგან წახალისებული იქნება სხვადასხვა ფორმით! დადგინდება სახურავების ერთიანი სტანდარტი, რათა ქალაქის გადმოსახედები იყოს ერთიანი და არ იყოს ამოვარდნილი საერთო კონცეფციიდან!“, - ამის შესახებაც თბილისის მერმა დედაქალაქის მერიაში დღეს გამათულ ბრიფინგზე განაცხადა.

    დავით ნარმანიას თქმით, დარეგულირდება ქალაქის იერსახის მოწესრიგების წესები. ასევე, კონკრეტული უბნების განვითარებისას, შემუშავდება განაშენიანების რეგულირების გეგმები (გრგ), რაც იქნება  კიდევ ერთი და მნიშვნელოვანი პრევენციული ღონისძიება თბილისში ქაოტური მშენებლობების განხორციელების წინააღმდეგ.


    ტერიტორიულ-სტრუქტურული ზონირების პროექტის რუკა იხილეთ ბმულზე. 

    შენიშვნა: კ2 კოეფიციენტის გადამეტების შეზღუდვა გავრცელდება რუკაზე მითითებულ ცენტრალურ და შუალედურ ზონებზე.
    2016-05-06
  • თბილისის მერიაში დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის განახლებაზე მომუშავე კონსორციუმმა შუალედური ანგარიში წარმოადგინა. ანგარიში დედაქალაქის მთავრობის წევრებს „სითი ინსტიტუტი საქართველოს“ წარმომადგენლებმა გააცნეს. 
    სამუშაო შეხვედრა თბილისის არქიტექტურის სამსახურის ორგანიზებით გაიმართა და მას  თბილისის მერი დავით ნარმანია, ვიცე-მერი ლაშა აბაშიძე, საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილი, საკრებულოს დეპუტატები, არქიტექტორები და დეველოპერები დაესწრნენ.

    თბილისის არქიტექტურის სამსახურის უფროსის, დიმიტრი მოსულიშვილის განცხადებით, გენერალური გეგმის განახლებაზე მომუშავე ჯგუფმა მოსამზადებელი სამუშაოები პირველ ეტაპზე დაასრულა. მისივე თქმით, შუალედური ანგარიში იძლევა ზუსტ წარმოდგენას თუ რა მდგომარეობაა ქალაქში ეკოლოგიური, ტრანსპორტის, ფუნქციური ზონების და სხვა მიმართულებებით. 

    როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, დასრულდა გეგმარებითი დავალების პროექტისა და მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის კონცეფციის დაზუსტების პროცესი. გეგმარებითი დავალება მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის შემუშავების საკვანძო ეტაპს წარმოადგენს, ის ადგენს დაგეგმვის და მისი განხორციელების ეკოლოგიურ, ტექნიკურ, საორგანიზაციო პირობებს. მასში დაზუსტებულია მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის შინაარსი და შემადგენლობა. 

    გენერალური გეგმის განახლებაზე თბილისის მერიის არქიტექტურის სამსახურის მიერ გამოცხადებულ კონკურსში გამარჯვებული კონსორციუმი მუშაობს. შემდეგი სამუშაო შეხვედრა სამ თვეში გაიმართება.
    2016-05-04
  • თბილისის არქიტექტურის სამსახურმა „ქ. თბილისის ტერიტორიის გამოყენების და განაშენიანების რეგულირების წესების დამტკიცების შესახებ“ დადგენილებაში ცვლილების პროექტის საჯარო განხილვა მოაწყო. დისკუსიაში, რომელიც თბილისის მერმა დავით ნარმანიამ გახსნა, მერიის წარმომადგენლებთან ერთად, მონაწილეობდნენ თბილისის საკრებულოს დეპუტატები, არასამთავრობო სექტორი, არქიტექტორები და დეველოპერები.
    თბილისის არქიტექტურის სამსახურის უფროსის დიმიტრი მოსულიშვილის განცხადებით, თბილისის განაშენიანების რეგლამენტირებისთვის ამ მნიშვნელოვან დოკუმენტში ჩადებული ახალი რეგულაციებით დაწესდება სამშენებლო პროცესის დროებითი რეჟიმი, რაც მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის დამტკიცებამდე თავიდან აგვაცილებს ქალაქის ტერიტორიების არასწორ განვითარებას. ასევე გამოსწორდება ცალკეულ ნორმებში არსებული ხარვეზები, რაც ინტერპრეტაციის საშუალებას იძლევა და სამშენებლო პროცესებში ქალაქის ურბანული განვითარების ინტერესების საწინააღმდეგოდ გამოიყენება.

    ცვლილებათა პროექტის მომზადებას წინ უძღვოდა თბილისის არქიტექტურის სამსახურისა და მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის განახლებაზე მომუშავე ჯგუფის წევრების მიერ „თბილისის ტერიტორიის გამოყენების და განაშენიანების რეგულირების წესების“ რევიზია.

    ცვლილებათა პროექტით, გამკაცრებულია განაშენიანების კოეფიციენტის გადამეტების წესი, რაც თბილისში მრავალბინიან საცხოვრებელი სახლების მომრავლების მიზეზად სახელდება. ეს პრაქტიკა დასაშვები იქნება მხოლოდ განვითარების განსაკუთრებული მიზეზების არსებობისას, რაც დაკავშირებული იქნება მაღალ საზოგადოებრივ ან სახელმწიფოებრივ საჭიროებებთან. ამასთან, დაზუსტდება გადამეტებისთვის აუცილებელი ტერიტორიის კვლევის წესი და გადამეტების მიზანშეწონილობის დასაბუთება.

    ცვლილებების შედეგად გამოსწორდება მოქმედი ნორმები, რომელიც ორაზროვანი შინაარსის შედეგად მშენებლობისგან პრაქტიკულად დაუცველს ტოვებდა სარეკრეაციო და გამწვანებული ტერიტორიების. პროექტის მიხედვით, გამწვანებულ ტერიტორიებზე უნდა გავრცელდეს სარეკრეაციო ზონის მოთხოვნები და რეჟიმები, და არ უნდა დაიშვას მშენებლობები, იმ შემთხვევაშიც კი, თუ ისინი სხვა ფუნქციურ ზონებშია (მათ შორის საცხოვრებელ და საქმიან ზონაში) მოქცეული.

    ცვლილებების მიხედვით, ასევე შემოღებული იქნება შენობების გარე იერსახის რეგულირების წესები; დაზუსტდება ავტო-პარკირების მოწყობის ვალდებულების საკითხები.

    „ქ. თბილისის ტერიტორიის გამოყენების და განაშენიანების რეგულირების წესები“ თბილისისთვის ადგენს სამშენებლო პირობებს, რომლებიც მიღებულია 2009 წელს დედაქალაქის გენერალურ გეგმასთან ერთად და მას შემდეგ არ შეცვლილა.

    კონსულტაციების შემდეგ, პროექტი განსახილველად თბილისის საკრებულოში გადაიგზავნება. 
    2016-04-25
  • ​თბილისის არქიტექტურის სამსახურთან გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე,  დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის განახლებაზე მომუშავე ჯგუფმა „სითი ინსტიტუტი საქართველო“ მორიგი შუალედური ანგარიში წარმოადგინა. 

    ამ ეტაპზე დასრულდა გეგმარებითი დავალების პროექტისა და მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის კონცეფციის დაზუსტების პროცესი. ასევე შედგენილია დაგეგმვის საყრდენი დოკუმენტაცია და გადაუდებელ ღონისძიებათა დოკუმენტაცია.

    რეგლამენტის მიხედვით, საბოლოოდ გეგმარებითი დავალების პროექტს თბილისის მუნიციპალიტეტის „დასახლებათა ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების საკითხთა საბჭოსა“ და თბილისის მერიაში შექმნილ კულტურული მემკვიდრეობის დაცვის საბჭოს დასკვნის საფუძველზე, განიხილავს და ამტკიცებს დედაქალაქის საკრებულო.

    თბილისის მერიის არქიტექტურის სამსახურმა მოქმედი მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის ანალიზი 2015 წლის იანვარს დაასრულა. შეიქმნა,  ქალაქის ტერიტორიულ-სივრცითი განვითარების ახალ გამოწვევებსა და პრიორიტეტებზე ორიენტირებული გენერალური გეგმის განახლების გადაუდებელი აუცილებლობა. კონკურსი 2015 წლის 19 მაისს გამოცხადდა და საკონკურსო წინადადებების მიღება 1 აგვისტოს დასრულდა. პირველი ადგილი დაიკავა იურიდიულ პირთა გაერთიანება „მომავლის ქალაქმა“. 
    2016-04-22
  • ქალაქში ჯანმრთელი ტრანსპორტის  განვითარების  მიმართ სამოქალაქო სექტორის სხვადასხვა წრეში გამოხატული მაღალი ინტერესის გათვალისწინებით და აგრეთვე, დედაქალაქში ბოლო პერიოდში ველო მოყვარულთა გაზრდილი რაოდენობის გათვალისწინებით, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის ურბანული მართვისა და განვითარების ჯგუფმა და საპროექტო განყოფილებამ ქ. თბილისის ველო ქსელის განვითარების კონცეფციაზე დაიწყო მუშაობა. კონცეფციის მიზანია ქალაქში დაინერგოს და წახალისდეს ეკოლოგიურად ჯანმრთელი გადაადგილების სატრანსპორტო საშუალება – ველოსიპედი.

    პროექტის ფარგლებში უკვე გაიმართა რამდენიმე სამუშაო შეხვედრა, როგორც მერიის მერიის საქალაქო სამსახურების წარმომადგენლებთან, ისე დარგის განვითარებით დაინტერესებულ ჯგუფებთან და პირებთან (თბილისის ველო მოყვარულთა კლუბი, სამთო ველოსპორტის კლუბი, ეკონომიკის სამინისტროს სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტო, გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის ორგანიზაციიდან (GIZ) მსგავს კონცეფციაზე მომუშავე სპეციალისტი).

    კონცეფციის  თანახმად,  ველო  ქსელის  განვითარება  საერთაშორისო გამოცდილების გათვალისწინებთ, უნდა განხორციელდეს ეტაპობრივად:

     

    1 გაააბი ად ზე რთხო იკბი ფორეა;

    2 კიბი ბიწყა;

    3  აფხო ბიიკბი ფომია;

    4 აქალ გაეკრე ერიტ ბიიკბი მირეა;

    5 მიწისშა აზოგაივსპში ლოსიბი განი აშა;

    6 მიწისედაზოგაებივტი ჭუველო რე;

    7 ბი ნდბი გაზალოტი.

     

    შესაბამისად,  საწყის  ეტაპად  არჩეულ  იქნა  გადაადგილების  მარშრუტების  და ველო ბილიკების ფორმირების პროექტი. ამ მიზნით, კონცეფციის შემუშავების საწყის ეტაპზევე, ჯგუფმა მოიძია და შეისწავლა მანამდე არსებული პროექტები:

     

    1.      Smart Moving Tbilisi <> ოლნდური კომპანია Move Mobility”  (2014 );

    2.      GIZ-ლოყვოფსიალ სიისტად ჩაული ბიისიპც პრი (2015 );

    3.      Pilot Cycle way scheme <> ირლანდიური ფირმ ARUP თბილისის ცენტრში საპილოტე მონაკვეთი ველო-ბილიკისათვის (2010 წელი).

     

    ლო ქ მირების გამოწვევებს შორის არის:

     

        მისწვ  (მის ნებისმი ოს   ნებისმიერ  მიერ გაბი ლოა);

        პრაქტიკულო  (ლოსიპედისვის    მისაღი    , ების სიმ, გაებილე ნძი ...);

        აფრთ   (ცული      ბილი      ა     კირეა, აავტლო ძრაობისგან გალი ზოლი).

     

    ყვლა ამ გაწვუხი გა ბი ლო ბიიკბის სიხლის, რაც რდრ გა ზე მიულობ ენრები ერტიბიარსებობიდან. მიულობი ენებად/წეტი ბი ოლოსა გასწვტიულ ემდეგი ობიები:

     

    1.   მსვილირერეივრცბი;

    2.   სკოლო ივერიტი;

    3.   აჭაქმი ი;

    4.   აზოგაივ კვ ბიბი;

    5.   აზოგაივნსტი გაჩრები.

     

    ივ ოაულ ალისწინებ,  გაიკვეა  ენტალრი ბნბი  რე  უჩბი.  ლო    ში გაიყი უ:

     

                    I.          აჟა ფშაველას გაზ. <> ქ. <> აზ გაზ. <> კი გაზ.

                  II.          ჭავჭავაძის გამზ. <> მელიქიშვილის       გამზ. <> რუსთაველის გამზ. <> თავისუფლების მოედანი <> პუშკინის ქ. <> შავთელის ქ. <> ერეკლე II ქ.

                III.          ზაარბრიუკენის მოედანი <> აღმაშენებლის გამზ.

     

    ამჟამად მიმდინარეობს საპილოტე მარშრუტზე მუშაობა.

    2016-02-22
  •       საქართველოს საგადასახადო კოდექსში 2015 წელს 20 მარტს განხორციელებული ცვლილებების და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის დავალების საფუძველზე, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის მიერ მომზადდა „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის (20.03.2015წ. #3407-IIს) 79–ე და მე–80 ნაწილებით გათვალისწინებული შეღავათების გამოსაყენებლად ობიექტების ნუსხა.
    2016-02-04
  • . თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის  შტატით გათვალისწინებული ვაკანტური თანამდებობების დასაკავებელი კონკურსის პროგრამის, ეტაპების, პირობების, შეფასების ფორმებისა და ჩატარების გრაფიკის შეთანხმების თაობაზე

    საჯარო სამსახურის შესახებსაქართველოს კანონის, „საჯარო სამსახურის შესახებსაქართველოს კანონით გათვალისწინებული კონკურსის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 18 ივნისის 412 დადგენილების მე-12 მუხლის მე-4 პუნქტის, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 30 დეკემბრის 20-104 დადგენილებით დამტკიცებული ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საჯარო სამართლის იურიდიული პირისქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის წესდების (დებულების) მე-5 მუხლის პირველი პუნქტის ,,ქვეპუნქტისსაფუძველზე, ვბრძანებ:

    1.       გამოცხადდეს . თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის შტატით გათვალისწინებული ვაკანტური თანამდებობების დასაკავებელი კონკურსი 1 დანართით განსაზღვრულ ვაკანტურ თანამდებობებზე;

    2.       დამტკიცდეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის შტატით გათვალისწინებული ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები 2 დანართის შესაბამისად;

    3.       დაევალოს . თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურში შტატით გათვალისწინებული ვაკანტური თანამდებობების დასაკავებელი კონკურსის ჩატარების უზრუნველსაყოფად შექმნილ საკონკურსო-საატესტაციო კომისიას კონკურსის ჩასატარებლად შესაბამისი ღონისძიებების გატარება;

    4.       შეთანხმებულ იქნას . თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურში შტატით გათვალისწინებული ვაკანტური თანამდებობების დასაკავებელი კონკურსის ჩატარების უზრუნველსაყოფად შექმნილი საკონკურსო-საატესტაციო კომისიის მიერ წარმოდგენილი . თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის შტატით გათვალისწინებული ვაკანტური თანამდებობების დასაკავებელი კონკურსის პროგრამა, ეტაპები, პირობები, შეფასების ფორმები და ჩატარების გრაფიკი 3 დანართის შესაბამისად;

    5.       შეთანხმებულ იქნას . თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურში შტატით გათვალისწინებული ვაკანტური თანამდებობების დასაკავებელი კონკურსის ჩატარების უზრუნველსაყოფად შექმნილი საკონკურსო-საატესტაციო კომისიის მიერ წარმოდგენილი კანდიდატის შეფასების ფორმები (დანართი №4: დანართი №4.1; დანართი №4.2);

    ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე–12 კილომეტრი, 6), მისი ოფიციალური წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში. 
    2015-12-22
  • ​ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის მიერ ამა წლის 25 სექტემბერს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტში, მდ. ვერეს ხეობისა და მისი მიმდებარე ტერიტორიის „ჩარჩო გეგმის“ შემუშავებაზე გამოცხადებულ კონკურსში გამარჯვებულ პრეტენდენტად გამოვლინდა შპს „არქიტექტურული ბიურო“ და კონკურსის სახელმწიფო შესყიდვის ერთიანი ელექტრონული სისტემის მეშვეობით, საკონკურსო კომისიის შეფასების შესაბამისად, ავტომატურად მიენიჭა სტატუსი „გამარჯვებული გამოვლენილია“.

    არქიტექტურის სამსახურმა საკონკურსო პირობების შესაბამისად გასცა „ჩარჩო გეგმის“ დამუშავების დავალება და გამარჯვებულ პრეტენდენტთან გააფორმა სახელმწიფო შესყიდვის ხელშეკრულება. გამარჯვებული კონკურსანტი ვალდებულია უზრუნველყოს „ჩარჩო გეგმასთან“ დაკავშირებული სრული საპროექტო დოკუმენტაციის „შემსყიდველისათვის“ გადაცემა, რომელიც უნდა დამუშავდეს დავალების შესაბამისად და  მოიცავდეს შემდეგი სახის მასალებს:

    ·         სიტუაციური გეგმა, მ 1:15000;

    ·         „ჩარჩო გეგმის“ ტექსტური ნაწილი: აღწერა და განმარტებითი ბარათი, რომელიც უნდა მოიცავდეს ფიზიკურ და დოკუმენტურ კვლევას, რეალიზაციის (განხორციელების ეტაპები  და  რიგითობა) პროგრამასა  და  ქალაქგეგმარებით მაჩვენებლებს;

    ·         ტერიტორიის განვითარების სივრცით–გეგმარებითი კონცეფცია  (გრაფიკული ნაწილი);

    ·         თემატური სქემები, მათ შორის სატრანსპორტო, საინჟინრო, გამწვანება–რეკრეაცია და სხვა სქემები ავტორის შეხედულებისამებრ;

    ·         დამატებითი დოკუმენტაცია, ავტორის შეხედულებისამებრ.

    „ჩარჩო გეგმის“ შესყიდვის ღირებულება შეადგენს 69618,82 (სამოცდაცხრა ათას ექვსას თვრამეტი ლარი 82 თეთრი) ლარს კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადების ჩათვლით და მოიცავს „ჩარჩო გეგმასთან“ დაკავშირებულ ყველა ხარჯს. აღნიშნული შესყიდვა ხორციელდება არასაბიუჯეტო, სამსახურის საკუთარი სახსრებით.

     „ჩარჩო გეგმის“ შემუშავების მიზანია ხელი შეუწყოს საპროექტო ტერიტორიის ოპტიმალურ ურბანულ განვითარებას, შემდეგი პრინციპების დაცვით:

    ·                     „მდგრადი განვითარება“ (ეკონომიკური და სხვა საქმიანობის გარემოზე უარყოფითი ზემოქმედების მინიმალიზება; სარეკრეაციო რესურსების ეფექტიანი გამოყენება და დაცვა; ახლანდელი და მომავალი თაობებისათვის ჯანსაღი საცხოვრებელი გარემოს არსებობა);

    ·                     „თანაბარი შესაძლებლობების სივრცე“;

    ·                     საჯარო და კერძო ინტერესების შეჯერება.

    სამსახურის მიერ გაცემული დავალების შესაბამისად, „ჩარჩო გეგმის“ სივრცით-გეგმარებითი კონცეფცია უნდა დაეფუძნოს ფიზიკური და დოკუმენტური კვლევის დეტალურ ანალიზს; შეაჯეროს ტერიტორიის განვითარების შესაძლებლობები, შეზღუდვები, გამოწვევები, რისკები და შექმნას შეწონილი კონცეფცია – საპროექტო გადაწყვეტ(ებ)ის სახით.

    შპს „არქიტექტურული ბიუროს“ მიერ წარმოდგენილი და კომისიის მიერ მოწონებული ხედვა შეგიძლიათ იხილოთ თანდართულ ფაილში.

    კონკურსთან დაკავშირებული სრულყოფილი ინფორმაციის (მათ შორის წარმოდგენილი საკონკურსო წინადადები, კონკურსანტების პროფესიული კვალიფიკაციისა და გამოცდილების მიმართ დადგენილი მოთხოვნები, საკონკურსო კომისიის შეფასებები, ხელშეკრულება და სხვა) ნახვა შესაძლებელია სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ოფიციალურ ვებ–გვერდზე www.procurement.gov.ge > კონკურსების ელექტრონული მოდული > საკონკურსო განცხადების ნომრით: CNT150000050.
    2015-12-04

    • არასწორად შერჩეული ნომენკლატურა: 
    როდესაც ელექტრონული განაცხადი დაფიქსირდება შეუსაბამო ან არასრული ნომენკლატურით, დარჩება განუხილველი და განმცხადებელს მიეთითება მხოლოდ ნომენკლატურის სწორად შერჩევის შესახებ.


    • ელექტრონული განაცხადის განხილვა: 
    არქიტექტურის სამსახურში სტანდარტული განაცხადი განიხილება სამსახურში 20 სამუშაო დღის განმავლობაში (პირველი კლასი 5 სამუშაო დღის განმავლობაში), არაუმეტეს ზემოაღნიშნული ვადებისა განმცხადებელს ეცნობება წერილობით, ასევე ელექტრონულად, განაცხადში არსებული ხარვეზების შესახებ და ეძლევა გარკვეული ვადა მის გამოსასწორებლად. ამის შემდგომ, განმცხადებლის მიერ შემობრუნებული იგივე განაცხადი დარჩება განუხილველი თუ არ იქნება გათვალისწინებული სრულად დადგენილი ხარვეზები და მითითებები, ხოლო ხარვეზების სრულად გათვალისწინების შემთხვევაში განაცხადზე გაიცემა შესაბამისი ნებართვა/თანხმობა კანონით გათვალისწინებულ ვადაში.


    • დაჩქარებული წესით ელექტრონული განაცხადის განხილვა: 
    არქიტექტურის სამსახურში დაჩქარებული ტიპის განაცხადის განხილვის ვადა დამოკიდებულია თანხის ოდენობაზე (იხ.დაჩქარებული მომსახურების სახეობები) მაგალითად: არქიტექტურული პროექტის შეთანხმება, 5 სამუშაო დღის განმავლობაში–300 ლარი, მესამე სამუშაო დღეს განმცხადებელს უდგინდება ხარვეზები (ასეთის არსებობის შემთხვევაში), ეცნობება წერილობით, ასევე ელექტრონულად, განაცხადში არსებული ხარვეზების შესახებ და ეძლევა გარკვეული ვადა მის გამოსასწორებლად. ამის შემდგომ, განმცხადებლის მიერ შემობრუნებული იგივე განაცხადი დარჩება განუხილველი თუ არ იქნება გათვალისწინებული სრულად დადგენილი ხარვეზები და მითითებები, (თანხა დაბრუნებას არ ექვემდებარება) ხოლო ხარვეზების სრულად გათვალისწინების შემთხვევაში განაცხადზე გაიცემა შესაბამისი ნებართვა/თანხმობა დარჩენილ 2 სამუშაო დღეში.


    დამატებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ

    ცხელი ხაზი ტელ: 2722222, ტექნიკური პრობლემების ცხელი ხაზი ტელ: 2378346 

    საკონსულტაციო ჯგუფი

    ქ.თბილისის მერია II სართული, ოთახი #9 da ქ.თბილისის რაიონული გამგეობები,

    სამუშაო საათები: 09:00-18:00


    2015-11-18
  • ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახური აცხადებს კონკურსს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტში, მდინარე ვერეს ხეობისა და მისი მიმდებარე ტერიტორიისჩარჩო გეგმაზე“.

    გამარჯვებული კონკურსანტის მიერ, “ჩარჩო გეგმის დამუშავება და შემსყიდველისათვის გადაცემა უნდა განხორციელდეს ხელშეკრულების გაფორმებიდან 2 (ორი) თვის განმავლობაში. გამარჯვებული კონკურსანტი ვალდებულია უზრუნველყოს ჩარჩო გეგმასთან დაკავშირებული სრული საპროექტო დოკუმენტაციის შემსყიდველისათვის გადაცემა, რომელიც უნდა მოიცავდეს შემდეგი სახის მასალებს:

    ·     სიტუაციური გეგმა, 1:15000;

    ·   „ჩარჩო გეგმის“ ტექსტური ნაწილი: აღწერა და განმარტებითი ბარათი, რომელიც უნდა მოიცავდეს ფიზიკურ და დოკუმენტურ კვლევას, რეალიზაციის (განხორციელების ეტაპები  და  რიგითობა) პროგრამასა  და  ქალაქგეგმარებით მაჩვენებლებს;

    ·      ტერიტორიის განვითარების სივრცით–გეგმარებითი კონცეფცია  (გრაფიკული ნაწილი);

    ·      თემატური სქემები, მათ შორის სატრანსპორტო, საინჟინრო, გამწვანება–რეკრეაცია და სხვა სქემები ავტორის შეხედულებისამებრ;

    ·      დამატებითი დოკუმენტაცია, კონკურსანტის შეხედულებისამებრ.



    ჩარჩო გეგმის შესყიდვის სავარაუდო ღირებულებას წარმოადგენს 59 322 (ორმოცდაცხრამეტი ათას სამას ოცდაორი) ლარი, კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადების ჩათვლით, დღგ–ს გარეშე.



    კონკურსთან დაკავშირებული სრულყოფილი ინფორმაციის, მათ შორის საუკეთესო საკონკურსო წინადადების გამოვლენისა და კონკურსანტების პროფესიული კვალიფიკაციისა და გამოცდილების მიმართ დადგენილი მოთხოვნების ნახვა შესაძლებელია სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ოფიციალურ ვებგვერდზეwww.procurement.gov.ge, საკონკურსო განცხადების ნომრით: CNT150000050.



    საკონკურსო წინადადება ატვირთული უნდა იქნას ელექტრონულად, ვებგვერდზე სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ოფიციალურ ვებგვერდზეwww.procurement.gov.ge.




    ჩამოტვირთეთ ჩარჩო გეგმის“ დამუშავებისათვის, საჭირო დოკუმენტაცია.
    2015-09-28
  • პირველი ადგილი დაიკავა იურიდიულ პირთა გაერთიანება „მომავლის ქალაქმა“, რომლის შემადგენლობაშიც შედიან როგორც ქართული, ისე გერმანული და ფრანგული კომპანიები და ორგანიზაციები, მათ შორის: ა(ა)იპ „სითი ინსტიტუტი საქართველო“, „Albert Speer & Partners GmbH“, „Sàrl -Atelier Alfred Peter Paysagiste“, „Dr. Brenner Ingenieurgesellschaft mbH“, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, CENN - Caucasus Environmental NGO Network. მათი კონსულტანტებია:Steinbeis Beratungszentren GmbH“, შპს „თბილისი ჯგუფი“ და „Fraunhofer“-ის ინსტიტუტი.

    მეორე ადგილი - შპს „არტსტუდიო პროექტის“, „Metrogramma Mobility in Chain“-ის, „Aecom“-ის ერთობლივმა ნამუშევარმა დაიკავა;

    ხოლო მესამე ადგილზე შპს „გეოგრაფიკის“, „KCAP“-ის, „Burohappold Engineering“-ის, „Studio 21“-ის ერთობლივმა პროექტი გავიდა.

    პირველ ადგილზე გასულ კომპანიასთან თბილისის მერია ხელშეკრულებას გააფორმებს, რომლის საფუძველზეც, არაუგვიანეს 18 თვეში, კომპანიამ სრულყოფილი მიწათსარგებლობის გენერალური გეგმა უნდა წარმოადგინოს.

    თბილისის მერიის არქიტექტურის სამსახურმა მოქმედი მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის ანალიზი 2015 წლის იანვარში დაასრულა, რის შედეგადაც შეიქმნა გადაუდებელი აუცილებლობა მომხდარიყო ქალაქის ტერიტორიულ-სივრცითი განვითარების ახალ გამოწვევებსა და პრიორიტეტებზე ორიენტირებული გენგეგმის შემუშავება-განახლება.

    გენგეგმის შემუშავება-განახლების პროცესში ჩართულია საერთაშორისო საკონსულტაციო კომპანია PWC (PricewaterhouseCoopers), რომელიც მსოფლიოს მასშტაბით 1000 დარგობრივი სპეციალისტით არის წარმოდგენილი და 20 ქალაქის, მათ შორის, ლიონის, ნიუ ორლეანის გენერალური გეგმების შემუშავებაში აქვს მონაწილეობა მიღებული. ამასთან, ამ დროისთვის PWC ბერლინის ქალაქგეგმარების პროექტზე მუშაობს.

    აღნიშნული მომსახურების საფასური შეადგენს 400 000 ამერიკულ დოლარს.

    კონკურსი 2015 წლის 19 მაისს გამოაცხადდა და საკონკურსო წინადადებების მიღება პირველ აგვისტოს დასრულდა. შემოსული 11 განაცხადიდან მეორე ტურში გადასვლა ექვსმა კონკურსანტმა შეძლო. საბოლოოდ, საკონკურსო კომისიამ ექვსივე პრეზენტაციის განხილვის შედეგად 3 გამარჯვებული გამოავლინა.

    წინასაპროექტო მოსაზრების (ხედვის) შესყიდვის ღირებულება კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადების ჩათვლით  I ადგილისათვის - 50 000 ლარს, II ადგილისათვის - 30 000 ლარს, ხოლო III ადგილისათვის - 20 000 ლარს შეადგენს.

    იხილეთ პირველ ადგილზე გასული კონკურსანტის საკონკურსო ნამუშევარი

    იხილეთ მეორე ადგილზე გასული კონკურსანტის საკონკურსო ნამუშევარი

    იხილეთ მესამე ადგილზე გასული კონკურსანტის საკონკურსო ნამუშევარი

    2015-09-21
  • საკონკურსო კომისიის გადაწყვეტილებით, კონკურსში მონაწილე კანდიდატები, 2015 წლის 26 და 27 აგვისტოს, გამართავენ საკონკურსო წინადადებების პრეზენტაციას. კანდიდატები საკონკურსო კომისიის წინაშე წარსდგენიან შემდეგი თანმიმდევრობით:

    26 აგვისტო

    10:00 – კანდიდატი 8 (კომპანია „SCP Consultants Pte Ltd. Singapore“, გიორგი გიორგაძე და სხვები);

    12:00 – კანდიდატი 9 (შპს „reicher haase associierte“, შპს „ლზკ“, ზურაბ ბაქრაძე და სხვები);

    14:30 – კანდიდატი 7 (შპს „გეოგრაფიკი“, KCAP, Burohappold Engineering, Studia 21, გიორგი გოცირიძე, პავლე ძიძიგური და სხვები).

    27 აგვისტო

    10:00 – კანდიდატი 3 (შპს „არტსტუდიო პროექტი“, Metrogramma, Mobility in Chain, Aecom, გიორგი სულაბერიძე და სხვები);

    12:00 – კანდიდატი 6 (შპს „ანი - არქიტექტორები“, პავლე ძინძიბაძე, ზაქარია ქურდიანი და სხვები);

    14:30 – კანდიდატი 11 (შპს „თბილისი ჯგუფი", ა(ა)იპ „სითი ინსტიტუტი საქართველო“, Albert Speer & Partner GmbH (AS&P), ნიკოლოზ ჭეიშვილი, მამუკა სალუქვაძე და სხვები).

    პრეზენტაციების ჩატარების ფორმა განისაზღვრა შემდეგი სახით:

    • პრეზენტაცია ტარდება მხოლოდ ერთი კანდიდატისა და საკონკურსო კომისიის მონაწილეობით;

    • კანდიდატს ეძლევა 30 წუთი პრეზენტაციისათვის და 1 საათი კითხვა – პასუხის რეჟიმისათვის;

    • პრეზენტაციის ენა: ქართული/ინგლისური;

    • თითო კანდიდატს შეუძლია თავისი გუნდის არაუმეტეს თხუთმეტი წევრის მოწვევა, რომლის შესახებაც ინფორმაცია წინასწარ მიეწოდება სსიპ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს, არაუგვიანეს 2015 წლის 25 აგვისტოსა.

    პრეზენტაციები გაიმართება სასტუმრო Courtyard Tbilisi–ში, მის.: 4 თავისუფლების მოედანი, თბილისი 0105

    2015-08-24
  • ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის  შტატით გათვალისწინებული ვაკანტური თანამდებობების დასაკავებელი კონკურსის პროგრამის, ეტაპების, პირობების, შეფასების ფორმებისა და ჩატარების გრაფიკის შეთანხმების თაობაზე


    „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული კონკურსის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 18 ივნისის №412 დადგენილების მე-12 მუხლის მე-4 პუნქტის, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 30 დეკემბრის №20-104 დადგენილებით დამტკიცებული ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის წესდების (დებულების) მე-5 მუხლის პირველი პუნქტის ,,ვ” ქვეპუნქტის,  საფუძველზე, ვბრძანებ:


    1. გამოცხადდეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის შტატით გათვალისწინებული ვაკანტური თანამდებობების დასაკავებელი კონკურსი №1 დანართით განსაზღვრულ ვაკანტურ თანამდებობებზე;
    2. დამტკიცდეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის შტატით გათვალისწინებული ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები №2 დანართის შესაბამისად;
    3. დაევალოს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურში შტატით გათვალისწინებული ვაკანტური თანამდებობების დასაკავებელი კონკურსის ჩატარების უზრუნველსაყოფად შექმნილ საკონკურსო-საატესტაციო კომისიას კონკურსის ჩასატარებლად შესაბამისი ღონისძიებების გატარება;
    4. შეთანხმებულ იქნას ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურში შტატით გათვალისწინებული ვაკანტური თანამდებობების დასაკავებელი კონკურსის ჩატარების უზრუნველსაყოფად შექმნილი საკონკურსო-საატესტაციო კომისიის მიერ წარმოდგენილი ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის შტატით გათვალისწინებული ვაკანტური თანამდებობების დასაკავებელი კონკურსის პროგრამა, ეტაპები, პირობები, შეფასების ფორმები და ჩატარების გრაფიკი №3 დანართის შესაბამისად;
    5. შეთანხმებულ იქნას ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურში შტატით გათვალისწინებული ვაკანტური თანამდებობების დასაკავებელი კონკურსის ჩატარების უზრუნველსაყოფად შექმნილი საკონკურსო-საატესტაციო კომისიის მიერ წარმოდგენილი კანდიდატის შეფასების ფორმები (დანართი №4: დანართი №4.1; დანართი №4.2);
    6. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე–12 კილომეტრი, №6), მისი ოფიციალური წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში. 

    2015-08-14
  • ქ. თბილისის არქიტექტურის სამსახურის ურბანული მართვისა და განვითარების ჯგუფის მიერ შემუშავებულ იქნა  პროექტი, რომელიც დამტკიცდა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 22/05/15 N 12–52, 9/06/15 N 13–58, 23/06/15 N 15–63, 17/07/15 N 18–70 დადგენილებებით. აღნიშნული პროექტის მიზანია გენერალური გეგმის უფლებრივი ზონირების რუკაში ისეთი საქალაქო გამწვანებული ტერიტორიების შესაბამის ფუნქციურ ზონებად გამოყოფა და მათი დაცვა სამშენებლო განვითარებისგან, რომლებზეც ამ დრომდე არ ვრცელდებოდა რეკრეაციული ზონის სტატუსი.

    გამწვანებული ტერიტორიები  შეიძლება მოქცეული იყოს შემდეგ ფუნქციური ზონებში: 
    სარეკრეაციო ზონა 1 – ზონა, რომელიც მდებარეობს განაშენიანებული ტერიტორიების საზღვრებში და მოიცავს გამწვანებულ ტერიტორიას (მაგ: ბაღი, ბულვარი, სკვერი, გაზონი და სხვა). აღნიშნულ ზონაში დაუშვებელია ყოველგვარი მშენებლობა გარდა:
     ა) განათების;
     ბ) სარწყავი სისტემის;
     გ) სარეკლამო ბილბორდის;
    დ) დეკორატიული გაფორმების ობიექტის;
    სარეკრეაციო ზონა 2 - ზონა, რომელიც წარმოადგენს  ზონას მდებარეს თბილისის განაშენიანებული ტერიტორიების საზღვრებში და მოიცავს გამწვანებულ ტერიტორიას (მაგ.: პარკი, ბაღი, ბულვარი, სკვერი, გაზონი), ღია სათამაშო მოედნებს და მსგავსი ტიპის სხვა ტერიტორიებს, სადაც ასევე დასაშვებია სპეციალური ზონალური ნებართვით დაშვებული მშენებლობის სახეობები, მაგალითად :ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლი, სასტუმრო, სამაყურებლო ობიექტი (ესტრადა, ამფითეატრი, საგამოფენო დარბაზი, ღიადა გადახურული კინოთეატრი),სასკოლო და სკოლამდელი ასაკის საბავშვო სპეციალიზებული დაწესებულებები და ა.შ.

    დედაქალაქის ტერიტორიაზე არსებული გამწვანებული ტერიტორიების მიმართ სამშენებლო ბაზრის ზეწოლის პირობებში, რაც ეკოლოგიური მდგომარეობის გაუარესების რისკებს შეიცავს და საფრთხეს უქმნის დედაქალაქის ურბანული გარემოს სიჯანსაღესა და მდგრად განვითარებას, დღის წესრიგში დგას გამწვანებული ტერიტორიების მკაცრი დაცვის საკითხი განაშენიანებისგან და სხვა მსგავსი სამშენებლო ინტერვენციისგან.

    აღნიშნული, უპირველს ყოვლისა, ეხება მცირე საქალაქო გამწვანებულ ტერიტორიებს, რომლებიც მოქმედი დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმით არ არის გამოყოფილი უფლებრივი ზონირების რუკაში შესაბამისი ზონირებით, რაც მათ დაცვას უზრუნველყოფდა.

       როგორც ზემოთ აღინიშნა, არქიტექტურის სამსახურის ურბანული მართვისა და განვითარების ჯგუფმა შეისწავლა  დედაქალაქის ტერიტორია, სამსახურში დაცული საყრდენი ინფორმაციის საფუძველზე და ცალკეულ უბნებში და კვარტლებში გამოავლინა გამწვანებული ტერიტორიების ის ნაწილი, რომელთა დაცვაც წარმოადგენს გადაუდებელ აუცილებლობას და ამასთან, შესაძლებელია გამოყოფილ იქნას ცალკე ერთგვაროვან ზონად გენერალური გეგმის უფლებრივი ზონირების რუკაში.
    ფუნქციური ზონების გამოყოფა მოხდა შემდეგი პრინციპების დაცვით:
    დომინირებული გამწვანებული ტერიტორიების ასახვა, მიმდებარე არსებული განაშენიანების გეგმარებითი და მოცულობითი პარამეტრების გათვალისწინებით (რამდენად მნიშნველოვანია სარეკრეაციო სივრცე მიმდებარე განაშენიანებისთვის);
    ტერიტორიის ეფექტური გამოყენების შესაძლებლობა;
    კერძო მესაკუთრეთა ინტერესების დაცულობა (მხოლოდ სახელმწიფო და საქალაქო ტერიტორიების გამოყენება).

    ზემოაღნიშნული პრინციპების გათვალისწინებით, წარმოდგენილი პროექტის ფარგლებში, სარეკრეაციო ზონა გავრცელდა 1 981 853 კვ.მ დედაქალაქის ტერიტორიაზე, საიდანაც რზ 1–ს წარმოადგენს 919790 კვ.მ., ხოლო რზ 2–ს – 1 062 063 კვ.მ.
    2015-08-11
  • 2015 წლის 01 აგვისტოს, 15:00 საათზე შეწყდა საკონკურსო წინადადებების მიღება დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის განახლებაზე გამოცხადებულ კონკურსთან დაკავშირებით. პირველ ეტაპზე, კონკურსანტებს დავალებული ქონდათ საკვალიფიკაციო მონაცემების, საორგანიზაციო დოკუმენტების, პირობების და წინასაპროექტო მოსაზრების (ხედვის) წარმოდგენა. სულ შემოსულია 11 საკონკურსო წინადადება.

    ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საჯარო სამართლის იურიდიული პირი– ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახური ყველა დაინტერესებულ პირს საშუალებას აძლევს გაეცნონ შემოსულ საკონკურსო წინადადებებს და 2015 წლის 20 აგვისტოს ჩათვლით გამოხატონ საკუთარი მოსაზრებები მითითებულ ელექტრონულ მისამართზე info@tas.ge

    მითითებულ ელექტრონულ მისამართს (info@tas.ge) შეექმნა ტექნიკური ხარვეზი ამის გამო მოსაზრებების მოწოდების ვადამ გადაიწია 2015 წლის 25 აგვისტომდე. ხოლო მათ ვინც უკვე გამოაგზავნეთ თქვენი შეხედულება საკონკურსო განაცხადების მიმართ გთხოვთ ხელახლა მოგვაწოდოთ ინფორმაცია.


    იხილეთ საკონკურსოდ წარმოდგენილი შემოთავაზებები.

    კონკურსანტების პასუხები დამაზუსტებელ კითხვებზე.
    2015-08-05
  •    ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურმა გამოაცხად კონკურს . თბილისში, ვარკეთილის მეურნეობის მიმდებარე ტერიტორიის „ჩარჩო გეგმის’’ დამუშავებაზე.

       პროექტის მიზანს წარმოადგენდა . თბილისის ვარკეთილის მეურნეობის მიმდებარე ტერიტორიის ფუნქციონირებისა და განვითარებისათვის, სქემის სახით დამუშავებული ქალაქთმშენებლობითი დოკუმენტის შემუშავება, რომელიც დადგენილი პროცედურისა და პირობების ფარგლებში, განაშენიანების რეგულირების გეგმისათვის განსაზღვრელი იქნება გეგმარებით მიმართულებებ და პრიორიტეტები.

       კონკურსის ამოცანას წარმოადგენდა საპროექტო ტერიტორიისათვის საუკეთესო ქალაქთმშენებლობითი გადაწყვეტის შემუშავება.

       კონკურსში მონაწილეობის მიღების უფლება ჰქონდა ნებისმიერ ფიზიკურ ან/და იურიდიულ პირს.

       გამარჯვებულ ღია კონკურის წესით გამოავლ საკონკურსო კომისიამ და გამარჯვებულიჩარჩო გეგმისატორს გადაეცა 15 000 (თხუთმეტი ათასი) ლარ.

       გამარჯვებული ‘’ჩარჩო გეგმა’’ დაკორექტირდა არქიტექტურის სამსახურის მიერ, რომელიც შეგიძლიათ იხილოთ მიმაგრებულ ბმულში. 

    2015-08-03
  • ​   2015 წლის 01 აგვისტოს, 15:00 საათზე შეწყდა საკონკურსო წინადადებების მიღება დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის განახლებაზე გამოცხადებულ კონკურსთან დაკავშირებით. პირველ ეტაპზე, კონკურსანტებს დავალებული ქონდათ საკვალიფიკაციო მონაცემების, საორგანიზაციო დოკუმენტების, პირობების და წინასაპროექტო მოსაზრების (ხედვის) წარმოდგენა. სულ შემოსულია 11 საკონკურსო წინადადება. წარმოდგენილი მასალების ელექტრონული ვერსია გამოქვეყნდება სამსახურის ოფიციალურ ვებ–გვერდზე (www.tas.ge) და ყველა დაინტერესებულ პირს მიეცემა მისი გაცნობის შესაძლებლობა.
       საუკეთესო საკონკურსო წინადადების გამოსავლენად, მიმდინარე წლის პირველი აგვისტოდან 31 აგვისტოს ჩათვლით, იმუშავებს საკონკურსო კომისია, რომელსაც ხელმძღვანელობს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერი და მის შემადგენლობაში შედიან ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს, საქართველოს არქიტექტორთა კავშირის, საქართველოს არქიტექტორთა ასოციაციის, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის, თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები და დამოუკიდებელი ექსპერტები.
       საკონკურსო კომისია გამოავლენს სამ გამარჯვებულს, რომელთაც გადაეცემათ ფულადი ჯილდოები (50 ათასი, 30 ათასი და 20 ათასი ლარის ოდენობით). პირველ ადგილზე გასულ გამარჯვებულ კონკურსანტთან გაფორმდება სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულება, მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის განახლების სამუშაოების შესრულებაზე, რომლის მაქსიმალური ვადა არ აღემატება 18 თვეს.
    2015-08-03
  • ექსკლუზიური მომსახურება და ერთიანი ფანჯრის პრინციპი 

    არქიტექტურის სამსახურს ემატება ორი ახალი მომსახურება სახელწოდებით. ‘’ექსკლუზიური მომსახურება’’ და ‘’ერთი ფანჯრის პრინციპი’’, პირველი გულისხმობს კონსულტაციას სპეციალისტთან. განმცხადებლის მიერ, წარმოდგენილი დოკუმენტაციის შესწავლის შედეგად დაინტერესებულ პირს სპეციალისტი აწვდის რეკომენდაციას დამატებით წარმოსადგენი დოკუმენტაციის ან/და ინფორმაციის თაობაზე. დაინტერესებული პირის მიერ მიწოდებული დოკუმენტაციის  საფუძველზე, საჭიროების შემთხვევაში სპეციალისტი მისი კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოფს წარმოდგენილი დოკუმენტაციის შევსებას ტექნიკური ან/და სამართლებრივი კუთხით. 

     ექსკლუზიური მომსახურებით სარგებლობის სურვილის შემთხვევაში, სპეციალისტი გაეცნობა დაინტერესებული პირის მიერ სამსახურში წარმოდგენილ დოკუმენტაციას და 2 დღის განმავლობაში აცნობებს მას გადაწყვეტილებას ექსკლუზიური მომსახურებით სარგებლობის შესაძლებლობის შესახებ. უარყოფითი გადაწყვეტილების შემთხვევაში, დაინტერესებული პირის მოთხოვნის საფუძველზე იწყება ადმინისტრაციული წარმოება III და IV კლასს დაქვემდებარებული შენობა–ნაგებობების არქიტექტურული პროექტის შეთანხმებისას და მშენებლობის ნებართვის გაცემის თაობაზე კანონმდებლობით დადგენილი წესით და ვადებით. დადებითი გადაწყვეტილების შემთხვევაში, დაინტერესებული პირი იხდის ექსკლუზიური მომსახურების გაწევისთვის ამ წესით დაწესებულ საფასურს და სპეციალისტთან შეხვედრის მიზნით ირჩევს ვიზიტის სასურველ დღეს და დროს. ვიზიტი შესაძლებელია დანიშნულ იქნას ექსკლუზიური მომსახურების გაწევის საფასურის გადახდიდან მხოლოდ 3 დღის შემდეგ.    

     სამსახური უარს აცხადებს ექსკლუზიური მომსახურების გაწევაზე თუ საქმის სირთულიდან და მოცულობიდან გამომდინარე შეუძლებელია აღნიშნული მომსახურების გაწევა. 
     ექსკლუზიური მომსახურების ფარგლებში დაინტერესებული პირი უფლებამოსილია ისარგებლოს არა უმეტეს 3 ვიზიტით, ამ წესით დადგენილი ექსკლუზიური მომსახურების გაწევისთვის დაწესებული საფასურის გადახდიდან 1 წლის განმავლობაში. თითოეული ვიზიტის ხანგრძლივობა შეადგენს 3 საათს. 

     დაინტერესებული პირის მიერ, სრულყოფილი დოკუმენტაციის წარმოდგენის შემთხვევაში, განაცხადი დარეგისტრირდება, რომლის შემდგომ იწყება ადმინისტრაციული წარმოება შესაბამისი აქტის გამოცემის მიზნით.

     იმ შემთხვევაში, თუ სამი ვიზიტის ფარგლებში დაინტერესებული პირი არ წარმოადგენს აუცილებელ, კანონმდებლობით გათვალისწინებულ რაიმე დოკუმენტს ან ინფორმაციას, ექსკლუზიური მომსახურება შეწყდება.
     ექსკლუზიური მომსახურების გაწევის საფასური შეადგენს 3000  ლარს.
     ექსკლუზიური მომსახურება ამ წესის მიზნებისთვის გულისხმობს სამსახურის ქმედებას ამ წესითა და კანონმდებლობით მინიჭებული კომპეტენციის ფარგლებში, მიუხედავად III და IV კლასს დაქვემდებარებული შენობა–ნაგებობების არქიტექტურული პროექტის შეთანხმების ან/და მშენებლობის ნებართვის გაცემის თაობაზე სამსახურის საბოლოო გადაწყვეტილებისა.“ 
     ექსკლუზიური მომსახურება მიზნად ისახავს „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის #57–ე დადგენილებით განსაზღვრულ III და IV კლასს დაქვემდებარებული შენობა–ნაგებობების არქიტექტრული პროექტის შეთანხმებისას და მშენებლობის ნებართვის გაცემისას ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურთან ურთიერთობის ხელშეწყობას და გულისხმობს კონსულტაციის მიღების შესაძლებლობას შესათანხმებლად წარმოდგენილ დოკუმენტაციაში გამოვლენილ ხარვეზებთან და მათი აღმოფხვრის გზებთან დაკავშირებით, ასევე, კომპეტენციის ფარგლებში, წარმოდგენილი ინფომაციის/დოკუმენტაციის საფუძველზე, განმცხადებლისთვის დახმარების გაწევას არსებული ხარვეზების გასწორების მიზნით. 

     მეორე ეს არის ‘’ერთი ფანჯრის პრინციპი’’ რომელიც, არქიტექტურის სამსახურში შემოსულ განაცხადებზე საქმისწარმოების პროცესის გამარტივების მიზნით  არქიტექტურის სამსახურის ინიციატივით და მერიის სხვა საქალაქო სამსახურების ჩართულობით შემუშავდა, იმისათვის რომ შიდა კომუნიკაცია კიდევ უფრო გამარტივდეს. 

     არქიტექტურის სამსახურში გაკეთებულ განაცხადებზე საქმისწარმოების პროცესში ხშირად საჭიროა მერიის სხვა სტრუქტურული ერთეულებიდან სხვადასხვა ინფორმაციის მოწოდება. მერიის სტრუქტურულ ერთეულებს შორის ინფორმაციის გაცვლა დაეხმარება მოქალაქეს, დაუზოგავს დროს და ერთი ფანჯრის პრინციპით მიიღებს  საბოლოო გადაწყვეტილებას არქიტექტურის სამსახურს სჭირდება ინფორმაცია მერიის შემდეგი სტრუქტურული ერთეულებიდან:

    1. ქონების მართვის სააგენტო

    2. ეკოლოგიისა და გამწვანების საქალაქო სამსახური

    3. ზედამხედველობის საქალაქო სამსახური

    4. კეთილმოწყობის საქალაქო სამსახური

    5. ტრანსპორტის საქალაქო სამსახური

    6. კულტურის საქალაქო სამსახური

     სამსახურმა როგორც უკვე აღინიშნა შეიმუშავა  ელექტრონული საქმისწარმოების ფორმა, რომლის საშუალებითაც  მოხდება  სხვადასხვა საქალაქო სამსახურებთან განაცხადის გადაგზავნა და მათზე სწრაფი რეაგირება. ზემოაღნიშნული ინიციატივა უზრუნველყოფს მოქალაქეთათვის საქმისწარმოების პროცესის დაჩქარებას და  სამსახურის მუშაობის ეფექტიანობის გაზრდას, მოქალაქეების მხრიდან ზოგადად მერიის და უშუალოდ არქიტექტურის სამსახურის მიმართ ლოიალურობის გაზრდას. 

     ამგვარი შიდა სისტემური ერთიანობის უზრუნველყოფა ყოველთვის გამართლებულია და საქმის ეფექტურ წარმართვას მხოლოდ ხელს უწყობს. ამ ინიციატივით იგებს როგორც სახელმწიფო უწყება ისე კმაყოფილია მოქალაქე.
    2015-07-27
  • ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საჯარო სამართლის იურიდიული პირი ქალაქ

    თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახური აცხადებს კონკურსს ქ. თბილისში, დიდუბე ჩუღურეთის რაიონში, ზაარბრუკენის მოედნის მიმდებარე ტერიტორიის „ჩარჩო გეგმაზე“.

    •  “ჩარჩო გეგმა” უნდა განსაზღვრავდეს:

    1. ტერიტორიის სივრცით გეგმარებითი სტრუქტურას არსებულ ქუჩათა სქესლთან

    მიმართებაში;

    1. შენობა ნაგებობების სართულიანობას და შესაძლებლობის ფარგლებში მათ ფუნქციებს;

    2. მიწის ნაკვეთების ქალაქგეგმარებით პარამეტრებს კ1, კ2, კ3;

    3. არსებული ქუჩათა ქსელის მოწესრიგების მიზნით შენობა ნაგებობების მოშენების რეგულირების წითელ და ლურჯ ხაზებს;

    4. ისტორიული ძეგლების შენარჩუნებას;

    5. საჭიროების შემთხვევაში მიწის ნაკვეთების საკადასტრო საზღვრების მოწესრიგება და/ან შეცვლას (თითოეული მიწის ნაკვეთი უზრუნველყოფილი უნდა იყოს საინჟინრო და სატრანსპორტო ინფასტრუქტურით);

    კონკურსში მონაწილეობის მიღების უფლება აქვს ნებისმიერ ფიზიკურ ან/და იურიდიულ პირს. გამარჯვებულს ღია კონკურის წესით გამოავლენს საკონკურსო კომისია.

     გამარჯვებული „ჩარჩო გეგმის“ შესყიდვის ფასი შეადგენს 15 000 (თხუთმეტი ათასი) ლარს.

     საკონკურსო წინადადებების მიღება იწყება საკონკურსო განცხადების სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ოფიციალურ ვებ–გვერდზე (www.procurement.gov.ge) გამოქვეყნებიდან და გრძელდება 45 დღის განმავლობაში.

     საკონკურსო წინადადება ატვირთული უნდა იქნას ელექტრონულად ვებ–გვერდზე (www.procurement.gov.ge)

     „ჩარჩო გეგმის“ დამუშავებისათვის, საჭირო დოკუმენტაცია შეგიძლიათ ჩამოტვირთოთ ამავე ვებ-გვერდიდან.“

    კონკურსის განაცხადის ნომერია

    CNT150000006

    2015-07-20
  • . თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის შტატით გათვალისწინებული ვაკანტური თანამდებობების დასაკავებელი კონკურსის პროგრამის, ეტაპების, პირობების, შეფასების ფორმებისა და ჩატარების გრაფიკის შეთანხმების თაობაზე



    საჯარო სამსახურის შესახებსაქართველოს კანონის, „საჯარო სამსახურის შესახებსაქართველოს კანონით გათვალისწინებული კონკურსის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 18 ივნისის 412 დადგენილების მე-12 მუხლის მე-4 პუნქტის, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 30 დეკემბრის 20-104 დადგენილებით დამტკიცებული ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საჯარო სამართლის იურიდიული პირისქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის წესდების (დებულების) მე-5 მუხლის პირველი პუნქტის ,,ქვეპუნქტის, საფუძველზე, ვბრძანებ:



    1. გამოცხადდეს . თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის შტატით გათვალისწინებული ვაკანტური თანამდებობების დასაკავებელი კონკურსი 1 დანართით განსაზღვრულ ვაკანტურ თანამდებობებზე;

    2. დამტკიცდეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის შტატით გათვალისწინებული ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები 2 დანართის შესაბამისად;

    3. დაევალოს . თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურში შტატით გათვალისწინებული ვაკანტური თანამდებობების დასაკავებელი კონკურსის ჩატარების უზრუნველსაყოფად შექმნილ საკონკურსო-საატესტაციო კომისიას კონკურსის ჩასატარებლად შესაბამისი ღონისძიებების გატარება;

    4. შეთანხმებულ იქნას . თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურში შტატით გათვალისწინებული ვაკანტური თანამდებობების დასაკავებელი კონკურსის ჩატარების უზრუნველსაყოფად შექმნილი საკონკურსო-საატესტაციო კომისიის მიერ წარმოდგენილი . თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის შტატით გათვალისწინებული ვაკანტური თანამდებობების დასაკავებელი კონკურსის პროგრამა, ეტაპები, პირობები, შეფასების ფორმები და ჩატარების გრაფიკი 3 დანართის შესაბამისად;

    5.შეთანხმებულ იქნას . თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურში შტატით გათვალისწინებული ვაკანტური თანამდებობების დასაკავებელი კონკურსის ჩატარების უზრუნველსაყოფად შექმნილი საკონკურსო-საატესტაციო კომისიის მიერ წარმოდგენილი კანდიდატის შეფასების ფორმები (დანართი №4: დანართი №4.1; დანართი №4.2);

    5. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე–12 კილომეტრი, 6), მისი ოფიციალური წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.



    სამსახურის უფროსის დროებით მოვალეობის შემსრულებელი ნინო ღოღობერიძე

    2015-07-13
  • იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ სამსახურის ვებ–გვერდზე წარმოქმნილი ტექნიკური პრობლემების გამო, შეფერხებული იქნა . თბილისში, გლდანის რაიონში, გმირ კურსანტთა, ქერჩის და თიანეთის ქუჩების მიმდებარე ტერიტორიაზე, „ჩარჩო გეგმის კონკურსთან დაკავშირებით, საკონკურსო წინადადებების ატვირთვა, სამსახურის გადაწყვეტილებით, საკონკურსო წინადადებების წარმოდგენის ვადა გაგრძელდა და განისაზღვრა 2015 წლის 13 ივლისის 15:00 საათამდე, თბილისის დროით. 


    ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საჯარო სამართლის იურიდიული პირი ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახური აცხადებს კონკურსს „ჩარჩო გეგმაზე“ ქ. თბილისში, გლდანის რაიონში,  გმირ კურსანტთა, ქერჩის და თიანეთის ქუჩების მიმდებარე ტერიტორიისათვის.
     
    კონკურსის მიზანს წარმოადგენს „დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმით“ განსაზღვრული ქალაქგანვითარების სტრატეგიული მიმართულებებისა და პრიორიტეტების შენარჩუნებით, ქ. თბილისში, გლდანის რაიონში, გმირ კურსანტთა, ქერჩის და თიანეთის ქუჩების მიმდებარე ტერიტორიის სამშენებლოდ განვითარების განაშენიანების რეგულირების გეგმის არეალების მონიშვნა და მათი პრინციპული გეგმარებითი გადაწყვეტების მომზადება.
     
    კონკურსის ამოცანაა საპროექტო ტერიტორიებისთვის განაშენიანების რეგულირების გეგმისათვის გეგმარებითი მიმართულებებისა და პრიორიტეტების განსაზღვრა.
     
    კონკურსში მონაწილეობის მიღების უფლება აქვს ნებისმიერ ფიზიკურ ან/და იურიდიულ პირს. გამარჯვებულს ღია კონკურის წესით გამოავლენს საკონკურსო კომისია.
     
    გამარჯვებული „ჩარჩო გეგმის“ შესყიდვის ფასი შეადგენს 10 000 (ათი ათასი) ლარს.
     
    საკონკურსო წინადადებების მიღება იწყება საკონკურსო განცხადების სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ოფიციალურ ვებ–გვერდზე (www.procurement.gov.ge) გამოქვეყნებიდან და გრძელდება 2 (ორი) თვის განმავლობაში.
     
    საკონკურსო წინადადება ატვირთული უნდა იქნას ელექტრონულად ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის ვებ–გვერდზე (www.tas.ge).
     
    „ჩარჩო გეგმის“ დამუშავებისათვის, საჭირო დოკუმენტაცია შეგიძლიათ ჩამოტვირთოთ ამავე ვებ-გვერდიდან.“

    . თბილისში, გლდანის რაიონში, გმირ კურსანტთა, ქერჩის და თიანეთის ქუჩების მიმდებარე ტერიტორიაზე, „ჩარჩო გეგმისკონკურსის გამარჯვებული გამოვლენილია .

    საკონკურსო კომისიამ ერთხმად გადაწყვიტა გამარჯვებულად ცნობილი იქნას ‘’თრიჰაუსის’’ საკონკურსო წინადადება. 


    2015-07-09
  • ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ‘’ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახური’’ მოქალაქეებს შემდგომში საქმიანობის გამარტივებისთვის სთავაზობს დოკუმენტს სახელწოდებით : ‘’მოქალაქეთა გზამკვლევი’’.

    გზამკვლევი მოიცავს ინფორმაციას, როგორც სანებართვო ასევე ქალაქგეგმარებითი კუთხით. თავად გზამკვლევის შექმნის აუცილებლობა გამოიწვია ხშირად დასმულმა კითხვებმა და რა თქმა უნდა, არქიტექტურის სამსახურის მხრიდან საზოგადოებისათვის უკეთესი სერვისის შეთავაზების სურვილმა.

    გზამკვლევი შედგება 2 ნაწილისაგან, ამ დროისათვის მოქალაქეებს ვთავაზობთ ქალაქგეგმარებით ნაწილს, სადაც თვალსაჩინოებისათვის განხილულია ყველაზე აქტუალური საკითხები. ვფიქრობთ რომ, დოკუმენტის კარგად გაცნობის შემთხვევაში იგი აუცილებლად გაუადვილებს განმცხადებელს საქმეს. 

    2015-07-07
  • თბილისის მერია ღრმა მწუხარებას გამოთქვამს დღეს თბილისში, ბიძინა კვერნაძის ქ.N10-ში დემონტაჟის სამუშაოებისას მომხდარი უბედური შემთხვევის გამო, რასაც ოთხი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა და უსამძიმრებს გარდაცვლილთა ოჯახებს. 

    აღნიშნულ ტერიტორიაზე კომპანია „კონსტრაქშენ გრუპი“ შენობის დემონტაჟის სამუშაოებს აწარმოებდა. ბიძინა კვერნაძის ქ. N10-ში შპს „ტიფლის ბიზნეს ცენტრის“ კუთვნილ მიწის ნაკვეთზე არსებული შენობა-ნაგებობის რეკონსტრუქციის ნებართვა თბილისის არქიტექტურის სამსახურმა 2014 წლის 29 აგვისტოს გასცა. 

    იმის გამო, რომ ჩასატარებელი სამუშაოები მიეკუთვნებოდა IVკლასს, თბილისის არქიტექტურის სამსახურმა სამუშაოების დაწყებამდე კომპანიას დაავალა, წარმოედგინა საინჟინრო-გეოლოგიური კვლევა, კონსტრუქციული პროექტი, რომელიც შედგება შენობა-ნაგებობის ძირითადი კონსტრუქციული სისტემის დეტალური პროექტისაგან (მათ შორის, ფუძე-საძირკვლისაგან), „მშენებლობის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის N57-ე დადგენილებით გათვალისწინებული შენობა-ნაგებობებისა და მიწის ნაკვეთის კვლევა, აგრეთვე,  მშენებლობის ორგანიზაციის პროექტი და სავალდებულო საექსპერტო შეფასება, რომელსაც, ასევე, საქართველოს მთავრობის N57-ე დადგენილება ითვალისწინებს.

    კომპანიის მიერ წარმოდგენილ იქნა ყველა მოთხოვნილი დოკუმენტაცია და მიმდინარე წლის ივნისის ბოლოს მან შენობა-ნაგებობის რეკონსტრუქციის სამუშაოები დაიწყო. ამასთან, კომპანია ვალდებული იყო, რეკონსტრუქციის სამუშაოები სამშენებლო რეგლამენტის მოთხოვნათა სრული დაცვით და შეთანხმებული დოკუმენტის დარღვევის გარეშე ეწარმოებინა.

    მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება უკვე დაწყებულია. თბილისის მერია იმედოვნებს, რომ გამოძიება უახლოეს პერიოდში დაადგენს შენობის ჩამონგრევის მიზეზს და დამნაშავე პირები კანონის შესაბამისად დაისჯებიან.

    2015-07-06
  • ბოლო წლების მანძილზე კანდელაკის, ბუდაპეშტის , ისაკაძის, ოდიშელიძის გაგარინისა და მგალობლიშვილის ქუჩებს შორის მოქცეული ტერიტორიაზე შეინიშნება განსაკუთრებით დიდი სამშენებლო აქტივობა. 

    კონკრეტული ტერიტორია მიწის ნაკვეთების წყობით და ქუჩათა ქსელით წარმოადგენს ერთ-ერთ მოწესრიგებულ ურბანულ ერთეულს, სადაც უმეტესად დომინირებს ინდივიდუალური განაშენიანება. 

    მოთხოვნებიდან გამომიდნარე - გაჩნდა გარკვეულ ადგილებში მრავალბინიანი საცხოვრებელი კომპლექსების აშენების სურვილი. იმისთვის რომ არ მივიღოთ არაგეგმიური - ქაოსური სამშენებლო განვითარება, არქიტექტურის სამსახურმა გადაწყვიტა ჩაეტარებინა კვლევა რომელიც დაადგენდა ტერიტორიის სამშენებლო განვითარებისთვის ქალაქთმშენებლობის პარამეტრებსა და შენობა ნაგებობათა სიმაღლეებს ქუჩების შესაბამისად. 

    თანდართულ/მიმაგრებულ  ფაილში გთავაზობთ შესაბამის კვლევას.
    2015-07-06
  • საკონკურსო კომისიის მიერთბილისის რეხის ქუჩის მიმდებარე ტერიტორიისათვის, გამოვლენილი იქნა გამარჯვებული „ჩარჩო გეგმა“. 

    საკონკურსო კომისიის გადაწყვეტილებით, გამარჯვებულად დასახელდა გიორგი ქაჩლიშვილის მიერ წარმოდგენილი საკონკურსო წინადადება.


    ბმულში იხილეთ საკონკურსო კომისიის სხდომის ოქმი
    2015-07-03
  • თბილისის მერიაში 2015 წლის 13-14 ივნისს მომხდარი სტიქიის სალიკვიდაციო და მდინარე ვერეს ხეობისა და მიმდებარე ტერიტორიის მდგომარეობის შესწავლისა და შემდგომი აღდგენითი სამუშაოების ორგანიზების მიზნით შექმნილი უწყებათაშორისმა კომისიამ ვერეს ხეობის განვითარების გრძელვადიანი და მოკლევადიანი პერსპექტივები განიხილა. 

    თბილისის მერმა და მთავრობის წევრებმა სპეციალისტებთან ერთად იმსჯელეს ვერეს ხეობის უსაფრთხოებისა და თამარაშვილის ქუჩისა და გმირთა მო